wol.ge
» » როგორ ვითამაშოთ Pokemon Go

როგორ ვითამაშოთ Pokemon Go


6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ნინტენდოს ახალი თამაში და ამ დღიდან პოკემონებმა გეიმერები დაიპყრეს. ამ საოცარი ცხოველების შესახებ ყველას სმენია, მაგრამ როგორ ითამაშოთ? ამაზე პასუხი ამ სტატიაშია თამაშის აზრი საკმაოდ მარტივია. უნდა სდიოთ მულტფილმის გმირებს და დაიჭიროთ. ერთი ის არის, რომ სირბილი კლავიატურის ღილაკებზე კი არა, თქვენი ქალაქის რეალურ ქუჩებში მოგიწევთ. სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა თამაშებისგან - ვირტუალურ სამყაროს დამატებული რეალობა. Pokemon Go მუშაობს Google-ის რუკებით. და ნამდვილ ტერიტორიებს მხოლოდ მოგონილ პერსონაჟებს ამატებს.


1) რეგისტრაციისას გეიმერს შეუძლია სამიდან ერთი პოკემონის არჩევა, მაგრამ ეშმაკობით შეიძლება ერთ-ერთი მთავარი გმირის პიკაჩუს გამოკრათ ხელი.


2) ამის შემდეგ გეიმერმა უბრალოდ უნდა დაიჭიროს პოკემონები თავის გარშემო ტერიტორიებზე, სულ 250 სახეობა. ისინი სხვადასხვა კატეგორიებად იყოფიან: წყლის, ცეცხლის, ქვის, შხამიანი და სხვა. ყველა სახეობას თავის მისია და საცხოვრებელი ადგილი აქვს.


3) Pokemon Go-ს აქვს თავისი სიმბოლოები. თამაშში შესვლისას ხედავთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოცვენილი ფოთლებივით ტრიალებს ადგილზე. სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილზე იქნება პოკემონი დამალული


4) შემდეგი სიმბოლო წარმოადგენს რომბს-პოკისტოპს, რომელშიც თქვენ პოკიბოლებს და პოკემონების კვერცხებს იპოვნით. პოკიბოლი პოკემონების დასაჭერი იარაღია, რომლის გარეშეც, თავისთავად, ცხოველებს ვერ დაიჭერთ. როგორ იყენებთ პოკიბოლს? ესვრით მას ცხოველს და ელოდებით. რამდენიმე წამი და ის უკვე დაჭერილია. პოკისტოპებს ხალხმრავალ ადგილებში შეხვდებით.


5) ასევე შეგხვდებათ სპორტდარბაზი, რომელიც პოკემონების ვარჯიშისთვისაა განკუთვნილი. მათში ცხოველების სავარჯიშოდ თქვენ მეხუთე დონე გჭირდებათ. რაც უფრო გააძლიერებთ პოკემონს, მით უფრო ძლიერი ხდებით თქვენც და ბრძოლებიც უფრო წარმატებულად ჩაივლის.


6) ვინ არის თქვენი მოწინააღმდეგე? აქაც მარტივია პასუხი - სხვა პოკემონები, ანუ სხვა მომხმარებლები. თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი ყველაზე ძლიერი ცხოველი და დაიწყოთ ბრძოლა მოწინააღმეგესთან.
ყოველი ბრძოლის შემდეგ თქვენმა პოკემონმა უნდა დაისვენოს. თქვენ მისთვის გასაგრილებელი სასმელები უნდა იპოვოთ და დაალევინოთ.


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=f43WOQ_ov1I
.

პოსტი შესწორებულია admin -ს მიერ - 31-01-2017, 14:26
19-08-2016, 23:40
700 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.