wol.ge
» » » როგორ ვუყუროთ სატელევიზიო პროგრამებს

როგორ ვუყუროთ სატელევიზიო პროგრამებს


MyVideo

მიმოხილვას რათქმაუნდა ქართული აპლიკაციით დავიწყებთ, რომელიც ალბათ ბევრისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, MyVideo როგორც ვიცით უკვე დიდი ხანია მომხმარებელს სთავაზობს ცნობილი YouTube მსგავს სერვისს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ რესურსზე თავს იყრის ძირითადად ქართულ მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტი. დღეისათვის MyVideo საქართველოში უდიდეს ვიდეო ჰოსტინგად ჩამოყალიბდა, მაგრამ მას ამავე დროს გააჩნია ძალიან საინტერესო ფუნქციონალი, რომელიც პირდაპირი ეთერით სატელევიზიო პროგრამების ყურებას გულისხმობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ MyVideo-ოს როგორც ბრაუზერ ვერსიას, ისევე აპლიკაციას გააქჩნია დროის არჩევის ფუნქცია, ამიტომაც თქვენ არასოდეს გამოტოვებთ თქვეს საყვარელ პროგრამას თუ სერიალს. უარყოფითი მხარეებიდან შეიძლება აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აპლიკაცია ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს და ზოგიერთ მოწყობილობაზე სტაბილურად არ მუშაობს, ასევე გარკვეული პრობლემები აქვს ხმასთან და გადახვევასთან, მაგრამ ასეთი პრობლემები გაცილებით უფრო სერიოზულ კომპანიებს გააჩნიათ და იმედი ვიქონიოთ ნელ-ნელა ეს მხარეც გაუმჯობესდება. ეს აპლიკაცია საკუთარ თავში აერთიანებს ორ ფუნქციას, პირველი ვიდეო ჰოსტინგი და მეორე სატელევიზიო გადაცემების პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობას, ასე რომ უნივერსალურობაში იგი ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერია.


Silk TV

კიდევ ერთი ქართული აპლიკაცია, რომელიც Google Play Market-ში შეიძლება ვნახოთ არის Silk TV, ამ აპლიკაციის რეზიუმეში წერია, რომ მობილური აპლიკაცია გთავაზობთ სილქნეტის სატელევიზიო მომსახურებას, აქვე აღნიშნულია რომ იგი საშუალებას გვაძლევს ვუყუროთ, როგორც არხებს, აგრეთვე სასურველი გადაცემების ჩანაწერებს ელექტრონული TV პროგრამის დახმარებით. აგრეთვე შესაძლებელია სასურველ დროზე ზუსტი გადასვლა და სწრაფი გადახვევა წინ და უკან, სტანდარტული SilkTV მომსახურების მსგავსად. როგორც უკვე მიხვდით ეს პროგრამა სილქნეტის პროდუქტია და ამიტომაც საკუთარი სერვისების სრულ პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს. წინა აპლიკაციისაგან მას განასხვავებს მეტად მომგებიანი პოზიცია, რომელიც სილქნეტს უჭირავს ბაზარზე, მას გააჩნია საკუთარი არხები რომლის ჩვენების უფლებას სხვა სერვისებს გასაგები მიზეზების გამო არ აძლევს და მათი ნახვა მხოლოდ Silk TV-ის აპლიკაციით შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე თუ კი თქვენ გსურთ სილქნეტის არხების ყურება ეს აპლიკაცია თქვენთვის ნამდვილად აუცილებელი ატრიბუტია. ჩვენი აზრით ქართული სატელევიზიო სივრცით დაინტერესებულ ადამიანს ორივე აპლიკაცია ძალიან გამოადგება და მითუმეტეს რომ ისინი ერთმანეთს ერთგავარად ავსებენს


SPB TV

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები ქართული კომპანიების მიერაა შემოთავაზებული და ძირითადად ქართულ არხებს გვთავაზობს, მაგრამ თუ კი თქვენ უცხოური არხებიც გაინტერესებს მაშინ ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ SPB TV-ს მობილურ აპლიკაციას. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა მთლიანად შესძლებს ჩაანაცვლოს თქვენი საკაბელო ტელევიზია, მას გააჩნია 200-მდე, მათ შორის რუსულ და ინგლისურენოვანი სატელევიზიო არხი, მაგრამ ბევრი მათგანი ფასიანია და მხოლოდ ხელმოწერით ვრცელდება, ფასი ყოველთვიურად 1 დოლარიდან იწყება, მაგრამ თუ კი გავიხსენებთ საკაბელო ტელევიზია რა თანხა უჯდება მომხმარებელს ეს ფასი ძალიან იაფადაც კი გამოიყურება, მითუმეტეს რომ აპლიკაციას ფართო მულტიმედიური ფუნქციები გააჩნია: Chromecast, Miracast, WiDi, სოციალური ქსელების ინტეგრაცია, გადაცემების დაწყებისას შეტყობინების გამოგზავნა და მრავალი სხვა. რაც მთავარია აპლიკაცია ძალიან კარგად არის ადაპტირებული სხვადსხვა მოწყობილობებზე, მას ინტერნეტის სიჩქარის მიხედვითაც კი შეუძლია გამოსახულების ხარისხვის კონტროლი. მოკლედ რომ ვთქვათ აპლიკაციას აქვს თითქმის ყველაფერი რაც კი საჭიროა საკაბელო ტელევიზიის ჩასანაცვლებლად.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

23-02-2015, 22:22
2768 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.