FileZilla - FTP სერვერთან კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown )

FileZilla - FTP სერვერთან  კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown )

WEB პროგრამები 13-02-2023, 02:43 Admin 60 0

 თანამედროვე ვებ სამყარო ითხოვს SSL სერთიფიკატს, რა თქმა უნდა არსებობს ფასიანი, უფასო, ნათხოვარი და სხვა ათასი ტიპის. როგორც წესი უფასო ვერსია ხანგრძლივობით და მითუმეტეს დაცვის უსაფრთხოებით არ გამორჩევა. მაგრამ თუ გვინდა რომ თანამედროვე ბრაუზერმა ჩვენი საიტი გახსნას სერთიფიკატის არსებობა აუცილებელია. წინააღმდგე შემთხვევაში მომხმარებელი საკმაოდ საშიშ შეტყობინებას მიიღებს როგორიცაა

კომპიუტერის და ზოგადად ქსელის ელემენტარული ცოდნაც საკმარისია რომ ამ შეტყობინებას გვერდი ავუაროთ და ვებგვერდის გამოყენება გავაგრძელოთ, თან გაითვალისწინეთ ეს მხოლოდ ვებგვერდის პირველად გახსნის დროს ჩნდება, თუ დავაფიქსირებთ რომ რისკების მიუხედავად მზად ვართ გამოვიყენოთ ვებგვერდი, ინფორმაცია ინახება ბრაუზერის ფაილში და შემდეგი შესვლისას ეს შეტყობინება აღარ გამოვა. რა თქმა უნდა ამ გზით რაღაც დოზით უსაფრთხოებაზე უარს ვამბობთ. 

 ამ რისკის გაწევას, რაც არ უნდა კარგი გულის ადამიანები ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებს ვერ ვაიძულებთ და ხშირ შემთხვევაში დავკარგავთ მათ, სწორედ ამიტომ ადმინისტრატორებს უწევთ გადაიხადოთ თანხა და იყიდონ ხარისხიანი დაცვა ან გამოიყენონ უფასო ვერსიები თუმცა ნაკლები გარანტიით.

უფასო ვერსიაც მუშაობს ყოველშემთხვევაში მომხმარებლისთვის მათ შორის სხვაობა თითქმის არ არსებობს, სერვერზე ინსტალაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჰოსტინგის პროვაიდერს ან თავად გაართვათ თავი თუ ამის ცოდნაც გაქვთ.

და ყოველივე ამის გააზრების, ინსტალაციის, პროტოკოლების გასწორების შემდეგ, თქვენმა FileZilla Client-მა  შეიძლება უარი თქვას SSL სერთიფიკატზე არ მოეწონოს მისი ვერსია ან განახლება. აქ უკვე გასწორების რამოდენიმე ხერხის ჩამოთვლა შეიძლება მაგრამ, დასაწყისისთვის ყველაზე მარტივს და პრიმიტიულ შემოგთავაზებთ. მართალია სწორ გზას ვერ დავარქმევთ მაგრამ გააჩნია რა მასშტაბით დაიღალა ადმინისტრატორი (მოკლედ წავა რა).

საქმე შემდეგშია პროგრამა საშუალებას გვაძლევს უბრალოდ თავი ავარიდოთ SSL სერთიფიკატის მოთხოვნას

პარამეტრებში აირჩიეთ File>>Site Manager

გამოსულ ფანაჯარაში, დააჭირეთ New site და შეიყვანეთ სტანდარტული მონაცემები, ხოლო Encryption განყოფილებაში ჩამოსაშლელი მენიუ დააყენეთ Only use plain FTP (insecure)-ზე

დააჭირეთ OK და პროგრამა შეინახავს მონაცემებს. ახალი საიტის შექმნის შემდეგ დასახელება იქნება New site ამის შესაცვლელად მონიშნეთ დასახელება დააჭირეთ Rename ღილაკს და დაარქვით სასურველი სახელი (სიმარტივისთვის უმჯობესია საიტის მისამართი).

თავიდან დასაკავშირებლად შედით იგივე განყოფილებაში მონიშნეთ თქვენი საიტი. აქ მონაცემები უკვე დამახსოვრებულია პაროლის ჩათვლით, საჭიროა მხოლოდ დაკლიკოთ Connect ღილაკზე და FTP ჩაიტვირთება SSL პროტოკოლების გვერდის ავლით. რის აუცილებლობასაც FileZilla Client ამ მომენტამდე გვთხოვდა.


ოფიციალური მისამართი: https://ful.ge/index.php?newsid=10

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: FileZilla, FTP, სერვერი, კავშირი, აღდგენა, Server’s Certificate, Unknown

მსგავსი სტატიები
გვერდის გადამისამართება (Redirect) HTML, PHP, JS

მარტივად და პირდაპირი გზით რომ განვიხილოთ გვერდის გადამისამართება გულისხმობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას,...

სრულად ნახვა 0
ინტერნეტის შექმნის ისტორია

როგორ შეიქმნა ინტერნეტი ? სავარაუდოდ ჩვენი დატვირთული ცხოვრების გარკვეულ მომენტში საკუთარ თავს დავუსვამდით...

სრულად ნახვა 0
FileZilla - FTP სერვერთან  კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown )

თანამედროვე ვებ სამყარო ითხოვს SSL სერთიფიკატს, რა თქმა უნდა არსებობს ფასიანი, უფასო, ნათხოვარი და სხვა...

სრულად ნახვა 0
Web 101 - ნაწილი 1 - 4

წარმოგიდგენთ სასიამოვნო აღმოჩენას, მათვის ვინც დაინტერესებულია პროგრამული ენის სწავლით აქვს უნარი დაინახოს...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში