wol.ge
» » » ინტერნეტის ისტორია

ინტერნეტის ისტორია


როგორც ალბათ ხვდებით მსოფლიო ქსელი სახელად ინტერნეტი, როგორც მას ახლა ვიცნობთ, კაცობრიობას ერთ დღეში არ წარუდგა სრული ჩამოყალიბებული სახით! გავიდა 30 წელიწადზე მეტი მის შემდეგ რაც შეიქმნა ურთიერთ დამაკავშირებელი ქსელები, მანამდე კი არსებობდა ლოკალური ქსელები ორგანიზაციებს შორის. არავის აზრადაც არ მოსდიოდა ლოკალური ქსელების ერთმანეთთან გაერთიანება.

როგორც წესი ტექნიკურ განვითარებაში ლომის წილი სამხედროებს მიუძღვით, ასე იყო ქსელების ისტორიაშიაც, რა თქმა უნდა ქსელების გააჩნდა ცოდნის კერებსაც კერძოდ კი უნივერსიტეტებს სადაც სწორედაც, რომ იქმნებოდა მისი არსებობის საფუძველი, მაგრამ უდიდესი მომხმარებელი ქსელის მაინც სამხედროების გახლდათ. საინტერესო ის იყო, რომ სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების ქსელები არ იყო ერთმანეთთან თავსებადი, ასე მაგალითად შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ქსელს ადმინისტრირებას უწევდა კორპორაცია IBM-ი, საზღვაო ფლოტი იყენებდა Unisys, ხოლო სახმელეთო ძალები კი DEC-ქსელებს. რა თქმა უნდა ისინი ერთმანეთთან არათავსებადი იყვნენ და შეუძებელი იყო ერთმანეთისთვის ინფორმაციის გადაცემა ყველანაირი მოვლითი გზების გარეშე. ქსელების გაერთიანების პრობლემა გამოიხატებოდა პროტოკოლების არათავსებადობაში და ასევთქვათ მანქანების სხვადასხვა ენაზე საუბარში. ეს პრობლემა პრაქტიკულად დაიწყო 1961 წელს და გრძელდებოდა 80-იანი წლების შუამდე.

ამ პერიოდში მარტალია ქსელები ისევ დაქსაქსული იყო, მაგრამ სამხედროების ძალისხმევით ჩამოყალიბებული იქნა ქსელი სახელწოდებით ARPAnet- იგი თითქმის მშვენივრად მუშაობდა,, მაგრამ იმის გამო, რომ კომპიუტერების სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობდნენ შეუძლებელი კონტაქტი ისე იჩენდა თავს.

ამ პრობლემის არსებობის პირობებში სცენაზე 1974 წელს ჩნდება ორი პიროვნება ვინტ სერფა და ბობ კანტი. მათ თავიანთ სტატიაში სრულად მიმოიხილეს აღნიშნული პრობლემა და ჩამოაყალიბეს ”ქსელებს შორის მონაცემთა პაკეტების პროტოკოლის” თეორია, მათ ამ სტატიაშივე განიხილეს ამ პრობლემების გადაჭრის გზა. შედეგად 1982 წელს ეს პრობლემა მოგვარებული იყო. შექმნილი იყო TCP/IP - Transmission Control Protocol/ Internet Protocol პროტოკოლი. თუ ინტერნეტთან საქმე გაქვს ალბათ ცნობილია თქვენთვის ეს აბრივიატურა. სახელ TCP/IP-სთან ერთად გაჩნდა სახელი ინტერნეტი (Internet - Interconnected Networks) ანუ გაერთიანებული ქსელები. პროტოკოლ TCP/IP-ის გამოჩენის შემდეგ, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ეს პროტოკოლი სტანდარტად გამოაცხადა ყველა თავისი ქსელებისთვის და კომპიუტერებისთვის. დროთა განმავლობაში პროტოკოლმა მუშაობა დაიწყო ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერებზეც. დღესდღეობით ამ პროტოკოლის მადლობელი უნდა ვიყოთ თუ რაიმეს ვხედავთ ინტერნეტში, პროტოკოლი TCP/IP თავის მხრივ შეიცავს არაერთ ასეულ პროტოკოლს,, რომ ელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელების ურთიერთ შეთანხმებულ მუშაობას.

