wol.ge
» » Qualcomm-ის მომუშავე პირველი ლეპტოპები

Qualcomm-ის მომუშავე პირველი ლეპტოპები


Microsoft-მა და Qualcomm-მა ერთობლივი, რევოლუციური პროდუქტი წარადგინეს, რამაც სრულიად შეცვალა ლეპტოპების მომავალი. ალბათ მიხვდით, რომ ეს პროდუქტი Snapdragon 835 პროცესორზე მომუშავე პირველი ლეპტოპია. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ შექმნაში მონაწილეობა მიიღეს HP-მ, Lenovo-მ და Asus-მა.


ყველასთვის ცნობილია, რომ Qualcomm-ის პროცესორები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ Android სმარტფონებში. მაგრამ დღეიდან მათზე მხოლოდ სმარტფონები აღარ იმუშავებენ. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა პრივილეგია აქვს აღნიშნულ პროდუქტს, სხვა intel-ის პროცესორებზე მომუშავე ლეპტოპებისგან განსხვავებით. Snapdragon 835 ბევრად კომპაქტურია, ვიდრე სხვა პროცესორები, შესაბამისად კორპუსში მეტი ადგილი რჩება ბატარიისთვის. ლეპტოპებში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა კი სწორედ ბატარიის უკმარისობაა. ასევე აღნიშნული პროცესორი არ არის ხმაურიანი და არ საჭიროებს აქტიურ გაგრილებას.

“Always on” ლეპტოპები, სწორედ ასე უწოდებენ მათ. ისინი 22 საათიან შეუფერხებელ მუშაობას გვპირდებიან ვიდეოს ყურების დროს (50%-ით მეტი ვიდრე ჩვეულებრივ ლეპტობებში),ხოლო მთავარი რამ რაც მათ სხვა ლეპტობებისგან განასხვავებთ არის LTE კავშირის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ შეგიძლიან ნებისმიერი ოპერატორით მუდმივად გამოიყენოთ მობილური ინტერნეტი.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე Asus-მა და HP-მ სწორედ ზემოთ აღნიშნულ პროცესორებზე მომუშავე პროდუქტი წარადგინეს Asus NovaGO და HP’s Envy x2.


Asus NovaGo-ს ტექნიკური მახასიათებლები და ფასი:

FullHD 13.3 დიუმიანი ეკრანი
4/8 Gb ოპერატიული და 64/128Gb შიდა მეხსიერება (256 Gb-მდე გაზრდაც შესაძლებელია)
სტილუსის მხარდაჭერა
LTE მხარდაჭერა
წონა: 1.39 კგ; სისქე: 14.9 მმ
ოპერაციული სისტემა – Windows 10 S (შესაძლებელია Windows 10 Pro-ზე უფასო განახლებაც)
ფასი – $599/799


HP’s Envy x2-ის ტექნიკური მახასიათებლები:

FullHD გაფართოების 12,3 დიუმიანი WUXGA+ ეკრანი
8 Gb ოპერატიული და 128Gb შიდა მეხსიერება
სტილუსის მხარდაჭერა
LTE მხარდაჭერა
წონა: 700 გრ; სისქე: 6,9 მმ
ოპერაციული სისტემა – Windows 10 S (pro-ზე უფასო განახლებით)
ფასი – უცნობია

ასევე არის ინფორმაციაც, რომ Snapdragon 835-ზე მომუშავე ლეპტოპს კომპანია Lenovo-ც წარადგენს. მინდა ავღნიშნო, რომ Qualcomm-ის პროცესორები გარკვეულ წილად ჩამორჩებიან Intel-ის პროცესორებს რადგან, შესაძლოა მათ ისეთ დატვირთვას ვერ გაუძლონ, როგორიცაა რენდერი ან თუნდაც Gaming-ი. მაგრამ ამ ყველაფრამდეც არც ისე შორს ვართ და იმედს ვიქონიებ რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რეალურად რა შეუძლიათ სმარტფონის პროცესორზე მომუშავე ლეპტოპებს.


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?time_continue=59&v=Z2qQ3e0YsWg
.
12-12-2017, 20:35
71 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.