wol.ge
» » შიდა ქსელის დაყენება

შიდა ქსელის დაყენება


ალბათ მოგსვლით აზრად, რომ კარგი იქნებოდა ქსელის მოწყობა თუნდაც იმისათვის, რომ იგივე Counter-Strike გეთამაშათ სახლში. ან გეთამაშათ არა ხელოვნულ ინტელექტთან, რომელიც აშკარად შეზღუდულია თავის მოქმედებებში, არამედ თქვენნაირ ადამიანთან და გაგერკვიათ რომელი უფრო ძლიერი ხართ. ამ ბოლო დროს კომპიუტერები საკმაოდ მომრავლდა. ზოგს ოფისში აქვს რამოდენიმე და მათი ქსელში ჩართვა უნდა ზოგს კი სურვილი აქვს სახლში კიდევ ერთი მანქანა დააყენოს, მოკლედ სურვილს რა უდგას წინ? არც არაფერი.

შესავალი

მაშ ასე აწი საუბარი იქნება მხოლოდ ქსელზე და მეტი არაფერზე. ქსელი არის აპარატურის ერთიანობა (რა თქმა უნდა კომპიუტერი იგულისხმება), რომელიც გაერთიანებულია ერთმანეთთან ინფორმაციის გადაცემის საშუალებებით (შეიძლება იყოს კაბელი ან რადიო კავშირი).

მაშ ასე რას გვიქადნის ქსელის არსებობა სახლში ან ოფისში? მოდით გადავხედოთ, პირველი რაც თავში მოდის ეს არის აურაცხელი თამაშები, თან გაითვალისწინეთ, რომ ყველა სახის კლუბებისა და ინტერნეტ კაფეებისგან განსხვავებით აქ თამაში აბსოლუტურად უფასოა, მუშაობს თქვენს ჭკუაზე და რაც მთავარია დღეღამეში 24-საათი თქვენს განკარგულებაშია!

რა თქმა უნდა თამაშების გარდა არსებობს მრავალია საჭირო და მოსახერხებელი გამოყენების სფერო, იმედია ხვდებით, რომ ქსელებს მხოლოდ თამაშებისთვის არავინ გეგმავდა. მოკლეთ თამაშების გარდა შეიძლება ერთმანეთთან საუბარი, მიმოწერა ოთახიდან ოთახში, შეიძლება ერთ კომპიუტერზე არ ეყენოს CD-ROM-ი და Floppy დრაივი, მაგრამ მეორე კომპიუტერზე არსებული აპარატურის გამოყენების საშუალება გაქვთ, ასევე შეგიძლიათ ერთმანეთთან გადაწეროთ აურაცხელი ინფორმაცია, ან გადაწერის გარეშე ნახოთ ფილმი, რომელიც სხვა კომპიუტერზეა, მაგრამ ყველაფერ ამასთან ერთად ყველაზე მომხიბვლელი და საინტერესო მხოლოდ ერთი სიტყვა ჟღერს: ინტერნეტი. ანუ აწი ხომ ინტერნეტიც საერთოა, თუ ერთ კომპიუტერზე არის ინტერნეტში გასასვლელი ესეიგი არსებობს მეორეზეც იგივე საშუალება. რა თქმა უნდა ბევრმა ეს მშვენივრად იცით ამიტომაც მოვრჩეთ თეორიას და გადავიდეთ პრაქტიკაზე.

ყველაფერი სიამოვნებისთვის დაგვჭირდება შემდეგი:
•რა თქმა უნდა პირველყოვლისა პიროვნებარომელიც ქსელში ჩაერთვება, მაგალითად თქვენი მეზობელირომელიც ერთი სართულიც ზემოთ ცხოვრობს;
•მეორე რაც აუცილებელია თითოეულ თქვენგანს უნდა ჰქონდეს თითო კომპიუტერი
•მესამე ადგილზეა სურვილი, სურვილში
ასევე იგულისხმება ლტოლვა ახლის აღმოჩენისაკენ; •რა თქმა უნდა გარდა ამისა დაგჭირდებათ ქსელის პლატები, თუ ორ კომპიუტერზე მეტს იყენებთ ქსელში მაშინ საჭირო იქნება HUB მოწყობილობაც, საჭიროა კაბელები, ეს ყველაფერი წინასწარ მოსამარაგებელია.