1991 წელს პოლ ლინდერმა და მარკ მაკახლიმ შექმნეს სისტემა Gopher, თარგმანში ნიშნავს სუსლიკს. სისტემას გააჩნდა საკმაოდ ბევრი კარგი თვისება, მას ასევე გააჩნდა ფაილების ორგანიზაციის მეთოდი ფაილურ სისტემაში, რაღაც მენიუს მაგვარი ფორმით,, რომელიც საკმაოდ მარტივი იყო და ინტუიტიურად მისახვედრიც იყო. ამიტომაც იგი მომენტალურად მიიღეს ქსელში. რა თქმა უნდა Gopher-ი არ იყო სრულყოფილი, შეუძებელი იყო ჰიპერ ტექსტის გადაცემა, შეუძლებელი იყო სურათის განთავსება. რა თქმა უნდა მალე ყველა მიხვდა, რომ ეს სისტემა კი კარგია, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. ქსელის შემდგომმა განვითარებამ წარმოშო WWW. ეს იყო ევროპული ქსელების გაერთიანების რეზულტატი, უკვე შესაძლებელი გახდა კონტინენტების და ქვეყნების ურთიერთ დაკავშირება ამიტომაც ეს ქსელი 1992 წლიდან დახგა მსოფლიო აბლაბუდად ცნობილი, ამ კონცეფციის ავტორად და შემქმნელად ითვლება ტიმ ბერნერს-ლი. WWW გახდა Gopher-ის გაგრძელება. მან შეითავსა ყველა წარმატებული იდეა და რა თქმა უნდა ტედ ნელსონის იდეაც ჰიპერ ტექსტის შესახებ, დღეს ჩვენთვის ეს მარტივად, რომ ვთქვათ ცნობილია როგორც ბმული., მაგრამ მის ჩამოყალიბებამდე დიდი გზა განვლო კაცობრიობამ. ახალი ტექნოლოგია იყენებდფა რამოდენიმე სიახლეს მათ შორის იყო უნიკალური ტექნოლოგია HTML-ი (HyperText Markup Language) - ენა, რომელიც საშუალებას იძლევა დაკაბადონებული იყოს ვებ გვერდი, შექმნილი იყო შესაბამისი პროგრამაც Web-Browser-ი, რომელიც ამ ენაზე დაწერილ გვერდებს კითხულობდა და ეკრანზე აჩვენებდა. გაჩნდა HTTP (HyperText Transfer Protocol) - ქსელური პროტოკოლი მონაცემთა გადასაცემათ.

ნებისმიერს ვისაც შეეძლო გაცნობოდა HTML-ენას შეეძლო შესაბამისი გვერდების გაკეთება და ინტერნეტში განთავსება. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ფანტაზიაზე და გემოვნებაზე. გვერდის შესაქმნელად ისევე როგორც დღეს საკმარისი იტო რაიმე ტექსტური რედაქტორის ქონა და შემდეგ მის სანახავად შესაბამისი ბროუზერი. პირველი ბროუზერი ამ არეულობაში გაჩნდა 1993 წელს და სახელად ეწოდა Mosaic შექმნილი იყო NCSA ჯგუფის მიერ ილინოისის უნივერსიტეტიდან. ერთი წლის განმავლობაში ეს პროგრამა 2 მილიონმა ადამიანმა დააყენა თავის კომპიუტერზე, ეს იმიტომ, რომ ბროუზერი აფსოლუტურად უფასოდ ვრცელდებოდა. ბევრმა მომხმარებელმა მიჰყო მაშინვე თავისი გვერდების გაკეთებას და 1993 წლის შუაში ქსელში არსებობდა 130 დარეგისტრირებული საიტი, ხოლო იმავე წლის ბოლოს ამ რაოდენობამ 600-ს მიაღწია. დღესდღეობით რა თქმა უნდა შეუძებელია ითქვას რამდენი მილიონი საიტი არსებობს, მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ათეულობით ათასი საიტი ჩნდება ყოველდღიურად. Mosaic-ის წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ამ ჯგუფის დამაარსებელი და წამყვანი სპეციალისტი გადაბარგდა სილიკონის დაბლობში სადაც ჯიმ კლარკთან ერთად დაარსა ახალი ფირმა Netscape Communications Corporation. ამ ჯგუფს შეუერთდა ძველი ჯგუფის ბევრი პროგრამისტი და ბოლოს გამოჩნდა ახალი ბროუზერი Netscape Navigator-ი.

პროგრამა რა თქმა უნდა თავის წინამორბედთან შედარებით შესრულებული იყო მშვენიერ დონეზე. საცდელი ვერსია უფასოდ ვრცელდებოდა ყველა პლატფორმის მომხმარებლებისათვის, ძირითადი მასა კი იყო მხოლოდ სამი პლატფორმა Windows, Unix და Macintosh. რა თქმა უნდა ბროუზერმა მომენტალურად მოიხვეჭა სახელი. ამ მშვენიერი ეფექტის შემხედვარე 1995 წელს კორპორაცია MicroSoft-ი უშვებს თავის ინტერნეტ ბროუზერს,, რომელიც ცნობილია როგორც Internet Explorer-ი. ასევე გაჩნდა ახალი Internet-სერვისი - Microsoft Network (MSN). სხვათაშორის აღნიშნული ბროუზერი იყენებს იგივე საფუძვლებს რასაც იყენებს Netscape Navigator-ი, იმიტომ, რომ შესაბამისი კოდი როგორც წესი გიგანტის მიერ იქნა შეძენილი.

მოკლედ ინტერნეტი წინ მიიწევს წარამარა უფრო და უფრო ძლიერდება იცვლება ტექნოლოგიები, დღესდღეობით IP მისამართების აშკარა დეფიციტის გამო მოქმედებაში შედის TCP/IP პროტოკოლის მე-6 ვერსია, რომელიც უკვე არა ოთხო სამნიშნა ციფრების კომბინაციით შემოიფარგლება, არამედ გამოიყენება ექვსი სამნიშნა ციფრების კომბინაცია მისამართების აღნიშვნისათვის. ეს ვერსია რა თქმა უნდა უფასოდ ვრცელდება და უკვე ჩამონტაჟებულია Windows XP-სა და Windows Server 2003-ში. ასე, რომ თუ გინდათ ისტორიაში მიიღოთ მონაწილეობა შემოგვიერთდით და გახდის მსოფლიო აბლაბუდის მავტულხლართის ერთერთი წევრი, შემოუერთეთ თქვენი ტელეფონის კაბელი უკიდეგანო ინტერნეტის მავთულხლართს!скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი "კომპინფო"

9-10-2014, 01:04
2841 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.