wol.ge
» » HTML სახელმძღვანელო ქართულად

HTML სახელმძღვანელო ქართულად


გადაწყვიტე ვერ გვერდების გამზადება? გინდა რაიმე სახელმძღვანელო, მაგრამ ყველა ძვირი ღირს ან ისეთ ენაზე წერია რომელსაც შენ ვერ იგებ? ან უბრალოდ მაგალითებზე გინდა ყველაფრის შესწავლა. მოკლედ სასურველი ფორმატი თუ დღემდე ვერ იპოვე ჩვენ გთავაზობთ ქართულ ენაზე ნათარგმნ HTML სახელმძღვანელოს თავისი მაგალითებით და პრაქტიკული მეცადინეობით.

წიგნი გადათარგმნა და ასე ვთქვათ ქართველებს უსასყიდლოდ აჩუქა უკვე გაქართულების საკითხში ცნობილმა მიხეილ ნადარეიშვილი იგივე Domen. ელექტრონული წიგნი წარმოადგენს HTML გვერდების ნაკრებს. წიგნში განხილულია თვითონ HTML ფაილების სტრუქტურა, ტეგები, პარამეტრები, დემონსტრირებისათვის მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, ყოველი გაკვეთილი საშუალებას გაძლევთ თქვენ თვითონ გაიმეოროთ იგივე და შეამოწმოთ რამდენად აითვისეთ მასალა. მოკლედ ვებ-გვერდების დამზადების ტექნოლოგიის შემსწავლელებს სულით და გულით ვურჩევ ჩამოქაჩონ და ნახოთ აღნიშნული ელ-წიგნი. სხვათაშორის არ დაგავიწყდეთ ბატონი მიხეილისთვის, ანუ Domen-ისთვის მადლობის გადახდა. უბრალოდ რამდენადაც ვიცი ამ კაი ადამიანს კიდევ აქვს ჩაფიქრებული ამდაგვარი სახელმძღვანელოების გმზადება, ასე რომ თუ გინდა java Script-ის და სხვა ენების შესახებ ქართული ელ-წიგნი იხილო, მაშინ მოხალისეს ხალისი არ დაუკარგო. გაახარეთ, მადლობა მოუხადეთ და გაამხნევეთ. აბა თქვენი იმედი მაქვს, ახლა კი მსურველები ქაჩავენ ქართულ HTML სახელმძღვანელოს.

скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: თარგმანი: მიხეილ ნადარეიშვილი ვებგვერდი:compinfo.ge

5-10-2014, 18:43
3752 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.