wol.ge
» » » Windows XP-ს საიდუმლოებები

Windows XP-ს საიდუმლოებები


ალბათ უკვე დიდი ხანია აღარ გიყენიათ Windows ХР. თუმცა ის აქტუალურობას არ კარგავს და ერთერთი ძლიერი სისტემაა. მგონი დროა ცოტაოდენ მისი ფარული შესაძლებლობების შესახებაც შეიტყოთ . მაშ ასე წარმოგიდგენთ რამოდენიმე საიდუმლო შტრიხს, ან არა საიდუმლო შტრიხს :)

1. Windows-ის წინა ვერსიებში დამალული იყო და შეუძლებელი იყო გაგვეგო თუ რამდენ ხანს მუშაობდა ჩვენი კომპიუტერი გადატვირთვის გარეშე. დღესდღეობთ ეს შესაძლებელი გახდა, ამისათვის საჭიროა შემდეგი მოქმედებები Start->All Programs->Accessories->System Tools და აქ აირჩიეთ systeminfo. ან პირდაპირ Run-ში აკრიფეთ systeminfo. გაიშვება პროგრამა რომელიც მოგცემთ აურაცხელ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის შესახებ და მათ შორის ინფორმაცია თუ რამდენი ხანია მუსაობს კომპიუტერი გადატვირთვის გარეშე. თუ ინფორმაციის შენახვა გსურთ მაშინ აკრიფეთ ბრძანების ხაზში systeminfo > info.txt.

2. ალბათ ბევრმა იცით, რომ შეიძლება ფაილების წაშლა ისე, რომ ისინი სანაგვე ყუთში არ მოხვდნენ, ამისათვის ყველაზე ხშირი არის კლავიშა Shift-ის გამოყენება წაშლის დროს, მაგრამ შეიძლება ისე შეცვალოთ თქვენი სისტემა, რომ ყველა წაშლა დამატებითი კლავიშების გამოყენების გარეშე იგულისხმებს სანაგვე ყუთის გვერდის ავლით წაშლას. ამისათვის Run-ში აკრიფეთ gpedit.msc, შემდეგ ამოირჩიეთ User Configuration->Administrative Templates->Windows Components->Windows Explorer აქ მოძებნეთ პუნქტი Do not move deleted files to the Recycle Bin ორჯერ დააწკაპუნეთ ან პუნქტზე და გამოსულ ფანჯარაში ამოირჩიეთ Enable. თუ კარგად გადახედავთ gpedit, შეგიძლიათ საკმაოდ ბლომად მონაცემები შეცვალოთ იმისათვის, რომ კომპიუტერი თქვენს ჭკუაზე მუშაობდეს, ოღონდ ფრთხილად, ზედმეტად თქვენს ჭკუაზე გადაყვანამ შეიძლება არასტაბილური მუშაობის შედეგი მოგცეთ. (ჰო მართლა ეს ყველაფერი მუშაობს მხოლოდ Professional Edition-ში.)

3. ХР შეიძლება ჩაკეტოთ სხვა მომხმარებლისთვის, ანუ ვთქვათ სამსახურში ან სახლში დაგჭირდათ დროებით მოცილება თქვენი სამუშაო ადგილიდან და არ გსურთ თქვენი პროფილით სხვამ ისეთი ცვლილებები შეიტანოს რაც თქვენ არ გსურთ, ამისათვის არსებობს ორი გზა, თუ არ ჩავთვლით სტანდართულ Log Off-ს. პირველი გზა - ამისათვის Desktop-ზე უნდა შექმნათ ახალი შორტკატი, ანუ მარჯვენა წკაპი მაუსით და ამოირჩიეთ New-> Shortcut. მინდორში location შეიყვანეთ შემდეგი: rundll32.exe user32.dll,LockWorkStation. დაარქვით ამ ღილაკს ნებისმიერი სახელი! შემდგომში ორჯერ ამ ღილაკზე დაწკაპუნება ავტომატურად დაბლოკავს კომპიუტერს და გაგიყვანთ Welcome ეკრანზე. სხვათაშორის იგივე ეფეექტის მიღწევა შეიძლება მეორე გზით უფრო მარტივად ამისათვის დააჭირეთ ორ კლავიშს მიმდევრობით Windows + L, ჯამში იგივეს მიიღებთ.

