wol.ge
» » Internet Explorer- Microsoft Edge - ინტერნეტ ბროუზერი

Internet Explorer- Microsoft Edge - ინტერნეტ ბროუზერი


როგორც იცით მაიკროსოფტმა თავის ახალ ოპერაციულ სისტემა Windows 10-ში ახალი ვებ-ბრაუზერი წარმოადგინა Microsoft Edge. ის გახდება როგორც პერსონალური კომპიუტერების ასევე მობილური მოწყობილობების ვებ-ბრაუზერი. აღსანიშნავია და უნდა ითქვას, რომ ყველამ ვინც მოსინჯა მაიკროსოფტის ახალი ბრაუზერი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. დიდი ხნის განმავლობაში Internet Explorer-ი ყველაზე არაპოპულარულ ბრაუზერად ითვლებოდა, რადგან ძალიან ნელა მუშაობდა, ბევრი ხარვეზები ჰქონდა და ა.შ.

მაიკროსოფტი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საკუთარი ბრაუზერის მუშაობს გაუმჯობესებასა და ოპტიმიზირებაზე და როგორც ჩანს გამოსდის კიდეც. სულ რამოდენიმე ხნის წინ მოხდა Microsoft Edge-ის ტესტირება სხვადასხვა ბენჩმარკების მეშვეობით სადაც მან საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.

WebKit Sunspider ტესტში Edge აღმოჩნდა Chrome-ზე სწრაფი მთელი 112%-ით, Google Octane-ში 11%-ით, ხოლო Apple JetStream-ში 37%-ით. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ტესტებია, მაგრამ ისინი მეტ ნაკლებად აჩვენებენ ბრაუზერის პოტენციალს, რომელსაც Edge-მა შეიძლება მიაღწიოს.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ რიგით მომხმარებელთან ის იდეალურად იმუშავებს ან ზუსტად ისეთივე პროცენტულობით უფრო კარგი იქნება როგორც ტესტებში. თუმცა ის რომ ბრაუზერმა ტესტებში აჯობა მთავარ კონკურენტ Google Chrome-ს ეს ბევრს ნიშნავს.

скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=rqDayDX5xbI
.
15-02-2017, 13:37
1487 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.