FileZilla - FTP სერვერთან კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown ) » Ful.Ge Everything for you !!!
ჩვენი გამოკითხვა

გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი

ყველაზე  რეინტინგული
სარეკლამო ადგილი
სარეკლამო ადგილი
მომხმარებელი საიტზე
მომხმარებელი ონლაინში:
სტუმარი:

FUL.GE
   

 FileZilla - FTP სერვერთან კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown )

საავტორო უფლებები !
სტატია წარმოადგენს როგორც ვებგვერდის ასევე მისი ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას, საიტის ლინკის მითითების გარეშე კოპირება ან გავრცელება აკრძალულია !

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

საინფორმაციო (INFO):

 თანამედროვე ვებ სამყარო ითხოვს SSL სერთიფიკატს, რა თქმა უნდა არსებობს ფასიანი, უფასო, ნათხოვარი და სხვა ათასი ტიპის. როგორც წესი უფასო ვერსია ხანგრძლივობით და მითუმეტეს დაცვის უსაფრთხოებით არ გამორჩევა. მაგრამ თუ გვინდა რომ თანამედროვე ბრაუზერმა ჩვენი საიტი გახსნას სერთიფიკატის არსებობა აუცილებელია. წინააღმდგე შემთხვევაში მომხმარებელი საკმაოდ საშიშ შეტყობინებას მიიღებს როგორიცაა

 კომპიტერის და ზოგადად ქსელის ელემენტარული ცოდნაც საკმარისია რომ ამ შეტყობინებას გვერდი ავუაროთ და ვებგვერდის გამოყენება გავაგრძელოთ, თან გაითვალისწინეთ ეს მხოლოდ ვებგვერდის პირველად გახსნის დროს ჩნდება, თუ დავაფიქსირებთ რომ რისკების მიუხედავად მზად ვართ გამოვიყენოთ ვებგვერდი, ინფორმაცია ინახება ბრაუზერის ფაილში და შემდეგი შესვლისას ეს შეტყობინება აღარ გამოვა. რა თქმა უნდა ამ გზით რაღაც დოზით უსაფრთხოებაზე უარს ვამბობთ. 


 ამ რისკის გაწევას, რაც არ უნდა კარგი გულის ადამიანები ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებს ვერ ვაიძულებთ და ხშირ შემთხვევაში დავკარგავთ მათ, სწორედ ამიტომ ადმინისტრატორებს უწევთ გადაიხადოთ თანხა და იყიდონ ხარისხიანი დაცვა ან გამოიყენონ უფასო ვერსიები თუმცა ნაკლები გარანტიით.


უფასო ვერსიაც მუშაობს ყოველშემთხვევაში მომხმარებლისთვის მათ შორის სხვაობა თითქმის არ არსებობს, სერვერზე ინსტალაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჰოსტინგის პროვაიდერს ან თავად გაართვათ თავი თუ ამის ცოდნაც გაქვთ.


და ყოველივე ამის გააზრების, ინსტალაციის და პროტოკოლების გასწორების შემდეგ, თქვენმა FileZilla Client-მა  შეიძლება უარი თქვას SSL სერთიფიკატზე არ მოეწონოს მისი ვერსია ან განახლება. აქ უკვე გასწორების რამოდენიმე ხერხის ჩამოთვლა შეიძლება მაგრამ, დასაწყისისთვის ყველაზე მარტივს და პრიმიტიურ შემოგთავაზებთ. მართალია სწორ გზას ვერ დავარქმევთ მაგრამ გააჩნია რა მაშტაბით დაიღალა ადმინისტრატორი (მოკლედ წავა რა).


საქმე შემდეგშია პროგრამა საშუალებას გვაძლევს უბრალოდ თავი ავარიდოთ SSL სერთიფიკატის მოთხოვნას

პარამეტრებში აირჩიეთ File>>Site Manager



გამოსულ ფანაჯარაში, დააჭირეთ New site და შეიყვანეთ სტანდარტული მონაცემები, ხოლო Encryption განყოფილებაში ჩამოსაშლელი მენიუ დააყენეთ Only use plain FTP (insecure)-ზე



დააჭირეთ OK და პროგრამა შეინახავს მონაცემებს. ახალი საიტის შექმნის შემდეგ დასახელება იქნება New site ამის შესაცვლელად მონიშნეთ დასახელება დააჭირეთ Rename ღილაკს და დაარქვით სასურველი სახელი (სიმარტივისთვის უმჯობესია საიტის მისამართი).


თავიდან დასაკავშირებლად შედით იგივე განყოფილებაში მონიშნეთ თქვენი საიტი. აქ მონაცემები უკვე დამახსოვრებულია პაროლის ჩათვლით, საჭიროა მხოლოდ დაკლიკოთ Connect ღილაკზე და FTP ჩაიტვირთება SSL პროტოკოლების გვერდის ავლით. რის აუცილებლობასაც FileZilla Client ამ მომენტამდე გვთხოვდა.


დატოვე კომენტარი

დააჭირეთ ღილაკზე კოდის გასაახლებლად, თუ ის არ ჩანს გარკვევით