%7Bfull-link%7D - {full-link} - ის შეცდომა relatednews.tpl - ში

%7Bfull-link%7D - {full-link} - ის შეცდომა relatednews.tpl - ში

DataLife Engine (DLE) 28-02-2023, 19:21 Admin 41 0

 relatednews.tpl არის სტატიის სრულად აღწერის დიზაინში მდებარე მსგავსი პოსტების დიზაინის ფოლდერი, ტეგი გაწერილია Java -ში და უზრუნველყოფს ამ სტატიის მსგავსი პოსტების მოძიებას და მომხმარებლისთვის შეთავაზებას. ამ სტილის ბევრი სხადასხვა ტეგი არსებობს და ყველა თავისი უნიკალურობით გამოირჩევა

 ფუნქციის ასამუშავებლად საჭიროა გააქტიურებული გვქონდეს შესაბამისი ფუნქცია ადმინპანელიდან და სტატიის სრულად აღწერაში ჩასმული იყოს მიმმართველი ლინკი მაგალითად:

{custom template="modules/relatednews" aviable="global" from="0" limit="4" order="rand"}

სადაც მითითებული გვაქვს რომ ამ განყოფილების ჩვენებას უზრუნველყოფს სკრიპტი modules/relatednews ხოლო ამის შემდეგ საქმეში ერთვება განყოფილების დიზაინის ფოლდერი და მისი სახელია relatednews.tpl  აქ იწერება დიზაინის კოდი.

relatednews.tpl  - ში ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი დიზაინის გაწერა შეგვიძლია ან თუ გამზადებულ დიზაინს ვიყენებთ ისედაც იქნება კოდირება მაგრამ დღეს ჩვენ  {full-link}ლინკის შეცდომაზე ვისაუბროთ.

 {full-link} ნიშნავს სტატიის სრულად გახსნის ტეგს, მარტივად რომ ვთქვათ როდესაც ჩვენ სტატიის სათაურზე ან ფოტოზე ან სრულად ნახვაზე ვაჭერთ მიმართვა სწორედ ამ ტეგზე ხდება და რადგან ტეგს კონკრეტული მნიშვნელობა უკვე მინიჭებული აქვს ძრავში გადადის მისამართზე სადაც სტატია სრულად არის ნაჩვენები.

როდესაც მსგავს სტატიები გვიყენია საიტზე ამ ტეგის არსებობა აუცილებელია რადგან მომხმარებელმა არამარტო ნახოს სტატიები არამედ გადავიდეს კიდეც მათზე და გახსნას თუ რა თქმა უნდა დააინტერესა. ამიტომ მსგავსი სტატიების ლინკად გამოიყენება  {full-link}

თუმცა შეიძლება ლინკზე არ გადავიდეს და მიიღოთ მსგავსი შეცდომა /%7Bfull-link%7D საიტი დაგიწერთ რომ ლინკი არ არსებობს ან თქვენ არ გაქვთ მისი ნახვის უფლება, შეცდომა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მსგავსი სტატიების გარდა საიტზე გვიყენია პოპულარული სტატიების ჩვენება მისი დიზაინის ფოლდერია topnews.tpl და აქაც დაახლოებით იგივე ტეგები გამოიყენება.

ორ მსგავს სკრიპტში რატომღაც ტეგი {full-link} არ მუშაობს გამართულად ამიტომ საჭიროა ერთერთში შეიცვალოს ალტერნატიულით მისი ალტერნატივა არის  {link} შეგვიძლია relatednews.tpl - ში სტატიის სრულად გახსნის ტეგი {full-link}  შევცვალოთ  ტეგით {link} და პრობლემა ორივე სკრიპტისთვის მოგვარებულია. 

მაგალითად მსგავსი პოსტების სრულად ნახვის ლინკი თუ მის სათაურზე  გვაქვს მიმაგრებული, დაახლოებით ამ ტიპის იქნება:

<h3 class="რაღაცა" style="margin:0 0"><a href="{full-link}" style="font-size:14px">{title limit="60"}</a></h3>

უნდა შეიცვალოს ლინკით:

<h3 class="რაღაცა" style="margin:0 0"><a href="{link}" style="font-size:14px">{title limit="60"}</a></h3>


ოფიციალური მისამართი: https://ful.ge/index.php?newsid=20

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: dle, full-link, შეცდომა, relatednews.tpl, topnews.tpl

მსგავსი სტატიები
ZipArchive support Error - არქივის შეკუმშვის პრობლემა XAMPP PHP 8.** ში

კლასი ZipArchive პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ და არქივის შენახვის ერთერთი კლასია, მსგავსი...

სრულად ნახვა 0
იკონები ფონტში - fontawesome.com

ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და...

სრულად ნახვა 0
convertio.co - ფაილების კონვერტირება ონლაინ

ფაილების კონვერტირება ერთერთი აუცილებელი პროცედურაა თითქმის ნებისმიერ კომპიუტერულ საქმიანობაში, არ აქვს...

სრულად ნახვა 0
რა არის არქივი  WinRAR 6.20  3264 bit

ალბათ ბევრს გიმუშავიათ WinRAR-თან და არაერთი არქივი გაგიხსნიათ მისი საშუალებით. სწორედ ამის ბრალია რომ...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში