wol.ge
» » WinProxy-ის კონფიგურირება

WinProxy-ის კონფიგურირება


მოდით განვიხილოთ ერთერთი პატარა, მაგრამ მოხერხებული პროქსი სერვერის კონფიგურირება. ეს პატარა პროგრამა მშვენივრად ართმევს თავს იმას, რომ რამოდენიმე კომპიუტერი გაიყვანოს ერთი კავშირის მეშვეობით ინტერნეტში.

წარმოიდგინეთ სიტუაცია როდესაც გაქვთ ერთი მოდემი და 10 კომპიუტერი, რას იზამთ როდესაც ინტერნეტში გინდათ სრულფასოვანი მოგზაურობა ნებისმიერი არსებული კომპიუტერიდან? რას და ან საერთოდ არაფერს ან გამოიყენებთ პროქსი სერვერს, პროქსი შეიძლება მოწყობილი იყოს თვით ოპერაციული სისტემის მეშვეობით ან დამატებითი პროგრამების ხარჯზე, ორივეს თავისი პლიუსი და მინუსი გააჩნია. როგორც წესი ცალკეული პროგრამები იოლი დასაყენებელია და დიდ ცოდნას არ მოითხოვს ამიტომ პირველად სწორედაც მას შევუდგეთ.

1. კომპიუტერი, რომელიც იქნება პროქსი სერვერი ვანიჭებთ ქსელში IP მისამართს 192.168.0.1, თუმცა ეს აუცილებელი არაა და შეიძლება სხვა გამოიყენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ ,რომ არსებობს IP მისამართების გარკვეული ნაკრები, რომელიც აუცილებელია გამოსაყენებლად, მაგალითად ლოკალური სერვერი ყოველთვის იგულისმება, რომ არის 127.0.0.1 ანუ იგივე Localhost-ი ასევეა გარკვეული ჩარჩოები, ლოკალური ქსელებისთვის ითვლება რომ მისამართი უნდა იწყებოდეს 192.168.0.0-ით პირველი ორი ციფრი არ უნდა იცვლებოდეს, ხოლო ბოლო ორი ციფრების ნაკრები შეგიძლიათ თქვენი შეხედულისამებს ცვალოთ. დღეს, რომ ბევრი არ მოგვივიდეს და თავსატკივარი ავიცდინოთ მოდით გაჩერდეთ სტაბილურ მისამართზე 192.168.0.1 სხვა კომპიუტერებში დააყენეთ იგივე IP მისამართი გარდა ბოლო ერთიანისა ანუ მეორე კომპიუტერს მიანიჭეთ მისამართი 192.168.0.2 მესამეს 192.168.0.3 და ასე შემდეგ. ქსელის მასკა ყველა კომპიუტერზე დააყენეთ 255.255.255.0 ეს ნიშნავს, რომ ქსელში კომპიუტერების ნუმერაცია მხოლოდ ბოლო სამეულში იცვლება, ეს აჩქარებს ქსელში კომპიუტერების მოძებნას და რესურსების განაწილებას

2. ვუშვებთ ჩამოქაჩულ პროგრამას WinProxy, პროგრამის ჩამოქაჩვა შეიძლება მწარმოებლის საიტიდან http://www.winproxy.net

3. ყველა სხვა კომპიუტერზე პროქსი სერვერის გარდა შევდივართ IE-ში (ანუ ინტერნეტ ექსპლორერში ან სხვა ბროუზერში) ვაყენებთ პროქსი სერვერს. ამისათვის შევდივართ (IE-ს შემთხვევაში)

WinProxy-ის კონფიგურირება

Tools->Internet Options გადავდივართ ჩანართზე Connections და ამოირჩიეთ ღილაკი LAN, მონახეთ განყოფილება Proxy server , ჩაწერეთ გააქტიურებულ ფანჯარაში 192.168.0.1 პორტის მისამართში კი ჩაწერეთ 3128, ასევე აღნიშნეთ Bypas proxy server for local addresses.

WinProxy-ის კონფიგურირება

4. შემდეგი ნაბიჯი, პროქსი სერვერის კომპიუტერზე, შევდივართ IE თვისებებში და პუნქტში " Connections " შევდივართ და ვაკონფიგურირებთ Dial Up-ის,

WinProxy-ის კონფიგურირება

ამჯერად ვიძახებთ არა LAN Settings არამედ მივმართავთ ნახატზე მოხაზულ ღილაკს Settings, აქაც იხსნება იმდაგვარივე ფანჯარა რაც გაიხსნა სხვა კომპიუტერებში, უბრალოდ აქ ვუთითებთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ამა და ამ ინტერნეტ კავშირს და მისი პროქსი სერვერის პარამეტრები იქნება ესა და ეს. კერძოდ კი ვწერთ იგივე პარამეტრებს რაც ჩავწერეთ სხვა კომპიუტერებზე. მაგალითი ნახეთ სურათზე.

WinProxy-ის კონფიგურირება



თუ ინტერნეტ კავშირი აქამდე არ გქონდათ დაყენებული დააყენეთ ან ამ ფანჯრიდან ან ჩვეულებრივი მეთოდით ეს უკვე თქვენ როგორც მოგეხერხებათ. რაც მთავარია აუცილებლად აღნიშნეთ Always dial My Default Connection ხშირად სწორად ამის ჩაურთველობის გამო ხდება, რომ სერვერი არ მუშაობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში საკმარისია ვინმემ რომელიმე მანქანაზე გახსნას ინტერნეტ ბროუზერი და სერვერი თვითონ დაიწყებს ინტერნეტთან კავშირის დამყარებას. თუ რა თქმა უნდა ასეთი თავისუფლების მინიჭება არ გსურთ თქვენი თანამშრომლებისთვის მაშინ შეგიძლიათ არ გამოიყენოთ აღწერილი.

5. ახლა კი პატარა რჩევა, იმისათვის, რომ მოახდინოთ სერვერის კომფიგურირება საჭიროა ბროუზერის მისამართების ხაზში აკრიფოთ http://localhost:3129/admin აქედან მოხვდებით გვერდზე სადაც შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ თუ რა IP მისამართების დიაპაზონს რთავთ ნებართვას შეერთებაზე, შეგიძლიათ გაანაწილოთ ინტერნეტის მოხმარება პერსონალზე, ჩართოთ ან გამორთოთ LOG ფაილის ჩანაწერების არსებობა, შეგიძლიათ ნახოთ მომხმარებლების სტატისტიკა და სხვა მრავალი.

ჯამში რთული არ არის და დიდი წვალება არ უნდა დაგჭირდეთ, წესით ყველაფერი პრობლემების გარეშე უნდა მოხდეს რადგან აღწერილი მეთოდი მინიმუმ 3-მა მომხმარებელმა გართულების გარეშე ჩაატარა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი "კომპინფო"

9-10-2014, 00:59
2035 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.