wol.ge
» » » ელ-ფოსტის ისტორია

ელ-ფოსტის ისტორია


ელ-ფოსტის არსებობის 44-ე წელი დაიწყო, წარმოგიდგენიათ ის დრო როდესაც ელექტრონული ფოსტა არ არსებობდა?? თუ ვერ წარმოგიდგენიათ გაგიმხელთ, რომ ეს პერიოდი 1970 წლამდე იყო! სხვადასხვა კომპიუტერული ქსელების განვითარებით, მათი ერთმანეთში გაერთიანებით, შესაძლებელი და აუცილებელი გახდა ინფორმაციის მიმოცვლა, აი სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ელ-ფოსტის თეორიებს. რა თქმა უნდა ავიდან ყველა ასეთი პრივილეგირებული არ იყო, ანუ ყველას არ ჰქონდა ელ-ფოსტა, ხოლო ვისაც ჰქონდა მისთვის წერილებს ბევრი არ წერდა, იმიტომ, რომ მაშინ კომპიუტერები და მითუმეტეს ქსელები ასეთი გავრცელებული არ იყო როგორც ახლა. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ინტერნეტი, ერთმანეთს უკვე შეუფერხებლად უერთდება მილიონობით ადამიანი შესაბამისად მიმოწერის საშუალებისთვის მშვენიერი რამ აღმოჩნდა ელ-ფოსტა.

ელ-ფოსტის ისტორია

პირველ ხანებში რა თქმა უნდა ინტერნეტი საზიზღარ და დამპალ კაპიტალისტურ ქვეყნებში გაჩნდა ხოლო ჩვენი ქვეყანა სხვა კომუნისტურ მართებულ სახელმწიფოების სიაში იყო და რა ელ-ფოსტა რის ელ-ფოსტა :-) იყო სტანდარტული ფოსტა. მოკლედ პირველად ყოფილ საბჭოთა კავშირში ინტერნეტი ახლანდელ სანქტპეტერბურგში გაჩნდა, ორმა ახალგაზრდამ ერთმა რუსმა და მეორე ფინელმა მოილაპარაკეს და ერთმანეთს საშუალება მისცემ მსოფლიოს დაკავშირებოდნენ. მახსოვს ჯერ კიდევ მაშინდელი შეძახილები ფოსტის გაგზავნისას ”როგორ უკვე ადრესატთან არის, მოიცა ესეიგი უკვე კითხულობს”, მაშინ ჩემთვის ეს მიუღწეველი ოცნება იყო, სად მაშინდელი ლენინგრადი და სად ჩვენი თბილისი, მაგრამ დრო ჩვენთანაც დადგა. მართალია ჯერ საცოდავი სიჩქარეები 9 600 ან ყველაზე კაი ვარიანტში 14 400, და ენით აუღწერელი სიამოვნება იყო 28 800. მაგრამ ესეც გადავლახეთ, ხოლო სტაბილურ გარემოებას მოყვება შესაბამისი პროგრესიც.

ელ-ფოსტის ისტორია

რითია დღემდე ელ-ფოსტის პოპულარობა განპირობებული? თუნდაც იმით, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში წერილი მიდის გაგზავნიდან რამოდენიმე წამში. ამასობაში წერილის საფასური, განსაკუთრებით კი უცხოეთში ჯდება თეთრების მეათედები, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი წერილის დროს ეს პროცესი იჭიმება დროში სივრცეში და ფულში :-), ბოლო განსაკუთრებით მტკივნეულია როდესაც უბრალო ტექსტურ ინფორმაციას აგზავნი და არა რაიმე მატერიალურ საგანს. მოკლედ ფაქტია ელ-ფოსტას არ გააჩნია საზღვარი და არ ემსახურებიან საზიზღარი ფოსტალიონები, ამიტომაც პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ელ-ფოსტის გარეშე არ წარმოუდგენია ცხოვრება.

ელ-ფოსტის უნიკალურობა იძლევა გამგზავნის და მიმღების ერთპიროვნულ იდენტიფიკაციის საშუალებას. ელ-ფოსტის მისამართი როგორც ყველამ ვიცით შედგება ორი ნაწილისგან: საიტის სახელისგან, რომელიც აწარმოებს საფოსტო მომსახურებას, და საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელისგან, ეს ორი სახელი ერთმანეთისგან იყოფა სიმბოლოთი "@" (რუსები დღემდე ამ სიმბოლოს ეძახიან собачка თუმცა ქართულად რა თქმა უნდა ასე არ არის, სამწუხაროა, მაგრამ ავტორისთვის ამ სიმბოლოს შესაბამისი ქართული სახელი უცნობია), მაგალითად: tiko@best.ge აქ best.ge - არის მომსახურების გამწევი საიტის სახელი, ხოლო tiko - არის მომხმარებლის დარეგისტრირებული სახელი ამ საიტზე.