დაყენება ინსტალაცია

ინსტალაცია შედგება რამოდენიმე მიმდევრობითი ოპერაციებისგან. პირველი რა თქმა უნდა გავიგოთ რამდენი მეტრი კაბელია შესაძენი, ამიტომ გაზომეთ კომპიუტერებს შორის მანძილი, ამასობაში უბრალოდ პირდაპირ მოკლეზე კი ნუ გადაზომავთ სიგრძეს არამედ გაითვალისწინეთ ყველა იმ კუთხის მიხრა მოხრა სადაც კაბელი გაივლი! იმედია დიდი სურვილი არა გაქვთ, რომ თქვენი კაბელი სარეცხის თოკივით ეკიდოს ჰაერში. იმის შემდეგ რაც ზომა გაიგეთ მოიმარაგეთ ფული იმისათვის, რომ შეიძინოთ შესაბამისად კაბელი იმ ზომის რაც მანძილია ორ კომპიუტერს შორის (რა თქმა უნდა თუ ორზე მეტი კომპიუტერია მაშინ მეტი კაბელია საჭირო, ამ შემთხვევაში საყიდელი იქნება ასევე HUB-ი რადგან, ორ კომპიუტერზე მეტის ერთმანეთთან დაკავშირება სწორედ ამ მოწყობილობით ხდება). კაბელი UTP ანუ იგივე დაწნული კაბელი მე-5 კატეგორიის ღირს 25 თეთრიდან 40 ცენტამდე, თუ საჭირო გახდება HUB-ი მაშინ საფასურს დაამატეთ კიდევ 15$-დან 35-დოლარამდე. შემდგომ გირჩევდით თვითონ მაღაზიაშივე დააყენებინოთ კაბელზე კონექტორები RJ-45, რათა სახლში თქვენ არ იწვალოთ, მითუმეტეს სპეციალური ბრტყელტუჩას გარეშე ამის გაკეთება საკმაოდ ძნელი და მოუხერხებელია. გამყიდველს შეახსენეთ რომელი ტიპის შეერთებისთვის გსურთ კაბელი, კომპიუტერი კომპიუტერზე თუ HUB-ის გამოყენებით, ეს ორი მეთოდი ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთმანეთთან არათავსებადია, ჩვენ ამჯერად საუბარი გვაქვს ორი კომპიუტერიან კავშირზე დამატებითი ხარჯების გარეშე ანუ არ გვჭირდება ეს საზიზღარი HUB-ი, ამ ტიპის შეერთებას ჰქვია Crossover Ethernet. იგი გათვლილია მხოლოდ ორი კომპიუტერის შესაერთებლად. ორ კომპიუტერზე მეტის შეერთების მეთოდს ჰქვია Standard Ethernet.

მოკლედ ნაყიდი საქონლით მირბიხართ სახლში,და აერთებთ ქსელის კაბელს. თუ ყველაფერი კორექტულადაა შეერთებული კომპიუტერების ჩართვისთანავე ქსელის პლატებზე აინთება მწვანე ინდიკატორი. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ყველაფერი სწორედაა შეერთებული, თუ ნათურა ციმციმებს შეიძლება რაღაც არასწორედ იყოს შეერთებული. მოკლედ ჩავთვალოთ რომ აპარატურულმა შეერთებამ ნორმალურად ჩაიარა.

აწი საქმე პროგრამულ შეერთებასთან გვექნება, იმისათვის, რომ თქვენმა Windows-მა კორექტულად გაიგოს ქსელის პლატა საჭიროა შესაბამისი დრაივერი, იმედია მოყვე აღნიშნული Soft-ი თქვენს აპარატურად. დრაივერის დაყენებას აქ არ ავღწერთ იმედია ეს მარტივი პროცედურა ყველამ იცით. ასე რომ ვთქვილთ– Ethernet Adapter-ი მიერთებულია და დაინსტალირებულია თქვენს კომპიუტერში. ახლა დავიწყოთ დეტალურად მთავარი, ანუ ქსელის კომფიგურირება. Windows XP-ში Control Panel-ში ამოირჩიეთ Network Connections -> Set up a home or small office network (ეს მოკლე კლავიშა მდებარეობს მარცხენა ზედა კუთხეში),

შიდა ქსელის დაყენება

შემდეგ კი მივყვებით ინსტალერს.

