wol.ge
» » » DVD როგორ შეიქმნა ისტორია

DVD როგორ შეიქმნა ისტორია


მაშ ასე, მოდის დრო DVD-RW-ზე გადავდივართ. მართალია უკვე ალაგ-ალაგ ისმის უკეთესი ტექნოლოგიების სახელები, როგორიცაა Blue Ray და HD DVD, მაგრამ ჯერ ეს ტექნოლოგიები შორს არიან

პირველი რაც კაცს გიჩნდება კითხვა, რომელი ფირმის ჯობია?. მძლეთა მძლე არ დაილევაო, ასე რომ ჩვენ დღეს ამ კითხვას არ გავცემთ პასუხს, მთავარია გავიგოთ რისი შეძენა ღირს და რისი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს ჩვენს მოწყობილობას. პირველი, ჩამწერი მოწყობილობა უნდა იყოს ნორმალური ფირმის, გაუგებარი სახელის და ჩინეთის სარდაფებში დამზადებული დრაივები ნაკლებად გამოსადეგია, მითუმეტეს რომ 2 ლარიან მოწყობილობას არ ყიდულობთ.
ნორმალური პერსპექტიული დრაივი უნდა იყოს მინიმუმ ისეთი რომელსაც შეუძლია ჩაწეროს შემდეგ ფორმატებში: DVD-RW / DVD-R და DVD+RW / DVD+R, გარდა ამისა უნდა შეეძლოს ორ შრიან დისკებზე ჩაწერა

DVD როგორ შეიქმნა ისტორია

ახლა რომელი დისკების გამოყენება ჯობია პლიუსით, თუ მინუსით აღნიშნულის. ჰოო ეს ის კითხვაა რომელიც მაშინათვე უჩნდებათ ახლად გაბედნიერებულ მომხმარებლებს. რეალურად თუ თქვენ, მხოლოდ კომპიუტერზე აპირებთ გამოიყენოთ თქვენი დისკები მათ არანაირი განსხვავება არ ექნებათ, თუ რა თქმა უნდა თქვენს დისკებს არ მიუტანთ ისეთ მომხმარებელს, რომლის დრაივიც მხოლოდ ან პლიუსს ან მინუსს კითხულობს. დანარჩენში თქვენ დიდ განსხავებას ვერ იპოვით, ზომით ორივე დისკი ერთნაირია, სიჩქარით ორივე დისკი ერთნაირია. მაშინ რატომ არსებობს ეს ორი ფორმატი?

DVD როგორ შეიქმნა ისტორია

გაუგებრობა დაიწყო 1995 წელს, მართალია მაშინ შეეცადნენ ამ პრობლემის დარეგულირებას, მაგრამ როგორც ჩანს ბოლომდე თავი ვერ მოაბეს. მაშ ასე გაუგებრობა იწყება 1995 წელის სექტემბერში, როდესაც ამ ახალი ფორმატის შემუშავებაში მონაწილეობას იღებს 10 ცნობილი მწარმოებელი: Hitachi, JVC, Matsushita, Mitsubishi, Philips, Pioneer, Sony, Thomson, Time Warner და Toshiba (ერთად შეადგენდნენ DVD Consortium-ს, რომელიც შემდეგ 1997 წელს გარდაიქმნა DVD Forum-ად). ჰო მართლა მიუხედავად ამდენი მონაწილისა, ერთი ჩამოყალიბებული აზრი არცერთს არ გააჩნია, რატომ არქმევენ თავის საქმიანობას ან პროდუქტს DVD-ს. თავიდან ითვლებოდა, რომ ეს ნიშნავდა Digital Video Disc-ს (ციფრული ვიდეო დისკი) შემდეგ კი დაერქვა Digital Versatile Disc (ციფრული უნივერსალური დისკი). მოკლედ ასე თუ ისე თავიდანვე ეს თავყრილობა საკმაოდ საეჭვო იყო და კონკურენციის პირობებში წარამარა დაშლას ლამობდა. ასეთი დაძაბული სიტუაცია ორი წამყვანი ჯგუფის არსებობის ბრალი იყო ერთს სათავეში ედგნენ კომპანიები Sony და Philips-ი მუშაობდნენ სულ სხვა ფორმატზე, მათი აზრით ეს უნდა ყოფილიყო MMCD - დისკი (Multimedia Compact Disc). მეორე ნაწილს თაობდნენ Toshiba და Time Warner-ი, მათ ნამოღვაწარს ერქვა SD (Super Disc). მხოლოდ გარედან ზეწოლის გამო გახდა შესაძლებელი ამ ორი ჯგუფის გაერთიანება DVD Consortium-ში. თუმცა მთლად მჭიდროდ ეს ვერ მოხერხდა. საქმე კი იმაში იყო, რომ ბევრს მწარედ ახსოვდა ისეთი არა თავსებადი ფორმატები როგორიც იყო Betamax და VHS, ასე, რომ ყველა ცდილობდა ასეთი გაუგებრობისგან გაქცევას, მაგრამ კომაპნია IBM-ი მთავარი იყო ამ მცდელობაში.

