wol.ge
» » ფეისბუქმა ფუნქცია საიდუმლო მიმოწერა დაამატა

ფეისბუქმა ფუნქცია საიდუმლო მიმოწერა დაამატა


საიდუმლო მიმოწერის გამოყენება მარტივია: მესენჯერში ახალი მიმოწერის (conversation) გახსნის შემდეგ, ზედა მარჯვენა კუთხეში დაინახავთ წარწერას SECRET, ან პატარა ბოქლომს იმის მიხედვით, თუ რომელ ოპერაციულ სისტემას იყენებთ ანდროიდს“, „ვინდოუსს“, „აიფონს“ თუ რომელიმე სხვას.

დიალოგის მონაწილის არჩევის შემდეგ, იწყებთ სტანდარტულ მიმოწერას, იმ განსხვავებით, რომ ორივე მხარის საუბარი დაშიფრული იქნება. გარდა ამისა, წამზომის დახმარებით თავად გადაწყვეტთ, თუ როდის უნდა გაქრეს თქვენი მიმოწერა.

„ფეისბუქის“ მტკიცებით, ორმხრივი მიმოწერის წაკითხვა სპეცსამსახურების ან ჰაკერების მიერ შეუძლებელია.

საიდუმლო რეჟიმი, რომელიც აქამდე სატესტო რეჟიმში იყო გაშვებული, ახლა უკვე ხელმისაწვდომია „ფეისბუქის“ 900 მილიონივე მომხმარებლისთვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის „ფეისბუქის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ იმ აპლიკაციებისგან განსხვავებით, რომლებიც შეტყობინებებს შიფრავენ, „ფეისბუქის“ შემთხვევაში, საიდუმლო მიმოწერა მაშინვე მთავრდება, როგორც კი მესენჯერიდან გამოხვალთ. ყოველი ახალი საუბრის წამოწყებისას SECRET რეჟიმის ჩართვა ხელახლა მოგიწევთ.




.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=LEs_unY7lAs
.
5-10-2016, 21:25
857 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.