wol.ge
» » » 7 გზა Windows 7-ის აჩქარებისთვის..

7 გზა Windows 7-ის აჩქარებისთვის..


ახალი სისტემა ბევრად სწრაფია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ უფრო მეტი სისწრაფე.. მე ამ აზრს ვემხრობი და ამ პოსტში წარმოგიდფენთ მეტი სისწრაფის მისაღებ გზებს..
1. ფანჯრებს შორის სწრაფი გადასვლა..



თუ ჩვენ სისტემაში გამოვრთავთ ფანჯრის გაშლა-ჩახურვის ანიმაციას მივიღებთ ბევრად უფრო სწრაფ მოქმედებას გადართვისას.. გამორთვა მარტივია:

გახსენით Start-ი და საძიებო ველში შეიყვანეთ ‘SystemPropertiesPerformance‘ (Enter)

გადადით Visual Effects-ის განყოფილებაში

მოხსენით მონიშვნა პუნქტს “Animate windows when minimizing and maximising”, და დააჭირეთ OK-ს.

შედეგად ფანჯრების გაშლა და ჩახურვა ბევრად სწრაფი გახდება.


2. სისტემის ჩატვირთვის აჩქარება.

Windows 7-ი ჩატვირთვისას იყენებს პროცესორის ერთ ბირთვს. ბირთვების რაოდენობის გაზრდით (თუ რათქმაუნდა თქვენი პროცესორი მრავალბირთვიანია) ჩვენ შეგვიძლია ავასწრაფოთ ჩატვირთვა.

გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘msconfig’ (Enter)

ახალ ფანჯარაში გადადით ‘Boot’ განყოფილებაში და დააწექით ღილაკს ‘Advanced options…’

მონიშნეთ პუნქტი ‘Number of processors’ და მიუთითეთ რამდენი ბირთვი აქვს თქვენს პროცესორს (ჩვეულებრივად 1, 2, 4 ან 8)

დააჭირეთ ‘OK’ და შემდეგ ‘Apply’

გადატვირთეთ კომპი და თავად ნახეთ შედეგი :)


3. წაშალეთ არასაჭირო ფონტები

ფონტები, განსაკუთრებით TrueType ფონტები იყენებენ (“ჭამენ”) საკმაო რაოდენობის სიტემურ რესურსებს. ოპტიმალური მუშაობისთვის, დაიტოვეთ მხოლოდ ის ფონტები რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ ან ზოგიერთ პროგრამებს ესაჭიროება. დანარჩენები უბრალოდ ცალკე შეინახეთ…

გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘fonts’ (შემდეგ Enter :) )

ამოიღეთ არასაჭირო ფონტები ამ ფოლდერიდან და შეინახეთ რაიმე სხვა ფოლდერში (მაგ. D:/dzveli fontebi/)

რაც უფრო ცოტა ფონტი გვექნება მით უფრო ცოტა რესურსი დაიხარჯება სისტემაში.


4. ავაჩქაროთ სისტემის გამორთვა

მართალია Windows 7 გამორთვისას უფრო ცოტა დროს ანდომებს ვიდრე Vista ან XP, მაგრამ ეს შეიძლება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. კერძოდ სისტემურ რეესტრში თუ შევცვლით ერთ პარამეტრს, სისტემა უფრო ცოტა ხანი დაელოდება პროცესების დახურვას გამორთვის მომენტში. შეიძლება ცოტა გაუგებარია მაგრამ საკმაოდ მარტივია:

გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘regedit’ (შემდეგ Enter :) )

მოძებნეთ განყოფილება HKEY_LOCAL_MACHINE/SYSTEM/CurrentControlSet/Control

*გახსენით პარამეტრი WaitToKillServiceTimeOut და მიუთითეთ სასურველი დრო რიცხვებში

დააჭირეთ ok-ს და გადატვირთეთ კომპი

*თავიდან ჩვეულებრივად ამ პარამეტრში მითითებულია 1200 (ანუ 12 წამი), გირჩევთ ნუ შეამცირებთ გამორთვის დროს 6-7 წამზე ნაკლებად, ამ დროს სისტემამ შეიძლება ვერ მოასწროს საჭირო პარამეტრების შენახვა და შედეგად დრო და დრო ის დაზიანდება.


5. გამოვრთოთ ძებნის ინდექსირება

თუ თქვენ იცით სად ინახება თქვენი ფაილები და ძებნას მხოლოდ ათასში ერთხელ იყენებთ, მაშინ გირჩევთ რომ ინდექსირების ფუნქცია გამორთოთ რადგან ამ შემთხვევაში ის სისტემის რესურსების უაზრო ხარჯვაა..

გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘services.msc’ (შემდეგ Enter :) )

იპოვეთ და გახსენით სერვისი ‘Windows Search’

startup type-ში აირჩიეთ ‘Disabled’

შემდეგ OK და ერთი რესტარტი


6. სწრაფი Toolbar-ი

Taskbar-ში რომ სისტემა ფანჯრების მინი გამოსახულებებს გვაჩვენებს ეს ალბათ ახალი არ არის თქვენთვის :) ჩვენ შეგვიძლია ავაჩქაროთ მინი გამოსახულებების იგივე thumbnail-ების გამოჩენა..

გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘regedit’ (შემდეგ Enter :) )

მოძებნეთ განყოფილება HKEY_CURRENT_USER/Software/Microsoft/Windows/CurrentVersion/Explorer/Advanced

მარჯვენა ღილაკით თვითონ განყოფილება Advanced-ზე, აირჩიეთ მენიუში შემდეგი New > DWORD

ახლა შეიყვანეთ შემდეგი მნიშვნელობა “ThumbnailLivePreviewHoverTime”

მარჯვნივ პარამეტრებში გაჩდება ახალი ჩვენს მიერ შეყვანილი პარამეტრი, ახლა მარჯვენა ღილაკით მასზე აირჩიეთ Modify.

ახალ ფანჯარაში მარჯვნივ მონიშნეთ Decimal ხოლო ველში ჩაწერეთ სასურველი მნიშვნელობა მილიწამებში (მე ვიყენებ 200-ს ანუ 0.2 წამს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტულად სასურველი დრო დააყენოთ)

ახლა ok და რესტარტი


7. გამორთეთ არასასურველი Startup პროგრამები



ბევრი პროგრამა სისტემის ჩართვასთან ერთად ავტომატურად ირთვება რომელიც ბევრად ანელებს კომპიუტერის ჩატვირთვას და იყენებს დიდ რესურსებს. მათ გამოსართავად გააკეთეთ შემდეგი

გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘msconfig’ .

გადადით startup განყოფილებაში.

მოხსენით მონიშვნა ყველა იმ არასასურველ პროგრამას რომელიც არ გჭირდებათ სისტემასთან ერთად ჩატვირთვისას (გაითვალისწინეთ რომ არ უნდა გამორთოთ ანტივირუსული პროგრამები, ისინიც სისტემასთან ერთად ავტომატურად ირთვებიან).
ok და რესტარტი

პოსტის ავტორი: QaRsElaскачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

9-03-2015, 23:15
2373 დათვალიერება
ავტორი: QaRsEla
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.
კომენტარები
1
მომხმარებელი გასულია Dato2000 29 ივნისი 2015 17:39
(2. სისტემის ჩატვირთვის აჩქარება.) რამდენად მიზანშეწონილია ჩატვირტვისას ბირთვების რაოდენობის გაზრდა

და კიდევ როგორ გავიგო რომელი ფონტები არ მჭირდება
         

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.