შიდა ქსელის დაყენება

შემდეგ ფანჯარაში ამოსარჩევი არაფერია, ასე რომ ვაჭერთ Next და მივდივართ ფანჯარამდე სადაც გვეკითხება ინსტალერი თუ როგორაა ინტერნეტი ჩვენთან შეერთებული, ანუ ჩვენი კომპიუტერი გადის ინტერნეტში და მეორე კომპიუტერი ისარგებლებს ჩვენი კავშირით თუ ინტერნეტს უერთდება სხვა კომპიუტერი (ჩვენს შემთხვევაში მეზობლის კომპიუტერი), და ჩვენი კომპიუტერი ისარგებლებს ამ კავშირით.

ბოლო ორ ფანჯარაში უნდა ამოირჩიოთ თუ რა ერქმევა თქვენს კომპიუტერს ქსელში

შიდა ქსელის დაყენება

და სამუშაო ჯგუფის სახელი

შიდა ქსელის დაყენება

შეგიძლიათ დატოვოთ MSHOME შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს სახელი ორივე კომპიუტერზე უნდა იყოს ერთნაირი! ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Next და კომპიუტერი თვითონ დაიწყებს ქსელის კომფიგურირებას, აცადეთ კომპიუტერს შეასრულოს საჭირო სამუშაოები, ამის შემდეგ იგი გამოიტანს ბოლო შეტყობინებას სადაც ეწერება თუ როგორ გსურთ ინსტალაციის დასრულება თქვენ ამოირჩიეთ ბოლო პუნქტი, სადაც წერია: Just finish the wizard; i don’t need to run the wizard on other computers.

შიდა ქსელის დაყენება

ასევე გაითვალისწინეთ რომ იგივეს გაკეთება შეიძლება მეორე ხერხითაც! და უფრო მარტივად! ამისათვის საჭიროა მონიშნოთ My Computer და ამოირჩიეთ Properties. გადადით ჩანართზე Computer Name და დააჭირეთ ღილაკს Change მიიღებთ ფანჯარაა სადაც შეგიძლიათ იგივე პარამეტრები ჩაწეროთ.

შიდა ქსელის დაყენება

ამის შემდეგ ჩვენ უნდა მივანიჭოთ ორივე კომპიუტერს თავისი IP მისამართი ქსელში. ამისათვის მონიშნეთ Desktop-ზე მდებარე My Network Places, მაუსის მარჯვენა კლავიშით დააწკაპუნეთ მასზე და ამოირჩიეთ Properties. მიიღებთ შემდეგ ფანჯარას:

შიდა ქსელის დაყენება

აქ უნდა ამოირჩიოთ Local Area Conection, ისევ მაუსის მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნება და ამოირჩიეთ Properties. მიიღებთ შემდეგ ფანჯარას:

შიდა ქსელის დაყენება

პირველი რაც საჭიროა, მონიშნეთ Qos Packet Scheduler და დააჭირეთ ღილაკს Uninstall, ეს პროტოკოლი ჩვენ არ გვჭირდება. ამ პროტოკოლის მაგივრად დავამატოთ სხვა პროტოკოლი რათა ქსელში თამაშებმა კორექტულად ითამაშონ, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს Install ამოირჩიეთ Protokols და ამოირჩიეთ NW IPX/SPX/NetBIOS compatable Transport Protokol დააჭირეთ OK. ამის შემდეგ ორჯერ დააწკაპუნეთ Internet Protokol (TCP/IP). მიიღებთ ფანჯარას:

