Web 101 - ნაწილი 1 - 4

Web 101 - ნაწილი 1 - 4

PHP / MYSQL / CSS / HTML / პროგრამირება 1-03-2023, 18:36 Admin 109 0

 წარმოგიდგენთ სასიამოვნო აღმოჩენას, მათვის ვინც დაინტერესებულია პროგრამული ენის სწავლით აქვს უნარი დაინახოს და შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.  საიტზე ვიდეო კურსებს ჩვენც საკმაო რაოდენობით დავდებთ თუმცა ცოდნა არასდროს არის ზედმეტი. რაც შეეხება იმას რაც უნდა გაგიზიაროთ ნამდვილად მოგეწონებათ

ვებგვერდი https://www.bitcamp.ge/ გთავაზობთ ჰარვარდისა და ჰელსინკის უნივერსიტეტების გაერთიანებული სასწავლო კურსებს პროგრამირებასა და ვებ-ტექნოლოგიებში. 

სასწავლო და სამენტორო პროგრამები განკუთვნილია როგორც 0 - იდან დამწყებთათვის, ასევე იმ გამოცდილი დეველოპერებისთვის ვისაც სურს კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა.

სასწავლო პროგრამები სრულიად უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი გამოყენება.

სამენტორო პროგრამები ფასიანია და მათი შეძენის შემთხვევაში გეყოლებათ მენტორი რომელიც დაგეხმარებათ რთული გზის სწრაფად გავლაში.

არ გადაყაროთ ათასობით ლარი მხოლოდ სალექციო კურსში!

 "საქმე იმაშია რომ ქართული კომპანიები ბოროტად სარგებლობენ თქვენი არასაკმარისი ინფორმირებულობით. გიხატავენ უზრუნველ მომავალს და გთავაზობენ სალექციო კურსებს რომლებიც სუპერ ძვირი ღირს. ისინი მართლები არიან იმაში რომ ტექნოლოგიების სფერო ძალიან მომგებიანია, მაგრამ! მხოლოდ სალექციო კურსით წარმატებას ვერ მიაღწევთ. დამატებით საჭიროა პრაქტიკული მუშაობა და ბევრი შრომა - ამას არავინ გეუბნებათ წინასწარ. როცა დავალებებისა და პროექტების კეთებისას გაიჭედებით, ხშირად ძალიან ძნელია დამოუკიდებლად გაგრძელება და იმდენ დროს და ნებისყოფას მოითხოვს რომ თუ მარტო იქნებით დიდი შანსია დანებდეთ. ჩვენ სწორედ ამიტომ უარი ვთქვით ლექციების გაყიდვაზე და მათი უფასოდ გამოქვეყნება დავიწყეთ. არ გვინდა მოგატყუოთ. მაგრამ არც ის გვინდა რომ წარუმატებლობისთვის გაგწიროთ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ისწავლოს პროგრამირება და გახდეს ფინანსურად წარმატებული - ამიტომ ყველზე რთული მომენტების გადასალახად შევქმენით სამენტორო სერვისები. ლექციების შემდეგ ნასწავლ მასალას პროექტების კეთებისას გაიმყარებთ და რასაც ვერ გაიგებთ, თუ სადმე აიჭედებით ან უბრალოდ ემოციურად სხვა ადამიანის თანადგომა დაგჭირდებათ, ჩვენი მენტორების გუნდი მუდმივად თქვენს გვერდითაა და გეხმარებით ყველა სიტუაციის გადალახვაში."


კვირა 0 - Web ტექნოლოგიების საფუძვლები [Web 101 - 2023]


კვირა 1 - HTML & CSS [Web 101 - 2023]

კვირა 2 - HTML, CSS, JS - მიმოხილვა [Web 101 - 2023]


კვირა 3 - Responsive, DIPs [Web 101 - 2]

კვირა 3 - jаvascript - მნიშვნელობები, ტიპები, ოპერატორები, ცვლადები [Web 101 - 2023]

კვირა 4 - jаvascript - პროგრამის სტრუქტურა და ფუნქციები [Web 101 - 2023]

ოფიციალური მისამართი: https://www.bitcamp.ge

სტატიის ავტორი: https://www.bitcamp.ge/ - ოთო ზაკალაშვილი

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: Web, ტექნოლოგიები, საფუძვლები, css, html

მსგავსი სტატიები
FileZilla - FTP სერვერთან  კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown )

თანამედროვე ვებ სამყარო ითხოვს SSL სერთიფიკატს, რა თქმა უნდა არსებობს ფასიანი, უფასო, ნათხოვარი და სხვა...

სრულად ნახვა 0
როგორ გამოვიყენოთ Microsoft Office 365 სრულიად უფასოდ

საოფისე პროგრამები ნებისმიერი კომპიუტერის მომხმარებლის აუცილებელი მოთხოვნაა თან გავითვალისწინოთ ციფრული...

სრულად ნახვა 0
OpenCart 4.0.1.1 - 27.08.2022 ოფიციალური განახლება

თუ ინტერნეტ საიტი გაქვთ ან აპირებთ შექმნათ OpenCart -ის შესახებ ნამდვილად უნდა გქონდეთ ინფორმაცია, ძრავი...

სრულად ნახვა 0
გვერდის გადამისამართება (Redirect) HTML, PHP, JS

მარტივად და პირდაპირი გზით რომ განვიხილოთ გვერდის გადამისამართება გულისხმობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას,...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში