გვერდის საბეჭდი ვერსია
Ful.Ge Everything for you !!! / გვერდის გადამისამართება (Redirect) HTML, PHP, JS

გვერდის გადამისამართება (Redirect) HTML, PHP, JS

 მარტივად და პირდაპირი გზით რომ განვიხილოთ გვერდის გადამისამართება გულისხმობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, კერძოდ შეგვყვას X ვებგვერდის მისამართი და რეალურად გადავდივართ სულ სხვა ვებგვერდზე რაც უკვე კონკრეტული ადმინისტრატორის სურვილია და არა ჩვენი თუმცა მხოლოდ ამ კუთხით დანახვა არ იქნება მართალი. ფუნქციას საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიაც შეგვიძლია დავაკისროთ,  გავამარტივოთ საიტის მოხმარება, გავაკეთოთ ერთობლივი სივრცე ერთგვერი ვებგვერდების კრებული და ასე შემდეგ.

 როგორც არაერთხელ ავღნიშნე ამ სამყაროში კონკრეტულ კოდირებას არ აქვს ცალსახა მნიშვნელობა, პირდაპირი მნიშვნელობით დაკავშირებულია ადმინისტრატორის ზრახვებსა მიზანსა თუ შესაძლებლობებზე. ასე რომ თუ უსაფრთხოებას გულისხმობთ თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს აქ უსაფრთხოება უბრალოდ არ არსებობს. ნებისმიერი ვებგვერდის გამოყენებისას და არამარტო ვებგვერდის იმ მომეტიდან როდესაც თქვენ რთავთ კომპიუტერს ძალაუნებურად ხედავთ ან ასრულებთ იმას რაც კონკრეტულ ადმინისტრატორებს სურს.

 ამ შემთხვევაში ფუნქცია გადამისამართება (Redirect) ასრულებს შემდეგ ბრძანებას კონკრეტული გვერდის ჩატვირთვისას ადმინისტრატორს შეუძლია გადაგვამისამართოს აბსოლიტურად სხვა ლინკზე და იქ უკვე რას გააკეთებს მის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მოდი ჩვენ კეთილი მაგალითი განვიხილოთ.

 მაგალითად უკვე გვაქვს დომენი SAITI.GE ამჟამად ტექნიკური ხარვეზი გვაქვს და გვინდა ჩვენი მომხმარებელი ავტომატურად გადამისამართდეს რომელიმე სხვა საიტზე გადამისამართების რამოდენიმე ხერხი არსებობს განვიხილოთ სამი მათგანი HTML, PHP და JS. პირველ რიგში გასათვალისწინებელია რომ თუ ჩვენ უფასო ჰოსტინგებს ვიყენებთ როგორც წესი გატენილია რეკლამებით და შესაძლოა გადამისამართების კოდი შეზღუდული ჰქონდეს, ამ შემთხვევაში სცადეთ სამივე ვარიანტი

1) პირველი არის HTML, ჩასვით სასურველ გვერდზე ან მთავარი გვერდის თავში სადღაც <head> -ის ქვემოთ

<meta http-equiv="refresh" content="5; url=https://სასურველი საიტი/">

კონკრეტულ შემთხვევაში გვერდის გადამისამართება მოხდება 5 წამში, დროის შეცვლა ან გაუქმება რა თქმა უნდა შესაძლებელია.

2) PHP-ისშემთხვევაში

<?php
header("Location: https://სასურველი საიტი.ge/");
exit;
?>


ხოლო თუ გსურთ გადამისამართება მოხდეს 5 წამში


<?php
header('Refresh: 5; URL=https://სასურველი საიტი.ge/');
echo '5 წამში თქვენ გადამისამართდებით სხვა მისამართზე.';
exit;
?>


3) რაც  შეეხება jаvascript-ს კოდი გამოიყურება შემდეგნაირად

   (შესაძლოა არ იმუშაოს კოპირებით და დასჭირდეს ხელით გაწერა)


<script type="text/jаvascript">
location.replace("https://სასურველი საიტი.ge/");
</script>


იმისათვის რომ გადამისამართება 5 წამში მოხდეს

(შესაძლოა არ იმუშაოს კოპირებით და დასჭირდეს ხელით გაწერა)


<script type="text/jаvascript">
setTimeout('location.replace("https://სასურველი საიტი.ge/")', 5000);
</script>


 ამ სამის შემთხვევაში სულ ესაა, ამ კოდირებებს სად და როგორ გამოიყენებთ ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა.

13-02-2023, 03:20
გვერდის ამობეჭდვა
უკან დაბრუნება