wol.ge
» » Android 8.0 Oreo ოპერაციული სისტემა

Android 8.0 Oreo ოპერაციული სისტემა


როგორც იქცა, ჭორები დადასტურდა და Google-ის უახლესი ოპერაციული სისტემის სახელი გახლავთ - Android Oreo! კომპანიამ ახალი Android O-ს ბეტა ვერსია ჯერ კიდევ გაზაფხულზე, დეველოპერთა Google I/O კონფერენციაზე წარადგინა, თუმცა აქამდე ჩვენ არ ვიცოდით თუ რა ერქმეოდა მას. ყველაზე ლოგიკური სახელი უდავოდ Oreo არის, რადგან O ასოზე ტკბილეულებიდან უკეთესად მეტი არაფერი ასოცირდება, ვიდრე ყველასათვის საყვარელი და უგემრიელესი ორცხობილა.

Android Oreo-ს ანონსი Google-მა ძალიან კარგად მიუსადაგა 21 აგვისტოს მომხდარ მზის დაბნელებას აშშ-ში. როგორც კი ნიუ იორკის თავზე დაბნელდა მზე, Google-მა ფარდა ახადა ოპერაციული სისტემის ახალ სახელს და მის მასკოტს - სუპერგმირი გოგონა Android-ი Oreo-ს მუცლით, რომელიც “ჩამოფრინდა ჩვენს გადასარჩენად”.


Android Oreo-ს მთავარი ცვლილებებიდან აღსანიშნავია უკეთესი წარმადობა და ელემენტის ხანგრძლივობა. Google-ი ამბობს, რომ Oreo-ზე მომუშავე სმარტფონები გაცილებით უფრო სწრაფად ირთვებიან, Pixel-ი კი ორჯერ უფრო სწრაფად იტვირთება სისტემაში, ვიდრე აქამდე. აპლიკაციების წარმადობა ახლა გაცილებით უფრო სწრაფია და ნაკლებ დროს მოითხოვს შესვლისათვის, ენერგო-ეფექტურობა კი კიდევ უფრო გაიზარდა. სისტემას ახლა ფონურ რეჟიმში შეუძლია იმ აპლიკაციების გადატანა, რომელსაც არ იყენებთ.

დაემატა “სურათი-სურათში” რეჟიმი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ YouTube-ის ვიდეო ან Duo-ს ვიდეო ზარი გადაიტანოთ პატარა ფანჯარაში, რომლის ზომისა და ადგილის რეგულირება შეგიძლიათ. უარყოფითიდან მხოლოდ ის არის, რომ YouTube-ის ფანჯრული რეჟიმი მხოლოდ YouTube RED საბსკრიფციაზე მუშაობს.


გაუმჯობესდა შეტყობინებები. ახლა მათი კატეგორიების დანაწევრება შეიძლება, რაც ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციიდან შეგიძლიათ გამორთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შეტყობინების განშტოება, რომელიც არ გჭირდებათ. ასევე დაემატა “შეტყობინებების წერტილები”, რომელიც აპლიკაციის ხატულას ზემოთ განათავსებს პატარა წერტილს, რაც მიგანიშნებთ, რომ აპლიკაციაში შეტყობინება გელოდებათ.

განახლდა ემოჯები. ისინი ახლა უფრო გაცოცხლებულები იგრძნობა, რადგან Google-ის წინამორბედი ემოციები იყო ძალიან მონოტონური, ფორმა კი ბლობისებრი ჰქონდათ, რაც ბევრს არ მოსწონდა. ახალი ემოჯები მრგვალია, გარდა ამისა ძალიან ბევრი ექსკლუზიური ემოჯიც არის დამატებული.


სისტემას დაემატა “ავტო-დასრულება”, რაც ნიშნავს იმას, რომ პაროლების დამახსოვრება აღარ დაგჭირდებათ. აპლიკაციის პირველადი გადმოწერიდანვე, სისტემა გთავაზობთ პაროლის შევსებას და თვითონ ავსებს მას, რაც ძალიან კომფორტულია.

ვიზუალური ცვლილებებიდან დაემატა ადაპტიური ხატულები, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა სამომხმარებლო ინტერფეისის მწარმოებლები უფრო ეფექტურად გამოიყენებენ ხატულებს და თავიანთ სტილს უფრო კარგად მოარგებენ. ასევე სუფთა Android-ში შეიცვალა პარამეტრები და ნოტიფიკაციის პანელი. ყველაფერი ახლა თეთრ ფერშია შესრულებული, უფრო მინიმალისტური და ელეგანტურია.

Android 8.0 Oreo უკვე გამოვიდა Google-ის ისეთ მოწყობილობებზე, როგორიცაა: Pixel, Pixel XL, Pixel C, Nexus 6P, Nexus 5X და Nexus Player. ხოლო სხვა მწარმოებლებს რაც შეეხება, Google-ი მჭიდროდ მუშაობდა ზაფხულის განმავლობაში: Essential, Samsung, LG, Nokia, Huawei, Motorola, General Mobile, Sharp, Kyocera-სთან, რათა ყოველმა მათგანმა წლის ბოლოსთვის Oreo-ს განახლება თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზონ.


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=twZggnNbFqo
.
7-12-2017, 19:44
48 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.