wol.ge
» » როგორ გამოვანთავისუფლოთ ადგილი აიფონის მეხსიერებაში

როგორ გამოვანთავისუფლოთ ადგილი აიფონის მეხსიერებაში


კომპანია Apple ძალიან უცნაურად იქცევა, როდესაც საკუთარი მოწყობილობების ხაზიდან 32 გიგაბაიტიან ვერსიას იშორებს და 16 გიგაბაიტიანს ტოვებს, მითუმეტეს როდესაც ახალ iPhone 6S-ს გააჩნია 4K ვიდეოს გადაღების ფუნქციაც და ეს 16 გიგაბაიტი საერთოდ არაფერში ეყოფა მომხმარებელს, თუმცა ფასიდან გამომდინარე მინიმალური მეხსიერების მოწყობილობები მაინც პოპულარულია და მეტიც, გაყიდული სმარტფონების ძირითად რაოდენობას სწორედ ისინი შეადგენენ. არასაკმარისი მეხსიერების გამო ბევრი მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის პროგრამულ განახლებასც კი ვერ ახერხებს, თუმცა არსებობს რამოდენიმე ხერხი რომელიც დაგეხმარებათ გამოათავისუფლოთ საკმაო რაოდენობის მეხსიერება თქვენს აიფონში:


1) იძულებითი გადატვირთვა:
ამ მეთოდს ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია, ასეთ რეჟიმში გადატვირთვისას თქვენი აიფონი თავისუფლდება ზედმეტი დროებითი ფაილებისაგან და შესაბამისად თავისუფლდება მეხსიერებაც. გადატვირთვა ეფექტურია მაშინაც როდესაც აიფონი “გაჭედავ” და ცუდად ან კი საერთოდ აღარ რეაგირებს მომხმარებლის ქმედებებზე. გადატვირთვა ხდება ჰოუმ და ჩართვის ღილაკის ერთდროულად 10 წამიანი დაჭერისას.


2) წაშალეთ ქეში პარამეტრებიდან!

ბევრი აპლიკაცია (თუმცა არა ყველა) საშუალებას გვაძლევს წავშალოთ მათი კეში მოწყობილობის პარამეტრებიდან, ამისათვის უნდა შევიდეთ პარამეტრების შესაბამის პუნქტში და წავშალოთ აპლიკაციების კეში.


3) თავად აპლიკაციებიდან ქეშის წაშლა:

თუ კი აპლიკაცია პარამეტრებიდან არ გაძლევთ ქეშის წაშლის საშუალებას, შეგიძლიათ თავად აპლიკაციიდან შეეცადოთ ამის გაკეთებას.


4) ძალიან მარტივი ხერხი– უბრალოდ წაშალეთ და თავიდან დააყენეთ ის აპლიკაცია რომელსაც დიდი ადგილი მიაქვს, გაგიკვირდებათ, რამდენად მცირე ადგილს დაიკავებს ახლად დაყენებული აპლიკაცია.


5) დაიწყეთ ყველაფერი თავიდან:

გააკეთეთ თქვენი სმარტფონის სარეზერვო ასლი iCloud ან iTunes-ში და ამის შემდეგ მოახდინეთ მოწყობილობის რესეთი, მაგრამ მანამდე კარგად დარწმუნდით რომ თქვენი Apple ID ნამდვილად გახსოვთ.


6) გამოიყენეთ სპეციალური აპლიკაციები მეხსიერების გასაწმენდად, ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა phoneexpander


7) გამოიყენეთ ios-ში არსებული საშუალებები:

გამორთეთ ფოტო სტრიმი,

გადაიღეთ ვიდეო FullHD ფორმატში 4K ნაცვლად,

გამორთეთ აპლიკაციების ფონური განახლების რეჟიმი,

გამორთეთ სინქრონიზაცია iCloud-ში იმ მონაცემებისათვის რომლებიც არ გჭირდებათ,

გამორთეთ და ჩართეთ Siri, ეს გამოანთავისუფლებს ქეშის მიერ დაკავებულ ადგილს.

იმედია ჩვენი რჩევები ცოტათი მაინც გაგიადვილებთ ცხოვრებას 16 გიგაბაიტიან აიფონთან ერთად.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!


პოსტი შესწორებულია admin -ს მიერ - 7-06-2016, 01:04
29-02-2016, 11:54
2268 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.