wol.ge
» » » რამოდენიმე საინტერესო ხერხი windows xp-ს რეგისტრებში

რამოდენიმე საინტერესო ხერხი windows xp-ს რეგისტრებში


სისტემის ჩვენ გემოზე მორგება შესაძლებელია და ეს ხდება რეგისტრებიდან აქ განვიხლოთ რამოდენიმე ხერხი ტესტირება გავლილი აქ windows xp-ზე მაგრამ ზოგი რამ ახალ ვერსიებზეც იმუშავებს

ზოგიერთს უყვარს Desktop-ის დამატება Windows XP-ს Start მენიუში.
ამისათვის მივდივართ რეესტრში მისამართზე:

HKEY_CURRENT_USER \Software \Microsoft \Windows \CurrentVersion \Explorer \User Shell Folders


აქ არის პარამეტრი "Desktop", რომელსაც დეფაულტად აქვს პარამეტრი "%USERPROFILE%\Desktop" (%USERPROFILE% ? ეს მომხმარებლის სახელია). ვცვლით ამ მნიშვნელობას მომხმარებლის სახელზე "%USERPROFILE%\Start Menu\Desktop". გარდა ამისა დასაკოპირებელი ინება პაპკა %USERPROFILE%\Desktop (ეს პაპკა %USERPROFILE% იმყოფება პაპკაში Documents and Settings) შემდეგ მისამართზე %USERPROFILE% \Start Menu \Desktop ამის მერე გადატვირთვა. ამის შემდეგ მენიუში Start, გამოჩნდება საბმენიუ Desktop.

* * *
Windows ХР-My Computer-ში არ არის Dial Up განყოფილება. იმისათვის, რომ შესაბამის პუნქტს მივაგნოთ უნდა შევასრულოთ შემდეგი ოპერაციები: Start-> Control Panel->Network Connections, ეს საკმაოდ მოუხერხებელია. მაგრამ არის შედარებით მარტივი მეთოდი იმისა თუ როგორ გამოვაჩინოთ სასურველი პუნქტი My Computer-ში. ამისათვის ისევ მივდივართ რეესტრში მისამართზე:

HKEY_LOCAL_MACHINE \SOFTWARE \Microsoft \Windows \CurrentVersion \Explorer \MyComputer \NameSpace


აქ უნდა შექმნათ ქვეგანყოფილება (პაპკა) NetConn და პარამეტრს (იგულისხმება Default პარამეტრი) მიანიჭეთ მნიშვნელობა {7007acc7-3202-11d1-aad2-00805fc1270e} (ფიგურული ფრჩხილებიანად).

* * *
ალბათ ნერვებს გიშლით ის გარემოება, რომ ყოველი ჩატვირთვის შემდეგ Windows-ში გიწევთ ინდიკატორ Num Lock-ის ჩართვა,იმისათვსი რომ ეს ოპერაცია ავტომატურად ხდებოდეს საჭიროა რეესტრში: HKEY_CURRENT_USER\Control Panel\Keyboard იპოვეთ პარამეტრი InitialKeyboardIndicators და მიანიჭეთ მას მნიშვნელობა 2. მორჩა, ჩატვირთვის შემდეგ Num Lock-ი თვითონ გადავა მდგომარეობაში On.

* * *
თუ პარამეტრ SnapToDefaultButton -ს მიანიჭებთ მნიშვნელობას 1-ს, მისამართზე:

HKEY_CURRENT_USER \ControlPanel \Mouse


შეგიძლიათ მიაღწიოთ ეფექტს როდესაც მაუსის პოინტერი ავტომატურად გადავა აქტიურ ამომხტარ ფანჯარაზე, იქ სადაც დასაჭერია OK ან Cancel. საკმაოდ მოხერხებული მოვლენაა, მაგრამ დამიჯერეთ ჯერ კიდევ მიჩვევას საჭიროებს.