DVD როგორ შეიქმნა ისტორია

მოკლედ სანამ კონსორციუმი დაიშლებოდა სტანდარტებაჩ ჩამოყალიბებული იყო შემდეგი ფორმატები: DVD-ROM, DVD-Video, DVD-Audio, DVD Recordable (DVD-R) და DVD RAM. DVD-ROM და DVD-Video ბაზარზე უკვე 1996 წელს გამოჩნდა. შემდგომ 1997 წელს ჩნდება ჩამწერი დისკები DVD-R და DVD RAM. თავიდან DVD-R დისკებზე ეტეოდა 3,95 მილიარდი ბაიტი (ანუ 3,68 გიგაბაიტი). 1999 წელს მიღებული იქნა ახალი სპეციფიკაცია DVD-R 2.0, რომლის მიხედვითაც დისკის მოცულობა გაიზარდა 4,37 გიგაბაიტამდე. და შესაბამისად გაუთანაბრდნენ მოცულობით ქარხანაში ოქროს მატრიციდან დაშტამპულ დისკებს. მოკლედ ამის შემდეგ DVD-R ფორმატი არ შეცვლილა დღემდე. აი DVD-RAM კი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც ხელახლა ჩაწერის დისკი. მთავარი იდეა იგივეა რაც CD-RW-ებში. DVD-RAM ბაზარზე პირველად 1998 წელს გამოჩნდნენ და ერთი პერიოდი მხოლოდ ამ ტიპის ხელახლა ჩამწერი DVD-დისკები არსებობდა, მაგრამ მაგრა მოიკოჭლებდა მოცულობა. თავიდან ამ დისკებზე ეტეოდა 2,4 გიგაბაიტი ინფორმაცია, შემდეგ შესაძლებელი გახდა ამ დისკების იგივე ზომაზე აყვანა და მიღებული იყო 4,37 გიგაბაიტიანი დისკები. თუმცა ამ მოწყობილობას ერთი დიდი მინუსი ჰქონდა, DVD-RAM დისკი სპეციალურ დამცავ კოლოფში ინახებოდა, რაღაც დიდი ფლოპი დისკის მაგვარი გამოდიოდა, ამიტომ როდესაც ბაზარზე პირველი DVD-RW დისკები გამოჩნდა DVD-RAM-ის ეპოქა დასრულდა. თვითონ DVD-RW ბაზარზე 1999 წელს გამოჩნდა. თავიდან მისი ფასი 30 დოლარს აღემატებოდა, ისიც იაპონიაში, წარმოიდგინეთ ჩვენთან რამდენი ეღირებოდა, რომ შემოეტანათ :-). ჰო არ დაიბნეთ DVD-RW გამოსვლის დღიდან იყო 4,37 გიგაბაიტის მოცულობის, პატარა მოცულობის მხოლოდ DVD-RAM დისკები არსებობდა.
მოკლედ DVD-RAM -ის გამოსვლით ეს სტანდარტი არ გაჩერებულა ადგილზე, და ყველაფერი იმიტომ, რომ თავიდან ეს ფორმატი შექმნილი იყო მხოლოდ ვიდეო ფილმების ჩასაწერად. ამიტომ ჯგუფი რომელშიც შედიოდა Sony, Philips, Hewlett-Packard, Ricoh და Yamaha იწყებენ ახალ ფორმატზე მუშაობას , თავის საქმიანობას კი დაარქვეს DVD+RW Compatibility Alliance, რომელიც რა თქმა უნდა ალტერნატიული ფორმატის DVD+RW დისკების შემუშავებით იყო დაკავებული. ძირითადად ეს იყო პატენტების ომი, არ უნდოდათ ერთმანეთისთვის სილა გაეწნათ, მაგრამ მთლად ერთმანეთს ფირმები ვერ ეთანხმებოდნენ. სასაცილოა, მაგრამ ახალი + ტექნოლოგია და შედარებით ძველი - ტექნოლოგია, ორივე იყენებდნენ ერთნაირ ჩაწერის მოწყობილობებს, განსხვავება იყო მხოლოდ ბილიკის კორექტირების საშუალებებში და ჩაწერისას ბილიკების მარკირების ალტერნატიული აღნიშვნით.

DVD როგორ შეიქმნა ისტორია

მოკლედ პირველი DVD+RW დისკი გამოვიდა 2001 წელს, ხოლო DVD+R დისკი გამოვიდა 2002 წელს, ამით თითქოსდა ომი დამთავრდა, თუ არ ჩავთვლით იმ განსხვავებას, რომ ძველი მოწყობილობები სხვადასხვა ფორმატებს ვერ კითხულობენ :-).
გავრცელებული შეცდომაა როდესაც მეგობრისთვის DVD Plaer-ისთვსი მეგობარი კომპზე ფილმს წერს. შემდეგ ეს ფილმი მეგობრის სახლი Plaer-ში არ იკითხება და სულ იმიტომ, რომ თურმე ჩაწერილი დისკი არის DVD+R, მაშინ როდესაც შედარებით ძველი Plaer-ები მხოლოდ DVD-R-თან მუშაობენ.
დღეს ეს თემა ნაკლებად აქტუალურია თუ ახალი აპარატურა გაქვთ, იმიტომ რომ ახალ მოწყობილობებს როგორც წესი აქვთ ორივე ფორმატის მხარდაჭერა და კომფლიქტები ამით თავდება.
მოკლედ იმისათვის, რომ შენს არ აღმოჩნდე შემდგომში გაურკვევლობაში საჭიროა შენი მომავალი ჩამწერი მუშაობდეს როგორც პლიუსზე ისე მინუსზე, ხოლო ცხოვრებას ,რომ დროზე ადრე არ ჩამორჩე საჭიროა შენს დრაივს, ორშრიანი დისკების წაკითხვაც და ჩაწერაც შეეძლოს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი "კომპინფო"

8-10-2014, 23:06
1388 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.