wol.ge
» » » რამდენად კარგია Archos 9

რამდენად კარგია Archos 9


როგორც ცნობილია, არც ისე გვიან Archos-მა ოფიციალურად წარმოადგინა თავისი უახლესი Archos 9 PC Tablet. სულ ახლახანს კი ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ მოდელის გამოშვება უკვე აშშ-შიც დაიწყება. ევროპაში (ჩვენთან არც იფიქროთ ჯერ :P) ის გამოჩნდება ცოტა მოგვიანებით, Softpedia-ს ცნობით და Archos-ის დაპირებით გამოშვება დაიწყება სადღაც აგვისტოსკენ..
ფრანგებს თუ დავუჯერებთ, Archos 9 მეტია ვიდრე უნიკალური გადაწყვეტა, და ეს მოდელი სრულიად ანსხვავებს პლანშეტებს Netbook-ებისაგან. როგორც აღმოჩნდა ამჯერად Archos-მა უშუალოდ ამ სერიაში უარი თქვა ინფორმაციის შეტანის ტრადიციულ მეთოდებზე და თავისი არჩევანი სენსორულ ეკრანზე გააკეთა .
აღსანიშნავად ღირს რომ Archos 9 PC Tablet შეუძლია დაიტრაბახოს არამარტო 9-დუიმიანი სენსორული ეკრანით, არამედ უახლესი, პროფესიონალური პროცესორით Intel Z515. მობილურულ სისტემას აქვს Wi-Fi 802.11 b/g ინტერნეტი, Bluetooth 2.1 და ასევე მუშაობს Windows 7-ზე, რომელიც ამ წლის 22 ოქტომბერს მოევლინება სამყაროს. სამომხმარებლო კომპლექტში შედის არამარტო Microsoft Office, არამედ ამასთან ერთად პროგრამები რომლითაც შეგეძლებათ უყუროთ ტელევიზიას და მოუსმინოთ რადიოს ინტერნეტით, აწარმოოთ ვიდეო კონფერენციები და ა.შ. კომპლექტაციაში ასევე ანტივირუსი და პროგრამები როლითაც დაარედაქტირებთ ფოტოებს, ვიდეოებს და ა.შ.



ჩვენი აზრით (და ალბათ თქვენითაც), კლავიატურაზე უარის თქმა არ არის კარგი გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ Archos 9 იყენებს ვირტუალურ კლავიატურას ინფორმაციის შესაყვანად და ის იკავებს საკმაოდ დიდ ადგილს ეკრანზე. თუ ჩავთვლით იმას, რომ ეკრანი არის 9-დუიმიანი , მაშინ ჩვენი მიდგომა მართლდება. თუმცა, ეს არის ჩვენი სუბიექტური აზრი, ამიტომ დაველოდოთ სხვა წყაროების გამოხმაურებებს. :)скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

9-03-2015, 23:11
828 დათვალიერება
ავტორი: QaRsEla
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.