* * *
შეგიძლიათ Unix -ის ვარიანტი გაათამაშოთ თქვენს სისტემაში კერძოდ კი ფანჯრის ავტომატური აქტივირება (X-maus). DWORD-პარამეტრიActiveWindowTracking რომელიც არის მისამართზე:

HKEY_CURRENT_USER \Control Panel \Mouse


თუ აქ პარამეტრს შეცვლით გადაიყვანთ მნიშვნელობაზე 1 მაშინ ეს ნიშნავს ჩართულია, ხოლო 0 კი ნიშნავს გამორთულია. ამის შედეგად თქვენი მაუსი გააკონტროლებს ფანჯრების აქტივაციას, ჯამში მიიღებთ იგივე ეფექტს როგორსაც იღებენ Unix-ში X-ფანჯრების ვარიანტში.

* * *
ბევრმა არ იცის, რომ შეიძლება ნაგვის წაშლა ისე, რომ ფაილები არ მოხდეს სანაგვე ყუთში. ამისათვის საკმარისია წაშლისას დააჭიროთ ღილაკს Shift. მაგრამ შეგიძლიათ ყველა წაშლა ავტომატურად სანაგვის გვერდის ავლით გააკეთოთ, ამისათვის აირჩიეთ Start->Run აკრიფეთ gpedit.msc, შემდეგ User Configuration, Administrative Templates, Windows Components, Windows Explorer და ჩართეთ ანუ გამოყავით მონიშვნით Do not move deleted files to the Recycle Bin. სხვათაშორის აქვე ბევრ სასარგებლო მნიშვნელობებს იპოვით თუ არ დაიზარებთ და გადახედავთ. ოღონდ დაიმახსოვრეთ რა შეცვალეთ, თორემ შეცვლის შემთხვევაში საქმე ცუდად გექნებათ :-), ჰო მართლა გაითვალისწინეთ, რომ ეს ცვლილება მოქმედებს მხოლოდ Professional Edition-ში. Home Edition-ი უარს გეტყვით იგივეს შესრულებაზე.

* * *
Windows -ში შეგიძლიათ გამორთოთ Task Maneger-ი. უფრო სწორედ შეგიძლიათ გამორთოთ მისი გამოძახება ცნობილი კლავიშების კომბინაციის დაჭერისას Control+alt+del. ამისათვის შექმენით DWORD ტიპის ჩანაწერი DisableTaskMgr პარამეტრით შემდეგ განყოფილებაში: HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Policies\System მნიშვნელობა კი ჩაწერეთ 1. იმისათვის, რომ ხელახლა შესაძლებელი გახდეს Task Maneger-ის გამოძახება, წაშალეთ ეს პარამეტრი ან შეცვალეთ მნიშვნელობა 0-ზე. ჰო მართლა ცვლილების ჯანზე მოყვანისთვის გადატვირთვა არ დაგავიწყდეთ, თუმცა ხანდახან ისედაც მოდის ჯანზე :-)

* * *

ჰოო Windows XP-ში გამოჩნდა შესაძლებლობა მოიხსნას ესა თუ ის საქმე /დავალება პირდაპირ ბრძანების ხაზიდან. ამისათვის უნდა აკრიფოთ taskkill /pid და დავალების ნომერი, ან აკრიფეთ tskill და პროცესის ნომერი. შესაბამისი დავალების ნომრის გაგება შეიძლება თუ აკრიფავთ tasklist, სხვათაშორის აქვე გაიგებთ თუ რომელი პროგრამა რამდენ მეხსიერებას ჭამს.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ინფორმაციის წყარო: ჟურნალი "კომპინფო"

9-10-2014, 01:07
1058 დათვალიერება
ავტორი: admin
  
თქვენ შემოხვედით საიტზე როგორც დაურეგისტრირებელი წევრი. ჩვენ გირჩევთ დარეგისტრირდით ან გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომელიც მიეკუთვნება ჯგუფს სტუმარი, არ აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი ამ სტატიაზე.