wol.ge
» » Samsung Galaxy S4 განხილვა

Samsung Galaxy S4 განხილვა


Galaxy S4 მისი წინამორბედი მოდელის Galaxy S3-ის ყველა ღირსებით არის აღჭურვილი და თან უამრავი ტექნოლოგიური ინოვაცია აქვს დამატებული, რომ მას არა მხოლოდ S3-ზე, არამედ ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონზე ერთი თავით მაღლა აყენებს.

Galaxy S3 – თურმე მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ოდენობით გაიყიდა და ვნახოთ აჯობებს თუ არა S4.

ახალი მოდელის Galaxy S4-ის მეშვეობით 5-დიუმიან ეკრანზე ინტერნეტ გვერდების გადაფურცლვა შეხების გარეშე, მზერითაა შესაძლებელი, აქვს დიდი ეკრანი და გამძლე ელემენტი, წინამორბედზე უფრო თხელია (7,9 მილიმეტრი) და მსუბუქი (130 გრამი). ამ ეტაპზე გაყიდვაში იქნება მხოლოდ 2 ფერი: შავი და თეთრი.

სმარტფონს გააჩნია მსოფლიოში პირველი Full HD რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი, რომელიც საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. მის 5 დიუმიან ეკრანს გააჩნია 441 პიქსელ/დიუმიანი ჩვენების PPI ხარისხი. ორივე მხარეს განლაგებულ კამერებს აქვს ერთდროულად გადაღების ფუნქცია. ძირითადი კამერა იღებს 13 მეგაპიქსელის, ხოლო ფრონტალური კამერა 2 მეგაპიქსელამდე გაფართოებით. სმარტფონი იღებს ერთდროულად ფოტოს და ვიდეოს. გადაღების 8 სხვადასხვა რეჟიმის საშუალებით შესაძლებელია ორი კამერის მიერ გადაღებული სურათების ერთში გაერთიანება, ორმაგი კამერა კი საშუალებას იძლევა ვიდეო ზარის განხორციელებისას დაენახოთ მოსაუბრეს და ამავდროულად აჩვენოთ ის გარემო, სადაც იმყოფებით.

ნამდვილად რევოლუციურია ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას მართო სმარტფონი ეკრანზე შეხების გარეშე. მაგალითად თუ მომხმარებელი მოწყვეტს მზერას და მას აღარ უყურებს, ვიდეო თავისით პაუზდება. სმარტფონი აანალიზებს მაჯის და მზერის მოძრაობას, რის შედეგადაც თავად ფურცლავს ელექტრონულ წერილებს ან ინტერნეტ-გვერდებს.

скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=4YsUH9pLnLU
.
9-10-2014, 14:40
2577 დათვალიერება
ავტორი: admin
  
ტეგები: Samsung, Galaxy, S4, განხილვა
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.