Moto G4 Plus ახალი სმარტფონი მოტოროლასგან![]() მახასიათებლები მოტოროლას ეს შესანიშნავი სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი FHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანით, რომელიც დაცულია Corning Gorilla Glass 3-ით. სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის Qualcomm Snapdragon 617-ის ჩიფსეტი, 2/3/4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16/32/64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი კამერა ფაზოვანი და ლაზერული ავტოფოკუსით (ასევე ორმაგი განათებით და F2.0 დიაფრაგმით), 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა F2.2 დიაფრაგმით და 3000 მილიამპერ საათიანი ელემენტით. Moto G4 Plus-ის წინა პანელზე ასევე იხილავთ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს. ზოგადი მახასიათებლები ასე გამოიყურება: LTE Cat4 Quad-core 1.5 GHz Cortex-A53 & quad-core 1.2 GHz Cortex-A53 CPU FM radio microUSB v2.0, USB Host Dual SIM Wi-Fi 802.11 a/b/g/n, Wi-Fi Direct, hotspot მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტით Android OS, v6.0.1 (Marshmallow) TurboPower სწრაფი დატენვის ფუნქცია კორპუსი, ერგონომიკა და კომპლექტაცია გაბარიტებით სმარტფონი უტოლდება 5.5 ინჩიანი ეკრანის მქონე კონკურენტებს, მისი ზომები შემდეგნაირად გამოიყურება: 153 x 76.6 x 9.8 მმ, ხოლო მოწყობილობის წონა მხოლოდ 155 გრამს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია ყოველდღიური მოხმარების დროს. ტელეფონის კორპუსი პლასტმასისგან არის დამზადებული, თუმცა ამ მასალის გამოყენება სულაც არ იძლევა იაფ ფასიანი მოწყობილობის იერს. Moto G4 plus – ძალიან დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონია, რომელიც გამოირჩევა კონსტრუქციული სიმყარით და მისი საიმედოობით. ტელეფონი ხელში ძალიან კარგად ჯდება და მოხმარებაშიც ძალიან მოხერხებულია. სმარტფონის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ჩართვის და ხმის ასაწევ/დასაწევი ღილაკები, ზედა და ქვედა მხარეს კი Mini USB და აუდიო ჯეკი, მარცხენა ნაწილი სრულიად სადაა. რაც შეეხება სმარტფონის ფრონტალურ ნაწილს, შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ლამაზია. განსაკუთრებულად კარგად ჩანს დინამიკის ვერცხლისფერი კანტი და რაც მთავარია მცირე ზომის თითის ანაბეჭდის სკანერი, რომელსაც ასევე ტაქტილური ღილაკის ფუნქციაც აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოტოროლამ ამ მოდელში გამოიყენა მოსახსნელი უკანა პანელი, რომლის ქვეშაც განთავსებულია 2 სიმ ბარათის სლოტი და მიკრო SD ბარათი, რომელსაც 256 GB-იანი ჩიპის წაკითხვა შეუძლია. რაც შეეხება ელემენტს, აქ მისი გამოცვლა შეუძლებელია, რადგანაც იგი ჩაშენებული ტიპის არის და მისი ჩანაცვლება მხოლოდ ტელეფონის დაშლის შემდეგ არის შესაძლებელი. მწარმოებელმა აქ წინა მოდელების გამოცდილება გამოიყენა და შესაძლებელი გახადა სმარტფონის უკანა პანელის სხვადასხვა ფერით ჩანაცვლება. როგორც სურათზე ჩანს უკანა პანელი დამზადებულია სპეციალური დიზიანის მქონე პლასტმასისგან, რომელიც იცავს სმარტფონს ხელიდან გაცურებისგან, თითის ანაბეჭდებისგან და რაც მთავარია ნაკაწრებისგან. რაც შეეხება ერგონომიულობას, აქ Moto G 4 Plus-ი ცალსახად იზიარებს მსგავსი ეკრანის მქონე მოწყობილობების ბედს. ტელეფონის ცალი ხელით დაჭერის დროს ცერა თითით შეუძლებელია მიწვდე ეკრანის კუთხეს დიაგონალურად. ამიტომ, სმარტფონის გამოყენებისას ხშირად მიწევდა მისი ორი ხელით ჭერა სხვადასხვა ოპერაციების ჩატარების დროს. თუ მსგავსი პრობლემის თავიდან აცილება გსურთ – შეიძინეთ მცირე ზომის ტელეფონი ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!
პოსტი შესწორებულია admin -ს მიერ - 31-01-2017, 19:58 |
||||||
თვის TOP პოსტები
Total Uninstall ფაილების წასაშლელად
ეს არის ერთერთი საჭირო და ცნობილი სისტემური უტილიტი, რომელიც შემუშავებულია
Connectify Hotspot უსაფრთხოების დაშიფრვა
პროგრამა გადააქცევს ნებისმიერ კომპიუტერს, რომელსაც გააჩნია Wi-Fi ადაპტერი
ვებგვერდებიყველა საიტი
ტეგები
მარტი 2018 (4)
თებერვალი 2018 (8)
იანვარი 2018 (3)
დეკემბერი 2017 (21)
სექტემბერი 2017 (2)
სულ საიტზეა:
სტუმარი: