wol.ge
» » Skype ახლა უკვე ვებ გვერდზე

Skype ახლა უკვე ვებ გვერდზე


კომპანია Skype- მა წარმოგვიდგინა თავისი ახალი პროდუქტი, Skype for Web-ის ბეტა ვერსია, რომლის მეშვეობითაც აღარ იქნება საჭირო მისი გადმოტვირთვა და დაინსტალირება. ნებისმიერი მსურველი შეძლებს გამოიყენოს Skype, ვებ-ბრაუზერების მეშვეობით. Skype-ს ამ ვერსიის გამოყენება შესაძლებელია ვებ- გვერდზე www.skype.com თუმცა ჯერჯერობით, ეს ახალი სერვისი ხარვეზებით მუშაობს, რადგან მიმდინარეობს მისი ყოველდღიური განახლება. კომპანიის განცხადებით, რამდენიმე კვირის შემდეგ დამატებული იქნება ყველა ფუნქცია და ყველა ხარვეზი გამოსწორდება. Skype for Web სრულყოფილად იმუშავებს: Google Chrome, Firefox, Safari და Internet Explorer 10 -ს და მისი შემდგომი ვერსიების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ Skype-ს installer-ის გარეშე გამოყენება, შეიძლება აგრეთვე Outlook.com ის მეშვეობით, თუმცა ახლა Skype for Web ხელმისაწვდომია როგორც ცალკე სუბიექტი და მისი მოხმარება ბევრად მარტივია. თავდაპირველად ვიდეო- ზარების განსახორციელებლად საჭირო იქნება სპეციალური გაფართოების დაყენება, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პრობლემაც მოიხსნება RTC (Real Time Communications) ტექნოლოგიის მეშვეობით. ასევე თქვენი ანგარიში ვებ-გვერდზე, შეინახავს ბოლო საუბრების ისტორიას. Skype-ს ეს ინოვაციური პროდუქტი ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია. ის ბევრად მარტივს და სწრაფს ხდის ადამიანებთან კონტაქტს. საჭიროა მხოლოდ თქვენი სახელის და პაროლის შეყვანა Skype- ს ვებ- გვერდზე, რის შემდეგაც მოგივათ მოწვევა ვებ- ვერსიის გამოყენების შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნე ჯერჯერობით მიმდინარეობს სერვისის რეკონსტრუქცია და თუ მოწვევა არ მოგივიდათ, დაელოდეთ, რამდენიმე კვირის შემდეგ Skype for Web სრულყოფილად იმუშავებს.


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=kKqnm1UWV68
.

პოსტი შესწორებულია kaxabera26 -ს მიერ - 24-04-2018, 15:07
13-03-2015, 11:26
1245 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.