4. XP-ეს ინსტალაციისას ინსტალერი არ გეკითხებათ თუ რა კომპონენტი გნებავთ და რა არა, თქვენდა დაუკითხავად ყველაფერი ყენდება თქვენს კომპიუტერში, თანაც ზოგიერთი რამის შემდგომში წაშლა შეუძლებელია იმიტომ, რომ Add/Remove -ში ისინი უბრალოდ არ ჩანან. თუ მაინც გაწუხებთ ბოროტი განზრახვა Microsoft-ს ჭკუა ასწავლოთ ამისათვის დაგჭირდებათ Notepad-ი და ფაილი sysoc.inf რომელიც მდებარეობ შემდეგ პაპკაში c:/windows/inf/sysoc.inf, მოძებნეთ და წაშალეთ ყველგან ამ ფაილში სიტყვა hide. შემდეგ შედით Add or Remove Programs-ში გადადით განყოფილებაში Add/Remove Windows Components — და დაინახავთ ყველა იმ პროგრამას რაც თქვენთან აყენია, ახლა კი დაუარეთ და მიაშალეთ ის რაც არ გსურდათ.

5. იმ მომხმარებელმა, რომელმაც ასე თუ ისე იცის თუ როგორ იმუშაოს DOS სესიაში შესაძლებლობა ეძლევათ დამატებითი ბრძანებები გამოიყენონ. ამ ბრძანებებში შედის eventcreate და eventtriggers იმისათვის, რომ შეიქმნას სისტემური შეტყობინებები და თვალყური ადევნოთ მათ, ასევე typeperf იმისათვის ,რომ აკონტროლოდ სხვადასხვა სისტემური კომპონენტების წარმადობა, schtasks ეს ბრძანება კი გამოგადგებათ იმისათვის, რომ მართოთ დაგეგმილი დავალებები. ასევე ყოველი ბრძანებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პარამეტრი /? გამოვა ოპციების სრული ჩამონათვალი, იმედია არ მიწყენთ, რომ აქ არ ვაკეთებთ მათ განმარტებებს, სია საკმაოდ დიდია, ასე რომ ამჯერად თავს ავარიდებთ ამ განმარტებებს.

6. ХР-ში შესაძლებელია IP პროტოკოლის ახალი მე-6 ვერსიის გამოყენება — ეს არის ინტერნეტ პროტოკოლის ახალი ვერსია, რომელიც სავარაუდოდ 2005 წლის ბოლოდან გახდება დეფაქტო. სამწუხაროდ ჯერჯერობით ასეთ მხარდაჭერას არცერთი ინტერნეტ პროვაიდერი არ ახორციელებს არც ჩვენთან და არც საზღვარგარეთ, ამიტომ მასთან ექსპერიმენტებისათვის დაგჭირდებათ ლოკალური ქსელის გამოყენება. RUN-ში აკრიფეთ ipv6 install (ნუ გეშინიათ თქვენი სტანდარტული მიმდინარე პარამეტრები ამასობაში არ შეიცვლება), შემდეგ აკრიფეთ ipv6 /? იგივე ბრძანების ხაზში მიიღებთ დამატებით ინფორმაციას ამ პროტოკოლის შესახებ. ჰო მართლა თუ არ იცით ეს რა ხილია ან რისთვის გამოიყენება შეგიძლიათ გამოტოვოთ და საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება.

7. ახალ ვერსიაში შესაძლებელი გახდა გაშვებული დავალების/პროცესის მოკვლა პირდაპირ ბრძანების ხაზიდან. აკრიფეთ RUN-ში CMD შემდეგ კი აკრიფეთ taskkill /pid და დავალების ან პროცესის ნომერი, ან უბრალოდ tskill და პროცესის ნომერი. პროცესის ნომრის გაგება შეიძლება თუ აკრიფავთ ბრძანებას tasklist, სხვათაშორის ბოლო იძლევა დამატებით ინფორმაციას თუ რა ხდება თქვენს სისტემაში.

8. XP არქივირებულ Zip ფაილებს კითხულობს როგორც პაპკებს — ეს ერთი მხრივ მოსახერხებელია მაგრამ ხშირად პირიქით მოუხერხებელია. განსაკუთრებით თუ ჩქარი მანქანა არა გაქვთ. თუ ამა თუ იმ მიზეზით არ გინდათ, რომ თქვენმა სისტემამ ასე გააგრძელოს მუშაობა მაშინ ბრძანებით მიუთითეთ, რომ დაივიწყოს ეს ცოდნა, ამისათვის აკრიფეთ ბრძანება regsvr32 /u zipfldr.dll. თუ აღარ გინდათ ჭკუა ნაკლული სისტემა მაშინ აკრიფეთ ბრძანება regsvr32 zipfldr.dll და სისტემა ისევ გაიხსენებს თუ როგორ იმუშაოს არქივებთან.

