wol.ge
» » Android 7.0 Nougat ოპერაციული სისტემა

Android 7.0 Nougat ოპერაციული სისტემა


Google-მა დღეს Android 7.0 Nougat-ის განახლება დაიწყო nexus მოწყობილობებისთვის. დეველოპერებს ჯერ კიდევ მარტიდან შეეძლოთ დაეგემოვნებინათ Android N-ის Beta ვერსია. მარტიდან დაწყებული, Google-ი ყოველ თვე ანახლებდა მას დეველოპერებისთვის, სულ უფრო მეტ ფუნქციას ამატებდა და სისტემას სტაბილურს ხდიდა. აი დადგა ეს დღეც, როდესაც ახალი ვერსია ოფიციალურად წარსდგა ჩვენ წინაშე

Android 7.0 Nougat-ში სულ 250 მაჟორული ცვლილებაა, თუმცა ამ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ ის ფუნქციები და ცვლილებები, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

მეტი პერსონალურობა

Android-ის მთავარი ღირსება არის ის, რომ სისტემა მომხმარებელზეა მაქსიმალურად მორგებული. ჯერ კიდევ პირველი დღიდან სისტემის მთავარი ამოცანა ზუსტად ეს იყო. Nougat განახლებაში თქვენ უფრო მეტი პერსონალიზაციის შესაძლებლობა გექნებათ, მოირგოთ თქვენი მოწყობილობა ისე, როგორც გსურთ.

ახალი Emoji: სისტემაში ახლა უკვე 1500 სხვადასხვა emoji არის ჩაშენებული, მათ შორის 72 ახალია, ასე რომ შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ თქვენი თავი და ემოციები.


Quick Setting-ის კონტროლი: Quick Settings გაძლევთ მარტივ წვდომას ისეთ ფუნქციებთან, როგორიც Bluetooth, WiFi და ყველაზე მთავარი – უკანა განათებაა. Android Nougat-ში თქვენ შეგეძლებათ გადაადგილოთ და თქვენზე მოირგოთ ეს სწრაფი გადასვლის ღილაკები.
მულტი-ენოვანი მხარდაჭერა: აპლიკაციები ახლა თქვენზე არგებენ ინფორმაციას. მაგალითად თუ თქვენ რამოდენიმე ენოვანი ხართ, მაშინ თუნდაც საძიებო სისტემებს შეუძლიათ ანახონ შედეგები რამოდენიმე ენაზე


მეტი პროდუქტიულობა

თუ თქვენ პასუხობთ სამუშაო email-ებს, სხვადასხვა გეგმებს აწყობთ მეგობრებთან ან უბრალოდ გინდათ ფილმის ყურება და მეგობართან ტექსტური საუბარი ერთდროულად, Android Nougat ახლა უკვე გეხმარებათ გააკეთოთ 2 საქმე ერთად, ისეთ ფუნქციებთან როგორიცაა Multi-Window, Direct Reply და Quick Switch.

Multi-Window: შეგიძლიათ გახსნათ ეკრანზე 2 აპლიკაცია ერთდროულად, ზომა შეუცვალოთ ფანჯრებს და მოირგოთ თქვენზე.
Direct Reply: შეტყობინების მოსვლის დროს შეგიძლიათ უპასუხოთ მას პირდაპირ შეტყიბინებების პანელიდან.
Quick Switch: შეგიძლიათ გადახვიდეთ ორ აპლიკაციას შორის სწრაფად და მარტივად, Overview ღილაკზე ორჯერ დაჭერით.


მეტი ბატარეის ხანგრძლივობა

Android Marshmallow-ის რელიზით, ბატარეის ხანგრძლივობა უფრო იზრდებოდა Doze-ის წყალობით. ამასთანავე მისი მოხმარება სისტემის დონეზე სულ უფრო ჭკვიანდებოდა. Nougat-ზე, მოწყობილობა უკვე ეკრანის გათიშვისასაც კი გადადის მცირე მოხმარების რეჟიმში. შეგახსენებთ, რომ Marshmallow-ზე ის მხოლოდ სწორ ზედაპირზე დადებისას გადადიოდა მცირე მოხმარების რეჟიმში.

მეტი ჩაძირვა თქვენ საყვარელ კონტენტში

Android Nougat-ს ახლა უკვე Vulkan-ის (3D რენდერის API) და Daydream-ის, Google-ის ვირტუალური რეალობის პლატფორმის მხარდაჭერა აქვს.

Vulkan: ამ ჩაშენებული API-ს წყალობით, თამაშებში თქვენ საგრძნობლად გაძლიერებულ გრაფიკას იხილავთ და გაცილებით მეტ fps-ს.
Daydream: Android Nougat-ი მზად არის გადაგიყვანოთ ვირტუალურ სამყაროებში იმ ტელეფონების, კონტროლერების და ყურსასმენების დახმარებით, რომლებიც ძალიან მალე გამოვა.

მეტი დაცვა

როგორც ყოველთვის, Android-ის სისტემა აშენებულია დაცვის სხვადასხვა გაშიფრულ შრეებზე, რათა მაქსიმალურად დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია. ახალ მოწყობილობებზე, რომლებიც შემოდგომაზე გამოვა, ასევე დამატებული იქნება ფუნქციები, როგორიცაა: სწრაფი განახლება, Direct Boot და ფაილურ დონეზე გაშიფრვა.

სწრაფი განახლებები: Android Nougat-ზე მომუშავე მოწყობილობებს შეუძლიათ დააყენონ პროგრამული განახლებები ფონურ რეჟიმში. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ 20 წუთი ლოდინი თუ როდის განახლდება, ოპტიმიზირდება და გადაიტვირთება სისტემა.
ფაილურ დონეზე გაშიფრვა: Android Nougat-ს შეუძლია უკეთესი იზოლაცია გაუკეთოს და დაიცვას თქვენი პირადი ინფორმაცია.
Direct Boot: გეხმარებათ ჩართოთ თქვენი მოწყობილობა უფრო სწრაფად, თანაც აპლიკაციები ფონურ რეჟიმში მუშაობენ ჩართვის შემდეგ, განბლოკვის გარეშეც.


скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

ვიდეოს გადმოსაწერი ლინკი:ჩააკოპირეთ მოცემული ლინკი ქვემოთ მითითებულ ველში და დააჭირეთ "გადმოწერა" გამოსულ ვებგვერდზე დაელოდეთ რამოდენიმე წამი და გამოჩნდება გადმოწერის ლინკი
https://www.youtube.com/watch?v=CdeLTawvVmw
.

პოსტი შესწორებულია kaxabera26 -ს მიერ - 16-05-2017, 17:46
16-05-2017, 17:43
309 დათვალიერება
ავტორი: kaxabera26
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.