wol.ge
» » როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია აპლიკაციებისგან

როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია აპლიკაციებისგან


უსაფრთხოების თემა მეტად აქტუალურია დღევანდელ ეპოქაში, მითუმეტეს როდესაც ერთ სმარტფონში თავს იყრის უამრავი პირადი ინფორმაცია, ხოლო ეს ინფორმაცია რომ პირადად დარჩეს და არ ჩაუვარდეს ხელში თქვენთვის არასასურველ პირებს, ამაში დაგეხმარებათ ჩვენს მიერ შერჩეული აპლიკაციები.


KeepSafe
ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაფაროთ თქვენი პირადი ფოტო და ვიდეო, აპლიკაცია მათ გადაიტანს სპეციალურ საცავში სადაც მათთან წვდომა თქვენ გარდა არავის ექნება, რათქმაუნდა პინკოდის შეყვანის შემდეგ. აპლიკაციაში გარკვევა ძალზედ ადვილია და კითხვებს არ იწვევს.

აპლიკაციას ასევე აქვს „ცრუ პინ კოდის“ ფუნქციაც, თქვენ აირჩევთ მეორე პინ კოდს და მისი შეყვანის შემდეგ აპლიკაცია საცავი ცარიელი გამოჩნდება. ეს ფუნქცია გამოსადეგი იქნება მათთვის ვისაც სმარტფონით (ან პლანშეტით) საიდუმლო ფოტოები გადაიღო, მაგრამ სურს დაუმტკიცოს ყველას ან საფუძვლიანად ეჭვიან მეუღლეს რომ დასამალი არაფერი აქვს.


AppLock
ეს აპლიკაცია ფუნქციების მთელ ასორტიმენტს გვთავაზობს, დაწყებული ფოტო-ვიდეო კონტენტის დაფარვით და შემომავალი ზარების დაბლოკვით დამთავრებული. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ უშიშრათ ათხოვოთ სმარტფონი ვინმეს, ვინაიდან დაცულ ინფორმაციას იგი ვერ ნახავს, ასევე შემთხვევითაც ვერაფერს წაშლის, ვინდაინ აპლიკაცია ამ შემთხვევაში პაროლს მოითხოვს, აპლიკაცია ასევე ითხოვს პაროლს ახალი აპლიკაციების დაყენებისას, რაც არა მხოლოდ მოსახერხებელია, არამედ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა, ვინდაინ ანდროიდი უსაფრთხო პლატფორმა ნამდვილად არ არის და ხშირად ერთი აპლიკაციის დაყენებას ფარულად თან სდევს ვირუსული პროგრამაც, მაგრამ ამ შემთხვევაში AppLock მას ნახავს და პაროლის შეყვანას თავიდან მოგთხოვთ.

გირჩევთ კარგად შეისწავლოთ აპლიკაცია, თქვენ იქ ბევრ საინტერესო პარამეტრს ნახავთ.


Andrognito
დაცულობა თუ თქვენი უპირველესი პრიორიტეტია და სერიოზულად ხართ დაინტერესებული თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებით თქვენს სმარტფონზე და ამასთან ერთად ესთეტიკურ მხარესაც დიდ ყურადღებას აქცევთ, მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა შექმნილი.

Andrognito არამარტო პაროლით იცავს თქვენს ფოტოებს და სხვა ინფორმაციას, არამედ ახდენს მის დაშიფვრას, თანაც შიფრის ორ ვერსიას გვთავაზობს: სწრაფი და ნელი, როგორც ხვდებით ნელი შიფრი უფრო მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ გაცილებით საიმედოა, ვიდრე სწრაფი.


ეს აპლიკაციები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია არასასურველი პირებისაგან, მაგრამ ნუ გამოიყენებთ მათ ძვირფასი ადამიანების მოსატყუებლად, გახსოვდეთ ყოველივე დაფარული ადრე თუ გვიან გამჟღავნდება, მაშინ კი ეს აპლიკაციები არ გიშველით
Все тайное рано или поздно становится явным

скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=golXViAbjeI
.

პოსტი შესწორებულია admin -ს მიერ - 7-06-2016, 01:09
29-02-2016, 12:10
1034 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.