wol.ge
» » » როგორ გამოვიყენოთ ყურსასმენი მიკროფონად

როგორ გამოვიყენოთ ყურსასმენი მიკროფონად


1) აიღეთ ყურსასმენი და შეართეთ ვარდისფერ პორტში (შესაერთებელში) ნელა, ძალდატანების გარეშე,სადაც მიკროფონის ადგილია. მართალია, არ არის სწორი ყურსასმენის შესაერთებლის შეერთება მიკროფონისაში, თუმცა ამ მომენტში თქვენ ამ ხერხის საშუალებით გამოიყენებთ მას როგორც მიკოფონს.


2) გახსენით Start>Control Panel>Sound>Recording. შეხედეთ სურათს, ზუსტად იგივე ფანჯარა უნდა იყოს გახსნილი თქვენთანაც. უნდა ჩანდეს 1 მიკროფონი მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ხერხით სარგებლობას ვერ შეძლებთ, ან ჯერ მოგიწევთ დრაივერის დაყენება.


3) დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და Properties. ფანჯარა რომ გაიხსნება ჯერ გადადით Listen გრაფაზე და მონიშნეთ უჯარა Listen to this device. შემდეგ გადადით Levels და microphone boost მაქსიმალურად მარჯვნივ გადაწიეთ.


4) მას შემდეგ რაც ზუსტად შეასრულებთ ყველაფერს, როგორც არის ზემოთ აღწერილი, დააკლიკეთ apply და დახურეთ ფანჯარა, უკვე შეგიძლიათ ყურსასმენი გამოიყენოთ როგორც მიკროფონი. გამოერთების შემდეგ, სასურველია თუ ყველაფერს ისევ ისე დააბრუნებთ როგორც იყო, რადგან ნამდვილი მიკროფონის შეერთებისას არ იმუშავებს სისტემა გამართულად. იმისათვის, რომ ხმა გადაეცეს მაქსიმალურად კარგად, ორივე ყურსასმენი ერთად მოათავსეთ და ისე ისაუბრეთ. რა თქმა უნდა ნამდვილი მიკროფონი ბევრად სჯობს და მოსახერხებელია, თუმცა მის დროებით შემცვლელად სავსებით გამოდგება მოცემული ინსტრუციაში აღწერილი ხერხი.



გაფრთხილებები

მას შემდეგ რაც გამოიყენებთ ყურასასმენებს როგოროც მიკროფონს, ყველაფერი ისევ ისე დააბრუნეთ როგორც იყო, რადგან ნამდვილი მიკროფონის შეერთებისას იქნება ხარვეზები.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

5-03-2015, 22:52
1543 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.