wol.ge
» » როგორ გავუშვათ Sony Playstation თამაშები

როგორ გავუშვათ Sony Playstation თამაშები


1) გადმოწერეთ პროგრამა ePSXe, რომლის ვერსიაც იქნება 1.6-ზე მაღალი. გადმოაარქივეთ ფაილი (აუცილებლობის შემთხვევაში) დააინსტალირეთ იგი თქვენს კომპიუტერში.


2) მოამზადეთ Sony Playstation-ის თამაში - გადმოიტანეთ ფაილები კომპიუტერში ორიგინალი დისკიდან (ფაილის ინტერნეტიდან ან სხვა მოწყობილობიდან გადმოწერის შემთხვევაში პირდაპირ გადადით შემდეგ საფეხურზე). გაუშვით პროგრამა ePSXe.


3) მიჰყევით Config -> Wizard Guide -> Config და ჩამონათვალში აირჩიეთ 9002 - PAL და დააჭირეთ ღილაკს Next.
დაელოდეთ ფანჯრის გახსნას სათაურით - Configuring the Video. ჩამონათვალში მოძებნეთ Pete’s OpenGL Driver. ამოირჩიეთ პუნქტი Config. მარცხენა ქვედა კუთხეში მოძებნეთ ღილაკი Nice. დააჭირეთ მას და შეინახეთ პარამეტრები. გადადით შემდეგ მენიუზე.


4) ამოირჩიეთ პუნქტი Pete’s DSound Audio Driver და დააჭირეთ ღილაკს Next. ეს პარამეტრი უზრუნველყოფს ხმოვანი სიგნალის გაშიფვრას. შემდეგ დიალოგურ მენიუში მიუთითეთ პარამეტრი ePSXe CDR WNT/W2K core და დააჭირეთ Next-ს.


5) დააყენეთ თქვენი კონტროლერისათვის ღილაკების მოსახერხებელი განლაგება. თუ თქვენ გაქვთ ჯოისტიკი, შეუერთეს ის კომპიუტერის USB პორტში და დააყენეთ მანიპულატორი. ანალოგიურად შეცვალეთ ღილაკები მეორე მომხმარებლისათვის.
დააჭირეთ ღილაკს OK და Done.


6) გაუშვით პროგრამა Daemon Tools (Alcohol Soft) და შექმენით ახალი ვირტუალური დისკი. დისკის დაყენება ჯერ არ არის სავალდებულო. პროგრამა ePSXe-ს მენიუში გახსენით დაფა Options და აირჩიეთ პუნქტი CD-Rom. დააჭირეთ ღილაკს
Config და ამოირჩიეთ ვირტუალური დისკის სახელი.


7) დააყენეთ ვირტუალური დისკი. გადატვირთეთ პროგრამა ePSXe. გახსენით მენიუ File. დააჭირეთ ღილაკს Run CD-Rom. დაელოდეთ თამაშის გაშვებას და ისიამოვნეთ თამაშის პროცესით


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=mVoM3ViURlU
.

პოსტი შესწორებულია kaxabera26 -ს მიერ - 16-05-2017, 15:30
16-05-2017, 15:22
345 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.