wol.ge
» » Android მესენჯერი

Android მესენჯერი


მნიშვნელობა არ აქვს შეიძენთ ბიუჯეტურ ტელეფონს თუ სუპერ პრემიალურ სმარტფონს მობილური სამყაროს ყველაზე ინოვაციური ფუნქციებით, ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც დინოზავრების დროინდელი SMS მიმოწერების გამოცდილება ერთ დონეზე გაბათილებთ, რომელსაც განსაზღვრული შეზღუდვები აქვს ასოების რაოდენობაზე, 144P გაფართოებაზე მეტ ვიდეოს ვერ აგზავნის და საერთოდ არაა ინტერნეტ მესენჯერივით მოქნილი.

Apple-ის ეკოსისტემაზე iMessage უკვე წლების განმავლობაში არსებობს. ის აერთიანებს სტანდარტულ SMS-სა და უფასო ინტერნეტ მიმოწერას, შედეგად მომხმარებლებს შეუძლიათ Apple-ის მოწყობილობიდან მეორეზე იკონტაქტონ უშუალოდ ერთი, მოწყობილობაში ჩაშენებული აპლიკაციიდან, ხოლო ინტერნეტის არარსებობის შემთხვევაში ჩვეულებრივი SMS შეტყობინება გაიგზავნება ავტომატურად.

iMessage-მა Apple-ის მომხმარებლების გულებში იმდენად დაიმკვიდრა ადგილი, რომ ხალხი Android-ზე გადმოსვლის სურვილის შემთხვევაშიც ამას ვერ ახერხებს, ვინაიდან ისე შეეჩვია აღნიშნულ სერვისს.
რას შვებოდა მთელი ეს დრო Google-ი?

Google-ისთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ბოლო ათწლეული მათ ფაქტობრივად iMessage-ის ანალოგების შექმნაში გაატარეს. თავდაპირველად იყო Google Talk, რომელიც ძალიან პოპულარული გამოდგა 2005 წლიდან მოყოლებული, თუმცა 2009-ში push შეტყობინებების გაპოპულარებასთან ერთად სერვისი მოკვდა. 2011-ში Google-მა Facebook-ის პოპულარიზაციის შეშურდა და თავისი სოციალური ქსელი მოინდომა, რის შედეგადაც Google+ მივიღეთ, ცალკე კი Huddle ტექსტისთვის და Hangouts ვიდეო ზარებისთვის.

2013-ში Hangouts-მა გააერთიანა ორი აპლიკაცია, მასში როგორც იქნა შესაძლებელი გახდა SMS ტექსტისა და ინტერნეტ-ჩატის გამოყენება, თუმცა დროთა განმავლობაში სერვისს არ ანახლებდნენ და ის დროს საერთოდ ჩაბარდა, 2016-ში Google-მა ისევ შეეცადა ტექსტური მიმოწერების “შეკეთება” და გამოუშვა Duo – ვიდეო ზარების სერვისი, რომელიც დღესაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიმოწერისთვის კი Allo იყო, რომელსაც თითქმის არავინ იყენებდა თავიდანვე და არც ახლა იყენებს. ამ ყველაფერს დამატებული Google Voice, Google Wave, Google Space და სხვა ექსპერიმენტალური ტექსტური სერვისები, რომლებიც ყველას აბნევდა.

ალბათ გაიფიქრებთ – “რა ჯანდაბაა ეს?!”, არ შეგვიძლია არ დაგეთანხმოთ, Google-ს ნამდვილად სჭირდება მთელი ამ დამაბნეველი სიტუაციის მოგვარება და რამის მოფიქრება, როგორც ჩანს კომპანია სწორედ ამის გაკეთებას აპირებს ძალიან ცოტა ხანში.
მორიგი მიმოწერის აპლიკაცია? – არა!

იმის მაგივრად, რომ ბაზარზე კიდევ ერთი უსარგებლო მიმოწერის აპლიკაცია შემოიტანოს, Google-ი გლობალურად ცდილობს მიმოწერის წესები თავიდან ბოლომდე შეცვალოს და 1992 წლის SMS ტექნოლოგია ერთხელ და სამუდამოდ მოკლას. მის შემცვლელ ახალ ტექნოლოგიას ეწოდება “Chat” და ის დაფუძნებულია RCS (Rich Communication Services) ტექნოლოგიაზე. Google-ის მიზანი ახლა მაქსიმალურადაა ამისკენ მიმართული, რათა Android საოპერაციე სისტემაზე მიმოწერის საშუალების გამოცდილება მაქსიმალურად “მდიდრული” და ხარისხიანი გახდეს.