9. ХР-ში არის ჩანერგილი საშუალება, რომელიც გაძლევთ საშუალებას შრიფტები გამოაჩინოთ უფრო ლამაზად და არა დატეხილად, ამ ოფციას ქვია ClearType, სამწუხაროდ სისტემა მას დაყენებისას არ რთავს, იმისათვის, რომ ეს პუნქტი მოქმედებაში მოვიდეს და თვალები დავასვენოთ, განსაკუთრებით კი ლეპტოპებზე საჭიროა გავაკეთოთ შემდეგი: მაუსის მარჯვენა ღილაკზე ერთხელ დაწკაპუნება, ამოირჩიეთ Properties->Appearance->Effects, შემდეგ მეორე ჩამქრალი ჩამოსაშლელი მენიუ ჩართეთ და ამოირჩიეთ ClearType დაეთანხმეთ და მორჩა ყველაფერი წესრიგშია. თუ გსურთ, რომ ClearType ჩანდეს ასევე Welcome ეკრანზე მაშინ რეგისტრში მისამართზე HKEY_USERS/.DEFAULT/Control Panel/Desktop/FontSmoothingType ჩაწერეთ მნიშვნელობა 2.

10. Windows XP საკმაოდ ჯინიანია თავისი განახლებების მიმართ რეგისტრაციებისა და შეტყობინებების მიმართაც, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ თუ თვლით, რომ თქვენ ეს საშინელება არ გჭირდებათ შეგიძლიათ მიმართოთ რეგისტრს და წახვიდეთ მისამართზე HKEY_CURRENT_USER/Software/Microsoft/Windows/Current Version/Explorer/Advanced აქ შექმენით პარამეტრი DWORD ტიპის სახელად EnableBalloonTips მნიშვნელობა კი მიანიჭეთ 0.

11. Internet Explorer 6 შეიძლება ისე დააკონფიგურიროდ, რომ თვითონ წაშლის დროებით ფაილებს. ამისათვის გაუშვით ბროუზერი და მენიუში მონახეთ Tools ->Internet Options ჩანართი Advanced, ჩადით განყოფილებაზე Security და აღნიშნეთ პოზიცია Empty Temporary Internet Files Folder When Browser is Closed.

12. ХР-ს აქვს მშვენიერი მეთოდი გიჩვენოთ ქსელის ინდიკატორი (პატარა კომპიუტერები), ან ინტერნეტ კავშირის კომპიუტერები, ეს ბოლო ლამის დეფაქტოა, მაგრამ რა ვქნათ თუ ქსელის პლატის ინდიკატორს ვერ ვხედავთ (წესით ასეც არის, პრაქტიკულად ყოველთვის უკან აქვს კომპიუტერს ქსელის პლატის ინდიკატორები), ამისათვის აქვს სისტემას თავისი პატარა ინდიკატორები. თუ ასეთი რამ თქვენთან არ ჩანს მაშინ მაუსის მარჯვენა კლავიშით დააწკაპუნეთ My Network Places-ზე ამოირჩიეთ Properties. მარჯვენა წკაპი ქსელის ან dial-up -ის შეერთებაზე, ამოირჩიეთ Properties და გააქტიურეთ Show განყოფილებაში ქსელის მუშაობა. აწი მხიარულად გაანათებს ორი კომპიუტერი როდესაც ქსელში რაიმეს მიმოცვლა მოხდება და უპრობლემოდ გაიგებთ თქვენთან შემომავალ და გამავალ ტრაფიკს.

13. მენიუ Start, თვითონ თვლის რამდენ წამში გამოიშალოს მასზე დაჭერისას, ეს ზოგს საკმაოდ ნელ მოქმედებად მიაჩნია, თუ თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებთ მაშინ შეცვალეთ მისი გააქტიურების სიჩქარე რეგისტრის მნიშვნელობის შეცვლით, ამისათვის რეგისტრში მისამართზე HKEY_CURRENT_USER/Control Panel/Desktop/MenuShowDelay, შეცვალეთ მნიშვნელობა 400, მაგალითად გახადეთ 0-ის ტოლი და მენიუ მომენტალურად გაიხსნება.

14. Windows Explorer-ში შესაძლებელია ფაილების ერთდროულად გადარქმევა. ამისათვის მონიშნეთ ფაილების ჯგუფი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალოთ ერთერთ მათგანზე დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკით და ამოირჩიეთ Rename ან უბრალოდ მონიშვნის შემდეგ დააჭირეთ F2-ს მოგეცემათ შესაძლებლობა ერთ ფაილს შეუცვალოთ სახელი, დათანხმების შემდეგ სხვა ფაილებსაც იგივე სახელი დაერქმევათ ოღონდ ბოლოში ფრჩხილებში მიეწერებათ თავისი რიგის ნომერი.

15. კლავიშების კომბინაცია Windows + Break გაგიხსნით System Properties. ამ შემთხვევაში საჭირო აღარ გახდება მანდამაინც My Computer-ზე მაუსის მარჯვენა ღილაკით დაჭერა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი "კომპინფო"

8-10-2014, 23:45
1436 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.