იკონები ფონტში - fontawesome.com

იკონები ფონტში - fontawesome.com

პროგრამირება / PHP / MYSQL / CSS / HTML / ვებგვერდები 26-02-2023, 17:40 Admin 53 0

 ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და უმჯობესდება, თუ ადრე ვებმასტერებს გვიწევდა ყველა იკონი PNG ფორმატში დაგვეხატა, დღეს უკვე იგივე ნახატის გამოტანა ფონტებითაც შეგვიძლია.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ შეგვიძლია მივიღოთ გამოსახულება ისე როგორც მაგალითად ემოჯია. აქ ორი შესაძლო ვარიანტი გვაქვს ვფლობეთ CSS, JAVA ენებს იმ დონეზე რომ კოდირებით დავხატოთ ფიგურები და ავტვირთოთ კოდირება ჩვენს სერვერზე ან გამოვიყენოთ სხვა სერვერზე განთავსებული სკრიპტი.

დღეს მეორე მაგალითი განვიხილოთ:

https://fontawesome.com/ არის ვებგვერდი რომელიც გვეხმარება ამ საკითხში, იკონების გამოყენება სხვა ბევრი დანიშნულებითაც შეგვიძლია მითუმეტეს თუ მის კოდირებაზე ჩვენს მაგივრად სხვამ იწვალა.

ასევე გაითვალისწინეთ ფონტში გაწერილ იკონები ბევრად მიმზიდველად გამოიყურება ვიდრე ფოტოებით აწყობილი ვებგვერდი, მაგალითად იზრდება ჩატვირთვის სიჩქარე არ გვაქვს იკონის მორგების პრობლემა თუ ვებგვერდი განკუთვნილია როგორც კომპიუტერის ასევე მობილურის მომხმარებლებისთვის და ა.შ

იკონის გადმოტანა https://fontawesome.com -იდან ჩვენს სერვერზე საკმაოდ მარტივია შევიდეთ ვებგვერდზე  მენიუში აირჩიეთ განყოფილება ICONS შემდეგ სასურველი კატეგორია, აქ უკვე სასურველი იკონი და ჩვენ მივიღებთ შესაბამის HTML კოდირებას.

მაგალითად კოდის ან ნებისმიერი ტექსტის წერის დროს რომელიც იწერება HTML-ში გვინდა გამოვსახოთ სიმბოლო      საიტზე შეგვიძლია ვიპოვოთ სიმბოლო და მისი HTML კოდი არის შემდეგი 

<i class="fa-sharp fa-solid fa-hand"></i>

ვაკოპირებთ კოდს სასურველ ადგილას და ჩვენ უკვე გვაქვს ფიგურა სხვა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ოფიციალური მისამართი: https://fontawesome.com/

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: იკონები, ფონტი, icons, font

მსგავსი სტატიები
FileZilla - FTP სერვერთან  კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown )

თანამედროვე ვებ სამყარო ითხოვს SSL სერთიფიკატს, რა თქმა უნდა არსებობს ფასიანი, უფასო, ნათხოვარი და სხვა...

სრულად ნახვა 0
მომხმარებლის ბლოკირება, პაროლის არასწორად შეყვანის შემთხვევაში

Windows-ის სისტემაზე გვაქვს მომხმარებლის დაცვის პატარა მარტივი მექანიზმი, ბოლო წლებში ეს თითქმის ყველა...

სრულად ნახვა 0
რა არის არქივი  WinRAR 6.20  3264 bit

ალბათ ბევრს გიმუშავიათ WinRAR-თან და არაერთი არქივი გაგიხსნიათ მისი საშუალებით. სწორედ ამის ბრალია რომ...

სრულად ნახვა 0
ინტერნეტის შექმნის ისტორია

როგორ შეიქმნა ინტერნეტი ? სავარაუდოდ ჩვენი დატვირთული ცხოვრების გარკვეულ მომენტში საკუთარ თავს დავუსვამდით...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში