Ful Ge Everything For You!! / როგორ გამოვიყენოთ Microsoft Office 365 სრულიად უფასოდ

როგორ გამოვიყენოთ Microsoft Office 365 სრულიად უფასოდ

 საოფისე პროგრამები ნებისმიერი კომპიუტერის მომხმარებლის აუცილებელი მოთხოვნაა თან გავითვალისწინოთ ციფრული სამყარო სწორედ ამ მცირე ზომის ფაილებითაა გაწერილი და საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს რომელიც რაც არ უნდა მაღალფარდოვნად ჩანდეს ამ პატარა .txt და მსგავი ტიპის ფაილებმა შექმნეს.


 კომპანია Microsoft -ის როლს აქ ალბათ ყველა ხვდება და Microsoft Office ჰო საერთოდ, ალბათ არ არსებობს მომხმარებელი რომელსაც არ ჰქონია შეხება, არ იცის ან არ გაუგია ამ საოფისე ნაკრების შესახებ. თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენს სჭირდება, ითხოვს, იყენებს და მუშაობს ამ პროგრამაში. არსებობს რა თქმა უნდა ანალოგები და თან უამრავი მაგრამ მათზე ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ.


 პროგრამის ოფიციალური ფასი 100 $ ას არ ცდება უფრო ზუსტად წელიწადში 99,99$ ია და გვაქვს შესაძლებლობა ეს ყველაფერი განვადებით ვიყიდოთ ანუ თვიურად გადავიხადოთ ოღონდ ამ შემთხვევაში 9,99$ თვეში Microsoft 365 Family ვერსიითვის, რაც შეეხება Microsoft 365 Business-ის ფასები შემდეგია:

 ვისთვის როგორ მაგრამ პროგრამის საჭიროებას თუ გავითვალისწინებთ ძალიან იაფია და ჩვენ ჯიბეებს თუ ჩავხედავთ ძალიან ძვირი, თან სულ რაღაც 5 იოდე წლის უკან ეს ნაკრები ყველა ქართულ ვარეზზე უფასოდ ეყარა თან ზოგიც მოდერნიზებული გაუმჯობესებული და ამასთან ერთად დავირუსებული. უფასო ვერსიები დღესაც ოხრად არის, მართალია ქართული ვარეზები გადაშენდნენ იმ ერთის გარდა არ დავასახელებ ისედაც ყველამ იცის (დიდი პატივისცემა მათ თუნდაც წინა წლების გამო) მაინც შეგიძლია გადმოწერო ტორეტებიდან ზემოთ ხსენებული პროდუქცია და გამოიყენო ბედნიერად ყველგან და ყოველთვის. აქ რისკებიც უნდა გავითვალისწინოთ თუ ჩვენ ისეთ დოკუმენტებთან გვიწევს მუშაობა რომ მესამე პირმა არაა აუცილებელი მათ პირდაპირი ეთერით ადევნოს თვალი არ გირჩევს უფასო დაკრეკილი ვერსიების გამოყენებას სხვა შემთხვევაში არაუშავს.


 ახალ ვერსიებში დამატებულია OneDrive cloud რაც საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია შევინახოთ და ერთდროულად რამოდენიმე მოწყობილობით ვაკონტროლოთ მოკლედ როგორც ხდება, აქ ახალი არაფერია სტანდარტული განახლების პაკეტია. cloud ის გამოყენებას რეგისტრაცია სჭირდება და აქ უკვე თანხის გადახდის გარეშე ლეგალური გზით მასთან კავშირს ვერ შევძლებთ.


 მაგრამ თუ შენ ხარ სტუდენტი, მოსწავლე ან მასწავლები გაქვს უნივერსიტეტის ოფიციალური მეილი შეგიძლია ეს ყველაფერი გამოიყენო უფასოდ !!!. ნამდვილად საინტერესო და მიმზიდველია. ამას ოფიციალური გვერდი გვთავაზობს და არა რომელიღაც რუსი ჰაკერი რაც თავისთავად გამორიცხვს დაფიქრების ვარიანტს.

 ჰო გაითვალისწინეთ ქართული სასწავლების ფოსტამ შეიძლება მხოლოდ ონლაინ ვერსიაზე მოგცეთ დაშვება ეს თავისთავად არც ისე კომფორტულია მაგრამ უცხოურის შემთხვევაში დესკტოპ ვერსიაც ჩვეულებრივ მუშაობს. რეგისტრაცია კი შეგიძლიათ მისამართზე

https://www.microsoft.com/en-us/education/products/office


მეტი ინფორმაციის და დეტალებისთვის გთავაზობთ  Kevin Stratvert -ის განხილვას:



უფასო ვერსიის გამოყენებისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართზე  https://www.microsoft.com/en-us/education/products/office



15-12-2021, 22:51
მთავარზე დაბრუნება