გვერდის საბეჭდი ვერსია
Ful.Ge Everything for you !!! / OpenCart 4.0.1.1 - 27.08.2022 ოფიციალური განახლება

OpenCart 4.0.1.1 - 27.08.2022 ოფიციალური განახლება

 თუ ინტერნეტ საიტი გაქვთ ან აპირებთ შექმნათ OpenCart -ის შესახებ ნამდვილად უნდა გქონდეთ ინფორმაცია, ძრავი იმდენად მოქნილი და მარტივია მის მართვას არ სჭირდება არანაირი პროგრამული ცოდნა. საკმარისია ინგლისური ენა მცირე დოზით მაინც და ინტერესი საქმისადმი. აქ სტანდარტული მომხმარებელის პროგრამულ კოდში ჩარევა სულაც არ არის საჭიროა მართალია  ადმინისტრატორებს როგორც ბავშვებს ისე გვაინტერესებს იქ ეს რაღაც როგორ მუშაობს მაგრამ, თუ არ გაქვთ გამოცდილება არ გირჩევთ.

 OpenCart -ის დახმარებით მომხმარებელს აქვს საშუალება სულ რაღაც ერთ დღეში შექმნას გამართული სისტემა რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტ საიტის მუშაობას, მხოლოდ პროდუქციის განთავსებაა საჭირო. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მიმზიდველს ის ფაქტი ხდის რო ძრავი მთელი მისი გამართული და სტაბილური აღჭურვილობით არის უფასო. მუშაობის დაწყებამდე გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე https://www.opencart.com/ ეს გაგიმარტივებთ ძრავთან ურთიერთობას, ახდენს გარკვეული მონაცემების და აქტივობის სინქრონიზაციას რაც გეხმარებათ საბოლოო ჯამში.  

 სისტემის სამართავად უამრავი დამხმარე აპლიკაცია გამოდის და მათი ფასიც სხვადასხვაა. ვებგვერდზე თავადაც შეგიძლია მიიღო ანაზღაურება თუ საჭირო პროგრამულ კოდს დაწერ და გაყიდი რატომაც არა გამოიყენეთ ვებგვერდი მაქსიმალურად. დამატებით ფუნქციების ჩასამატებლად მიმართეთ ბმულზე https://www.opencart.com/index.php?route=marketplace/extension აქ იმდენი ფუქნციონალია რომ ნახევარზე მეტი არც არი საჭირო, გაითვალისწინეთ რაც არ უნდა მოგწონდეთ გადატვირთული საიტი, თანამედროვე მომხმარებელს სიმარტივე აინტერესებს, რაც უფრო მარტივია მით უფრო სწრაფად იღებ მომსახურებას კარგია თუ ცუდი ეს ასეა. როგორც უკვე ვთქვით აქ აპლიკაციების გაყიდვა თავადაც შეგიძლიათ საჭიროა რეგისტრაცია და დანარჩენი უკვე ცალკე განხილვის თემაა მაგრამ რთული ნამდვილად არ არის. 

 თუ თქვენ სტანდარტული ვებგვერდი გსურთ, რომელიც ინტერნეტ გაყიდვებზე იმუშავებს, დამატებითი აპლიკაციების გარეშეც მარტივია ნავიგაცია. მეტიც სულაც არ გჭირდებათ და ყველაზე კარგი ისაა რომ სერიოზული ფინანსების დაზოგვის საშუალებას მოგცემთ ისე რომ ხარისხიც არ იყოს ცუდი. ჩვენ ვეცდებით შემოგთავაზოთ ხოლმე საინტერესო სტატიები მისი მართვის შესახებ რაც თავისთავად გაგიმარტივებთ საქმეს. ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ რას გვთავაზობს ძრავი:


ინსტალაციის გარეშე მისი შემოწმება ვებგვერზეც შეგიძლიათ მისამართზე: https://www.opencart.com/index.php?route=cms/demo

OpenCart არის ონლაინ მაღაზიის მართვის სისტემა. ის დაფუძნებულია PHP-ზე, იყენებს MySQL მონაცემთა ბაზას და HTML კომპონენტებს. მხარდაჭერა უზრუნველყოფილია სხვადასხვა ენებისა და ვალუტისთვის. გამოიყენება GNU General Public License და სრულიად უფასოა. 2016 წლის მაისის მდგომარეობით, 342,000 ვებსაიტი იყენებდა OpenCart-ს.

OpenCart თავდაპირველად შეიქმნა 1998 წელს Christopher G. Mann-ის მიერ Walnut Creek CDROM-ისთვის და მოგვიანებით The FreeBSD Mall-ისთვის. პირველი საჯარო გამოშვება იყო 1999 წლის 11 მაისს. მცირე აქტივობის შემდეგ პროექტი შეფერხდა 2000 წელს, 11 აპრილს.

დომენს ვადა ამოეწურა 2005 წლის თებერვალში,  იგი აღადგინა დანიელ კერმა, ბრიტანელმა  დეველოპერმა, რომელიც ძრავი გამოიყენა როგორც საკუთარი ელექტრონული კომერციის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველი PHP კოდირებით. პირველი სტაბილური გამოშვება იყო ვერსია 1.1.1, რომელიც გამოვიდა Google Code-ზე 2009 წლის 10 თებერვალს.

2014 წლის სექტემბერში კერმა განაცხადა, რომ OpenCart იყო ნომერ პირველი ელექტრონული კომერციის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი ჩინეთში, ხოლო 2015 წლის აგვისტოში იგი დაფიქსირდა, გლობალური ელექტრონული კომერციის მოცულობების 6.42%-ში. 2017 წლის თებერვალში მან განაცხადა, რომ OpenCart-ს ჰქონდა დაახლოებით 317,000 ცოცხალი საიტი, რაც, კერის მიხედვით, უფრო მეტი იყო ვიდრე Shopify ან Magento.

პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია 2.0 გამოვიდა 2014 წლის ოქტომბერში, რომელშიც შედის ინტერფეისის ვრცელი განახლება.

პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია 2.2.0.0 გამოვიდა 2016 წლის მარტში, OpenCart-ის მომხმარებლებისგან თვეების ტესტირების შემდეგ.

პროგრამული უზრუნველყოფის 3.0.3.7 ვერსია გამოვიდა 2021 წლის თებერვალში Webkul-თან თანამშრომლობით.

პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია OpenCart 4.0.1.1 გამოვიდა 2022 წლის 27 აგვისტოს.

და აი ისიც მისი ბოლო განახლებული ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე

https://www.opencart.com/index.php?route=cms/download

აუცილებლად გაითვალისწინეთ...

ახალი ვერსია მუშაობს PHP ბოლო 8x ვერსიაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არის ხარვეზები რომლის მოგვარებაც ამ ეტაპზე ვერ მოხდა, ძრავის ეს ვერსია ჯერ კიდევ არ არის მზად საიტებთან სამუშაოდ ამ დროისთვის გირჩევთ ისევ 3.0.3.8 ვერსიის გამოყენებას, რომელიც გაცილებით სტაბილურია. opencart-ის ყველა ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ მისამართიდან https://www.opencart.com/index.php?route=cms/download/history

13-02-2023, 02:27
გვერდის ამობეჭდვა
უკან დაბრუნება