დომენური სახელების განაწილების პრინციპი უზრუნველყოფს საიტების უნიკალურობას ინტერნეტში. ასევე უნიკალურია მომხმარებლის სახელი და შედეგად ელ-ფოსტა. ამდაგვარად ერთპიროვნულობა გარანტირებულია ორი ერთნაირი მისამართის არ არსებობით.

დღეს საკუთარი ელ-ფოსტის დარეგისტრირება პრობლემა აღარ არის, მარტო ქართული უფასო სერვერებია უკვე არა ერთი გახსნილი. მაგრამ 15-20 წლის წინ ეს სრული კოშმარი იყო, უნდა მოგენახა ის გიჟი გადარეული კომპანია, რომელიც უფასოდ ასეთ კარგ ჯიგრულ სამსახურს გაგიწევდა. ყველასათვის ცნობილია ალბათ ქართული სერვერი posta.ge, ეს იყო ერთერთი პირველი უფასო საფოსტო სერვერი, ალბათ გახსოვთ 15 წლის წინ მთელი ქალაქი აჭრელებული იყო წარწერებით და სარეკლამო ქაღალდებით. შემდეგ გამოჩნდა უფრო მეტი უფასო საფოსტო სერვერები, კერძოდ კი: geomail.ge, vipmail.ge, boy.ge, girl.ge, super.ge, best.ge, inbox.ge, hotbox.ge, firm.ge, ასევე ელექტრონული ფოსტის მიღება შეგიძლიათ მაშინაც როდესაც ინტერნეტ პროვაიდერთან გააფორმებთ ხელშეკრულებას, აიღებთ დომენს მაგალითად saiti.ge და გახსენით რამდენი ფოსტაც გაგიხარდება დაბოლოება იქნება @saiti.ge სახელი კი რაც გაგიხარდებათ

წერილების მისაღებად და გასაგზავნად, გამოიყენება როგორც ვებ ინტერფეისი ასევე გამოიყენება სხვადასხვა საფოსტო კლიენტ პროგრამები.

ელ-ფოსტის ისტორია

ვებ ინტერფეისით მუშაობისას ჯერ უნდა გაიაროთ აუტენტიფიკაცია (ანუ შეიყვანოთ სახელი და პაროლი), რომლის შემდეგაც მომხმარებელს უფლება აქვს შევიდეს თავის საფოსტო ყუთში.

სპეციალიზირებული პროგრამებიდან ყველაზე ხშირად ჩვენთან იყენებენ Outlook-ს Outlook Express-ს, ეს ორი პროდუქტი არის Microsoft-ის ნაწარმი, გარდა ამისა ხშირად იყენებენ პროგრამას The Bat! რა თქმა უნდა არის კიდევ პროგრამების მრავალრიცხოვანი არმია, მაგრამ მათი გამოყენება შედარებით ნაკლებია. ამ პროგრამებს კარგი ის აქვთ, რომ შეგიძლიათ წერილი დაწეროთ გაამზადოთ შემდეგ შეუერთდეთ ინტერნეტს და გააგზავნოთ წერილი, წერილის გაგზავნის შემდეგ კი ისევ შეგიძლიათ გამორთოთ შეერთება, ასევე აღსანიშნავია ის, რომ თქვენთან გამოგზავნილი წერილები შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ინტერნეტში შეუსვლელად ნახოთ რაც ვებ ინტერფეისის დროსა შეუძლებელია.

წერილების გასაგზავნად გამოიყენება ორი ძირითადი პროტოკოლი: POP3 და IMAP POP3 ყველაზე გავრცელებულია, ხოლო IMAP იძლევა სერვისის უფრო მეტ საშუალებას. POP3 პროტოკოლისთვის გამოიყენება 110 -ე პორტი, ხოლო IMAP იყენებს 143-ე პორტს.

წერილების გასაგზავნად გამოიყენება SMTP პროტოკოლი, აქ ერთადერთი ძირითადი ინტერნეტთან კავშირის პროტოკოლია 25 -ე პორტი.