შიდა ქსელის დაყენება

გადართეთ Use the Folowing IP Address და ჩაწერეთ პირველი კომპიუტერის მისამართი, ჯობს თუ პირველ კომპიუტერად ჩათვლით, იმ მანქანას, რომელიც ინტერნეტს უკავშირდება, რათა გამარტივდეს შემდეგში Internet Sharing-ის გაკეთება. მოკლედ პირველი კომპიუტერის მისამართია 192.168.0.1 ხოლო მასკაში კი ჩაწერეთ (უფრო სწორედ თვითონ ჩაიწერება თუ შესაბამის მინდორში ჩააწკაპუნებთ) 255.255.255.0 დანარჩენი ველები პირველ კომპიუტერზე დატოვეთ ცარიელი. მეორე კომპიუტერზე გაიმეორეთ იგივე ოღონდ ჩაწერეთ შემდეგი მისამართი 192.168.0.2 ქსელის მასკა დატოვეთ იგივე 255.255.255.0 მაგრამ მეორე კომპიუტერზე იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ინტერნეტ კავშირი პირველი მანქანის მეშვეობით საჭიროა კომპიუტერს მიუთითოთ რომელი გასასვლელი უნდა გამოიყენოს ინტერნეტთან კავშირისთვის, ამისათვის ველში Defauls Gateway ჩაწერეთ პირველი კომპიუტერის IP მისამართი: 192.168.0.1 იგივე მნიშვნელობა ჩაწერეთ მომდევნო ველში Preferred DNS server-ში 192.168.0.1, ხოლო ბოლო ველი დატოვეთ ცარიელი. მოკლედ მეორე მანქანაზე უნდა მიიღოთ შემდეგი სურათი:

შიდა ქსელის დაყენება

როდესაც ყველაფერს ამას მორჩებით საჭიროა გავსინჯოთ მუშაობს თუ არა კავშირი, ამისათვის დააჭირეთ Start -> Run და აკრიფეთ ping 192.168.0.2 ეს ბრძანება უნდა აიკრიფოს პირველ მანქანაზე იმისათვის რომ პირველმა მანქანამ გაპინგოს მეორე მანქანა! შესაბამისად მეორე მანქანაზე უნდა გაიპინგოს პირველ მანქანასთან კავშირი, ამ შემთხვევაში ბრძანების ხაზი იქნება შემდეგი ping 192.168.0.1 შედეგად უნდა მიიღოთ შემდეგი ფანჯარა.

შიდა ქსელის დაყენება

თუ მოწინააღმდეგე კომპიუტერი გაიპინგა ესეიგი კავშირი არსებობს. მორჩა ქსელი დაყენებულია.

ახლა პატარა ნიუანსები:

იმისათვის, რომ შესძლოთ ერთმანეთის ფაილების მიმოცვლა საჭიროა დისკს ან რომელიმე პაპკას გაუკეთოთ შარინგი ანუ გასხვისება, ამისათვის ნებისმიერ დისკზე ან პაპკაზე დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა კლავიშით და ამოირჩიეთ:

შიდა ქსელის დაყენება

გამოსულ ფანჯარაში საკმარისია ჩართოთ შემდეგი ღილაკი:

შიდა ქსელის დაყენება

მორჩა აწი თუ შევა მორე მომხმარებელი My Network Places-ში, რომელიც წესით Desktop-ზე მდებარეობს დაინახავს გაშარინგებულ პაპკას!, თქვენთან კი შესაბამის პაპკას ან დისკს გაუჩნდება პატარა ხელის ფორმა რაც იმას მიუთითებს, რომ ეს პაპკა ქსელში არის გასხვისებული და სხვაბსაც შეუძლიათ დაინახონ მისი შიგთავსი.

რაც შეეხება ინტერნეტ კავშირს, ამისათვის პირველ კომპიუტერზე, რომელიც ინტერნეტში გადის საჭიროა ინტერნეტ კავშირის თვისებები გამოიძახოთ (Propertis) და გადახვიდეთ ჩანართზე Advanced. მიიღებთ ფანჯარას:

შიდა ქსელის დაყენება

აუცილებლად ჩართეთ Internet Connection Firewall და ასევე ჩართეთ პირველი ორი პუნქტი Internet Conection Sharing-ში, ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK. შეოძლება კომპიუტერმა შეტყობინება გამოიტანოს, რომ ინტერნეტ კავშირისთვის უნდა გამოიყენოთ IP მიამართი 192.168.0.1 მაგრამ ჩვენ ეს უკვე გაკეთებული გვაქვს ასე, რომ აღარ გვეხება, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს გადატვირთვა, ეს ბოლო ნებისმიერ ვარიანტში სასურველია.

შიდა ქსელის დაყენება

მორჩა ამით თქვენ მიიღებთ ერთიან ქსელს და ერთ ინტერნეტ კავშირს ორ პიროვნებაზე. გისურვებთ ბედნიერ თამაშს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი "კომპინფო"

9-10-2014, 00:57
5868 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.