wol.ge
» » » როგორ მოვუაროთ (გავუფრთხილდეთ) კომპიუტერს

როგორ მოვუაროთ (გავუფრთხილდეთ) კომპიუტერს


დღევანდელ დღეს კომპიუტერი უკვე არავის უკვირს. ის აღარ არის ფუფუნების საგანი, ახლა უკვე თითქმის ყველა ოჯახშია. პერსონალური კომპიუტერი გამოიყენება როგორც მუშაობისთვის, ასევე ურთიერთობისთვის, სწავლისთვის, სათამაშოდ და საჭირო უნარების განვითარებისთვის. რა თქმა უნდა მისი მთავარი ფუნქცია ინფორმაციის კომფორტულად როგორც მოძებნა ასევე შენახვაა. მიუხედავად ამისა, დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის ელემენტალური კომპიუტერის მოვლის წესები, თუ როგორ უნდა გაუწიონ მას ექსპლუატაცია და მოიხმარონ სწორად რათა ეს საჭირო ნივთი მათ ემსახუროთ მაქსიმალურად მეტი დროის მანძილზე.


1) კომპიუტერის ტრანსპორტირებისას საჭიროა სიფრთხილსი დაცვა. არ შეიძლება მისი უხეშად რამეზე მიჯახება. გათიშეთ ის ბოლომდე, შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდეს რყევა მოძრაობისას, მოერიდეთ უხეშ მოძრაობებს. რაც შეეხება ლეპტოპებს, დარწმუნდით, რომ კარგად არის გათიშული, რადგან ჩანთაში ჩადებისას თუ ის ისევ ჩართულია გაახურებს ჩანთას. რადგან ჰაერი ჩანტაში ცოტაა ამან შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს.


2) თუ კომპიუტერი შეერთებულია დენის ქსელში, არ გირჩევთ მის ხშირ გამოერთებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა, ცოტა ხანში კვლავ მოგიწევთ მისი ჩართვა.


3) თუ შიდა ქსელში სახლში გაქვთ რამე დაზიანება, აუცილებელია მისი გამოსწორება. შეიძლება დენის ძაბვა არ ნაწილდებოდეს სწორად. კომპიუტერთან გირჩევთ დააყენოთ სპეციალური დენის ძაბვის მაკონტროლებელი მოწყობილობები. მისი საშუალებით დაცული იქნებით როგორც დენის ძაბვის მომატებისგან, ასევე უეცრად გათიშვისგან.


4) სისტემურ კვების ბლოკში, ასევე კეისში არის სპეციალური ჰაერის ჩამკეტები დაყენებული. იმისათვის, რომ არ დაიმტვეროს შიგნით ყველფერი დახურეთ ხოლმე ის, მისი გახსნა საჭიროა მხოლოდ მაშინ როცა კომპიუტერის ტემპერატურა იწავს მაღლა.


5) მაქსიმალურად დაიცავით კომპიუტერი, რომ მასში არ მოხვდეს სითხე. ეს განსაკუთრებით ეხება ლეპტოპის მოყვარულ ადამაინებს. კომპიუტერთან მუშაობისას ყავის დალევა ან საკვების მირთმევა არ არის რეკომენდებული. მონიტორების გასაწმენდად კი სასურველია გამოიყენოთ სპეციალური სველი ქაღალდები.


6) მოარიდეთ მონიტორი მზის პირდაპირ სხივებს. საჭიროა მისი დადგმა ისეთ ადგილას, საც არ ეცემა პირდაპირ მზის სხივი. შეძენისას ოთახის განათების შესაბამისად დააყენეთ მისი განათება და კონტრასტი. არ არის აუცილებელი მაქსიმალურ დონეზე გქონდეთ დაყენებული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამათბობლისგან მოშორებით იყოს მონიტორი და კომპიუტერიც, რათა არ იმოქმედოს სიცხემ მასზე.


7) კომპიუტერის კლავიატურის გაწმენდა ეს აუცილებელი პროცედურაა. მტვერი მცირე ზომის ნამცეცები, თმა და სხვა ბევრი არასასურველი რამ გროვდება მასში. იმისთვის, რომ კომპიუტერმა გამართულად იმუშავოს მაქსიმალურად დაიცავით სისუფთავე. 2 კვირაში ერთხელ გაწმინდეთ კლავიატურა, სკანერი/პრინტერი და სხვა პერიფერიული მოწყობილობები. რაც შეეხება თვითონ კეისს და ლეპტოპს წელიწადში ერთხელ მაინც სასურველი მისი შიგნიდან გაწმენდა. ამისათვის საჭიროა დაშლა და ხელახლა აწყობა, ასე რომ თუ ვერ ერკვევით არ გირჩევთ დამოუკიდებლად ამის გაკეთებას. ასევე გაწმენდასთან ერთად სასურველია თერმოპასტის წასმა პროცესორზე, რაც უზრუნველყოფს ამ დეტალის ტემპერატურულ კონტროლს.


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=KW5onHAIhjc
.

პოსტი შესწორებულია admin -ს მიერ - 4-06-2016, 23:45
16-12-2015, 23:41
1769 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.