საფოსტო ყუთებზე საუბრისას შეუძლებელია არ ახსენო კაცმა უსაფრთხოების ზომები. დღეს ეს საკითხი საკმაოდ აქტიურია, უსაფრთხოებაში იგულისხმება თქვენი ინფორმაციის კონფედენციალურობის დაცვა და ასევე თქვენს საფოსტო ყუთში არასასურველი შიგთავსების მოხვედრა, ანუ მიმაგრებული ობიექტები, რომლებიც ხშირად ვირუსებს შეიცავენ. ამაზე არაერთი სტატია დაწერილა და არა ერთხელ თქმულა. არის ათასობით პროგრამა და დაცვის მექანიზმი, მაგრამ ერთი პრინციპი უცვლელია, თუ წერილს არ ელოდებით და აშკარად საეჭვო შიგთავსი აქვს ცოტაოდენ მაინც გამოიჩინეთ სიფრთხილე. აქ მოქმედებსა იგივე წესი როგორც ბავშვების შემთხვევაში, ალბათ გსმენიათ გამოთქმა ”უცხო კაცს სახლის კარებს ნუ გაუღებო”. ასევეა საფოსტო გზავნილებშიც. თუ ცოტაოდენ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ კაპიკია ყველანაირი დაცვის საფასური.

არის მეორე საკითხი, საფოსტო ყუთების გატეხვა. ფოსტის ყუთებს ტეხავდნენ, ტეხავენ და დარწმუნებული იყავით კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გატეხავენ. 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა შეუძლებელია. აქაც ცოტაოდენი ყურადღებაა გამოსაჩენი, უბრალოდ საფოსტო ყუთებს ნუ მისცემთ მარტივ პაროლებს. მაგალითად ddd ან 777 ასეთი პაროლი გონიერი შემტევის ხელში მაქსიმუმ 5-10 წუთი გაუძლებს, შეიძლება ესეც კი არ იყოს საჭირო, ასევე იოლი გასატეხია, მიყოლებითი პაროლები: qwert123 ან zxcvbn789. ეს ყველაფერი უკვე მილიონობით ხალხმა მოსინჯა და პირველად შეტევა სწორედ რომ ამით იწყება. შეეცადეთ პაროლი არ იყოს 8 სიმბოლოზე ნაკლები, შეიცავდეს დიდ და პატარა ასოებს, იყოს სრულიად უაზრო და შეუძლებელია იყოს რაიმესთან დაკავშირება, მაგალითად ნუ გამოიყენებთ პაროლს: dediko, mamiko, gogo, nino და სხვა მრავალი, რომელიც თქვენთანაა დაკავშირებული. კაი პაროლი გამოიყურება შემდეგნაირად: Dn5hJ27S აქ არც ლოგიკაა და არც აზრი, შესაბამისად ვიღაცას ცხოვრებას ურთულებთ. ასევე პაროლებს ნუ შეინახავთ ფაილებში, ქაღალდებზე, და თუ შეინახავთ შეეცადეთ რომ Desktop-ზე არ შეინახოთ და მონიტორზე ნუ მიაწეპებთ იმ ქაღალდს სადაც პაროლი გიწერიათ. ეს არც თუ იშვიათი შემთხვევაა. მაგალითად ყოფილა შემთხვევა როდესაც მთელი ლექციის ჩატერების შემდეგ ერთერთმა მომხმარებელმა ბოროტმოქმედის გზის ასაბნევად გამოიყენა მონიტორის ფირმის სახელი. ამაზე მეტი რა გინდა ბოროტმოქმედს, პირველად სწორედ ირგვლივ მდებარე ნივთებზე დაწერილი სახელები იაკრიფება წაღმა და უკუღმა :-)

დღესდღეობით ელექტრონული ფოსტის მოხმარება შეუჩერებლივ იზრდება, მარტო ამ სტატიის ავტორს ამ მომენტისათვის 20-მდე საფოსტო ყუთი აქვს გასხსნილი. გადაამრავლეთ იგივე ტენდენცია პლანეტაზე ინტერნეტში ჩართულ ადამიანთა რაოდენობაზე და შეიძლება საკმაოდ დიდი ციფრი მიიღოთ. დღესდღეობით აშშ-ში განიხილეს და გაათანაბრეს ერთმანეთთან ჩვეულებრივი და ციფრული ხელმოწერა, რა თქმა უნდა ბოლო ჯერ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ასე რომ ელ-ფოსტასაც მალე ოფიციალური ფორმა მიეცემა და თუნდაც სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის მიღება გაგზავნა შეიძლება მომავალში კურიერების გარეშე განხორციელდეს.

ეს თემა ამოუწურავია, ელ-ფოსტაზე შეიძლება უსასრულოდ საუბარი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, იყო 1970 წელი და იმ დღიდან როდესაც პირველი ელექტრონული წერილი გაიგზავნა დღემდე, წერილების და საფოსტო ყუთების რაოდენობა სულ უფრო მატულობს, ასე რომ დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, ელექტრონული ფოსტა იყო, არის და იქნება.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი "კომპინფო"

9-10-2014, 01:08
1911 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.