relatednews.tpl არის სტატიის სრულად აღწერის დიზაინში მდებარე მსგავსი პოსტების დიზაინის ფოლდერი, ტეგი გაწერილია Java -ში და უზრუნველყოფს ამ სტატიის მსგავსი პოსტების მოძიებას და მომხმარებლისთვის შეთავაზებას. ამ სტილის ბევრი სხადასხვა ტეგი არსებობს და ყველა თავისი უნიკალურობით გამოირჩევა
ფუნქციის ასამუშავებლად საჭიროა გააქტიურებული გვქონდეს შესაბამისი ფუნქცია ადმინპანელიდან და სტატიის სრულად აღწერაში ჩასმული იყოს მიმმართველი ლინკი მაგალითად:
{custom template="modules/relatednews" aviable="global" from="0" limit="4" order="rand"}
სადაც მითითებული გვაქვს რომ ამ განყოფილების ჩვენებას უზრუნველყოფს სკრიპტი modules/relatednews ხოლო ამის შემდეგ საქმეში ერთვება განყოფილების დიზაინის ფოლდერი და მისი სახელია relatednews.tpl აქ იწერება დიზაინის კოდი.
relatednews.tpl - ში ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი დიზაინის გაწერა შეგვიძლია ან თუ გამზადებულ დიზაინს ვიყენებთ ისედაც იქნება კოდირება მაგრამ დღეს ჩვენ {full-link}ლინკის შეცდომაზე ვისაუბროთ.
{full-link} ნიშნავს სტატიის სრულად გახსნის ტეგს, მარტივად რომ ვთქვათ როდესაც ჩვენ სტატიის სათაურზე ან ფოტოზე ან სრულად ნახვაზე ვაჭერთ მიმართვა სწორედ ამ ტეგზე ხდება და რადგან ტეგს კონკრეტული მნიშვნელობა უკვე მინიჭებული აქვს ძრავში გადადის მისამართზე სადაც სტატია სრულად არის ნაჩვენები.
როდესაც მსგავს სტატიები გვიყენია საიტზე ამ ტეგის არსებობა აუცილებელია რადგან მომხმარებელმა არამარტო ნახოს სტატიები არამედ გადავიდეს კიდეც მათზე და გახსნას თუ რა თქმა უნდა დააინტერესა. ამიტომ მსგავსი სტატიების ლინკად გამოიყენება {full-link}
თუმცა შეიძლება ლინკზე არ გადავიდეს და მიიღოთ მსგავსი შეცდომა /%7Bfull-link%7D საიტი დაგიწერთ რომ ლინკი არ არსებობს ან თქვენ არ გაქვთ მისი ნახვის უფლება, შეცდომა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მსგავსი სტატიების გარდა საიტზე გვიყენია პოპულარული სტატიების ჩვენება მისი დიზაინის ფოლდერია topnews.tpl და აქაც დაახლოებით იგივე ტეგები გამოიყენება.
ორ მსგავს სკრიპტში რატომღაც ტეგი {full-link} არ მუშაობს გამართულად ამიტომ საჭიროა ერთერთში შეიცვალოს ალტერნატიულით მისი ალტერნატივა არის {link} შეგვიძლია relatednews.tpl - ში სტატიის სრულად გახსნის ტეგი {full-link} შევცვალოთ ტეგით {link} და პრობლემა ორივე სკრიპტისთვის მოგვარებულია.
მაგალითად მსგავსი პოსტების სრულად ნახვის ლინკი თუ მის სათაურზე გვაქვს მიმაგრებული, დაახლოებით ამ ტიპის იქნება:
<h3 class="რაღაცა" style="margin:0 0"><a href="{full-link}" style="font-size:14px">{title limit="60"}</a></h3>
უნდა შეიცვალოს ლინკით:
<h3 class="რაღაცა" style="margin:0 0"><a href="{link}" style="font-size:14px">{title limit="60"}</a></h3>