აღნიშნული სერვისის გასავითარებლად Google-ის თქმით ის “აპაუზებს” თავისი ახლანდელი მესენჯერი Allo-ს განვითარებას. ეს “დაპაუზება” კი ძირითადად Allo-ს მთლიანი გუნდის და რესურსების გადმოტანაა Android Messages-ში, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ Allo-ც მკვდარია, თუმცა მას ისედაც არავინ იყენებდა და Chat სერვის შემდგომ არც არავინ გამოიყენებს.
რა არის ან რა იქნება Chat?

თავიდანვე აღსანიშნავია, რომ Chat არ არის ახალი აპლიკაცია მიმოწერებისთვის, ეს არის მომხმარებელზე მორგებული სახელი, რასაც ტექნიკურად “RCS – Rich Communication Services” ჰქვია. აღნიშნული ტექნოლოგია სრულად ჩაანაცვლებს SMS-ს და ავტომატურად იქნება ჩართული Android Messages-ში, Google-ის საოპერაციე სისტემის სტანდარტულ მიმოწერის აპლიკაციაში, რომელსაც ყველა ვიყენებთ. (უმრავლესობა სმარტფონს Android Messages უკვე ყუთიდანვე მოყვება, ხოლო ახალ სმარტფონთა ტალღაზე სტანდარტული მიმოწერის აპლიკაცია აწი სწორედ ეს იქნება)

Chat-ის გამოყენებისას მომხმარებელი განებივრებული იქნება ისეთი ფუნქციებით, რომლებიც მესამე ხარისხოვან მიმოწერის აპლიკაციებში გვხვდება (WhatsApp, Facebook Messenger, Telegram და ა.შ), როგორიცაა: წაკითხულის/გაგზავნილის მონიშვნები, წერის ინდიკატორები, სრული რეზოლუციის ვიდეო/ფოტო, ჯგუფური მიმოწერები, სტიკერები, ხმოვანი შეტყობინებები და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ სწერთ ადამიანს, რომლის ტელეფონსაც Chat-ის მხარდაჭერა არ აქვს ან Android მომხმარებელი არაა, მიმოწერები ავტომატურად გადმოვა უკან SMS-ში, ზუსტად ისე როგორც ამას iMessage აკეთებს Apple-ის მოწყობილობებზე. აქვე, Apple-ის გარდა არავინ იცის ექნება თუ არა iPhone-ს Chat-ის მხარდაჭერა.

Chat-ის გამოყენების საფასურს რაც შეეხება, ვინაიდან ეს იქნება უშუალოდ ინტერნეტზე მიბმული სერვისი, ის სტანდარტულ ინტერნეტ ტრაფიკს მოიხმარს, როგორც ამას სხვა მესენჯერები აკეთებენ.

გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ Chat-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია მობილურ ოპერატორებზე. Google-ი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში 50-ზე მეტ ოპერატორთან მუშაობდა იმისთვის, რომ მათ დათანხმულიყვნენ SMS-ის ჩანაცვლებაზე Chat-ის სანაცვლოდ, მოლაპარაკებები ასევე 11 Android მწარმოებელთან მიმდინარეობდა, რათა მათ სტანდარტული მიმოწერის აპლიკაცია Android Messages გამხდარიყო. საოპერაციე სისტემების ჩამონათვალიდან ასევე თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ Google-ს Microsoft-იც შეუერთდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რისთვის სჭირდება Microsoft-ს აღნიშნული სერვისი, რადგან კომპანია აღარ უშვებს თავის მლობლურ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს, თუმცა მიმოწერის ასეთი საშუალებას შესაძლოა ლეპტოპებში და Windows 10-შიც ვიხილოთ, არაფერია გამორიცხული.

ცალკე აღსანიშნავია ის, რომ Google-მა 50 ოპერატორი და 11 მწარმოებელი ერთ კონკრეტულ რამეზე დაითანხმა, ასეთი რამე არასოდეს ხდება პრაქტიკაში, კომპანიამ კი ეს შეძლო.

მიმოწერის ახალი პროტოკოლი უახლოეს მომავალში ჩაირთვება ყველა Android მოწყობილობაზე, თუმცა ვინაიდან ეს ფუნქციაც ოპერატორზეა დამოკიდებული, სწორედ მათზეა დამოკიდებული ის, თუ როდის გაავრცელებენ, თუმცა Google-ის თქმით, უმრავლესობა ოპერატორი გადამრთველს 2018 წლის ბოლოსთვის ჩართავს.


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=PCh-qRYMAKk
.

პოსტი შესწორებულია kaxabera26 -ს მიერ - 24-04-2018, 14:56
24-04-2018, 14:55
102 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.