გვერდის საბეჭდი ვერსია
Ful.Ge Everything for you !!! / Youtube error An error occurred. Please try again later

Youtube error An error occurred. Please try again later

 შეცდომა რომელმაც შესაძლოა ძალიან ბევრი დრო და ენერგია წაგართვათ, რთულია როცა მართალი ხარ კოდირებები სწორია მაგრამ ვებგვერდზე ვიდეოს ჩასმის შემდეგ იღებ მსგავს შეტყობინებას. შეცდომის ვერსიები შესაძლოა ძალიან განსხვავებული იყოს.

 მაგალითად:

  1. არ ჩაირთოს იუთუბ ვიდეო არცერთ ბრაუზერში და არცერთ ვებგვერდზე
  2. ზოგიერთ ბრაუზერში ვიდეო პორტალი სრულად გამართული იყოს ხოლო ზოგში არ ირთვებოდეს
  3. საიტზე იუთუბის ლინკის ჩასმის შემდეგ ზოგიერთი ვიდეო ირთვებოდეს ხოლო ზოგიერთზე მსგავსი შეცდომა გამოიტანოს

და ა.შ. მოკლედ მსგავსი შეტყობინების აღმოჩენის შემდეგ იწყება საიტის კოდირების გადახედვა, იუთუბზე უფლებების შემოწმება, ძრავის პარამეტრების შესწორება და ათასი კითხვა-პასუხი. ამ ტიპის შეცდომები ნაკლებად არის ვებ-სკრიპტების ბრალი და გამოცდილი ადმინისტრატორი ამას დასაწყისშივე უნდა მიხვდეს. პასუხი ძალიან მარტივი და პრიმიტიულია მოდი გავშალოთ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ სამყარო დაემშვიდობა Adobe Flash Player-ს, სადღაც 2020 წლის 31 დეკემბრიდან. ჩვენი ოპერაციული სისტემები კი მას აქტიურად იყენებდნენ, ინტერნეტში სერფინგის დროს თანამედროვე ალტერნატივა არის HTML5 კოდირება და სხვა დამხმარე ენების წყალობით აღარ საჭიროებს ფლეშის გამოყენებას. იუთუბის ვიდეოპორტალი კარგა ხანია უკვე ზემოთ აღნიშნულ HTML5 ზე მოერგო და ჩვენც თუ გვინდა თანამედროვე სამყარო უნდა მივიღოთ ყველა ის განახლება რასაც გვთავაზობენ, სწორედ ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ განვაახლოთ ჩვენი ბროუზერები შემდეგი ლინკიდან.

https://www.youtube.com/supported_browsers

ყველაფერი ამის გავლის შემდეგ საჭიროა ფლეშის შეზღუდვა. საჭირო ბრაუზერში გახსენით аbout:addons იპოვეთ ფლაგინი Shockwave Flash (თუ არსებობს იმ შემთხვევაში) წაშალეთ ან გადაიყვანეთ ფუნქცია „Never Activate“ ზე.

ამის შემდეგ წესით პრობლემა აღარ უნდა იყოს გარდა ქეშირებისა, მოგეხსენებათ ქეშირების დახმარებით ხდება ვებვერდების დამახსოვრება ბროუზერში, რადგან თავიდან ავირიდოთ ყოველ შესვლაზე თავიდან ჩატვირთვა. შედეგად აჩქარებს ვებგვერდის ჩატვირთვას და ეს ფუნქცია ნამდვილად საჭიროა, უარყოფით მხარეს თუ ვიტყვით იქნება რომ სწორედ ქეშირების გამო ხდება ცვლილებების მოგვიანებით ასახვა, მაგალითად თუ ჩვენ შეცვლით ვებგვერდის დიზაინს, კოდს ან სკრიპტს, შესაძლოა ცვლილება ვერ დავინახოთ რადგან ბროუზერი მიმართავს ქეშირებულ ფაილებს და ჩაიტვირთება საიტის ძველი კოდირება რაც შეცვლამდე იყო.  შედეგი გაურკვევლობაა მაგრამ გამოსავალი ძალიან მარტივი, უნდა მოხდეს ქეშირების გათიშვა საიტზე ან ბროუზერის ქეშირებული ფაილების გასუფთავება, რის შედეგადაც საიტი ახალი ვერსიით ჩაიტვირთება და ცვლილებასაც დაუყოვნებლივ დავინახავთ.

 

სწორედ ეს არის მიზეზი მსგავსი შეტყობინებისა, ამიტომ მას შემდეგ რაც განაახლებთ ბრაუზერებს მიმართეთ განყოფილებას history შემდეგ clear recent history აქ time range to clear განყოფილებაში აირჩიეთ Everything.

გაითვალისწინეთ: ქეშირების სრულად ამოშლის შემთხვევაში წაიშლება ყველა დამახსოვრებული პარამეტრი მათ შორის საიტების მისამართები, პაროლები. ყველა ის პარამეტრი რასაც ინტერნეტში იყენებდით განულდება და თავიდან იქნება შესაყვანი.

ყველაფერი ამის გავლის შემდეგ ვებგვერდზე იუთუბის ფლეიერი უპრობლემოდ უნდა ჩაიტვირთოს.

გისურვებთ წარმატებას.

13-02-2023, 03:39
გვერდის ამობეჭდვა
უკან დაბრუნება