wol.ge
» » » სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე.

სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე.


Windows 7-ზე სამუშაო მაგიდის მისამართი არის C დისკი. ვინდოუსის გადაყენების დროს სამუშაო მაგიდაზე არსებული ფაილები რომ არ წაგვეშალოთ საჭიროა ყველა ფაილი D დისკზე შევინახოთ. ამ გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ დაამისამართოთ სამუშაო მაგიდა (Desktop-ი) D:\ დისკზე, რათა შემდგომი ვინდოუსის გადაყენების წინ აღარ დაგჭირდეთ ფაილების D დისკზე კოპირება.

1. შედით Local Disc C:\-ზე > შემდეგ პაპკაში Users > შემდეგ შესაბამის პაპკაში, რაც თქვენს მომხმარებელს ჰქვია.
ამ შემთხვევაში სურათზე არსებულ მომხმარებელს ჰქვია Documents. თქვენს კომპიუტერში სხვა სახელი ერქმევა, შესაბამისად იპოვეთ ის მომხმარებელი რაც ვინდოუსის დაყენების დროს დაარქვეს. შემდეგ იპოვეთ Desktop - პაპკა. დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და შედით Properties-ში. იხილეთ სურათზე:

სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე.

2. გახსნილ ფანჯარაში გადადით განყოფილება Location-ში და სტანდარტული მისამართი C:\users\მომხმარებლის სახელი\Desktop-ი შეცვალეთ ახალი მისამართით: D:\Desktop. შემდეგ დააწექით OK-ს. იხილეთ სურათი:

სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე.


3. ცვლილებების დასადასტურებლად დააწექით Yes-ზე, რათა შეიქმნას D დისკზე Desktop პაპკა. იხილეთ სურათზე:

სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე.

4. ცვლილებების დასადასტურებლად დააწექით Yes-ზე, რათა D დისკზე Desktop პაპკაში გადაკოპირდეს ეკრანზე არსებული ყველა ფაილი. იხილეთ სურათზე:

სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge Everything For You!!

9-10-2014, 13:57
6426 დათვალიერება
ავტორი: toko
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.