კლასი ZipArchive პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ და არქივის შენახვის ერთერთი კლასია, მსგავსი შეცდომა შეიძლება აჩვენოს ყველა იმ შემთხვევაში როდესაც PHP ვერ იპოვის ამ კლასს და მუშაობისთვის სჭირდება.
განვიხილოთ ვერსია როდესაც კონკრეტულ პროგრამაში ვმუშაობთ ამ შემთხვევაში XAMPP, აქ ბოლო განახლებაში გამოიყენება PHP ვერსია 8.2 . ლოკალურ სერვერზე მუშაობისათვის, ძრავის ინსტალაციის ან პროგრამის გაწერის, ნებისმიერ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიყენებთ არქივს გვჭირდება მისი შეკუმშვა, შესაძლოა მივიღოთ შეცდომის შეტყობინება:
შეცდომის ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ან ვიზუალურად სხვა ტიპის მაგრამ აზრი ერთი იქნება ეს ნიშნავს რომ PHP ვერ პოულობს არქივის შეკუმშვის კლასს, და სულაც არ ნიშნავს რომ XAMPP- ს ეს კლასი არ გააჩნია, საჭიროა მისი გააქტიურება.
ამისათვის მიმართეთ განყოფილებას \xampp\php\php.ini
მოძებნეთ ხაზი:
;extension=zip
და გააქტიურეთ ; ის მოხსნით
extension=zip
შეინახეთ ფაილი, შემდეგ გადატვირთეთ Apache.
კარგ შემთხვევაში თქვენ აღარ მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას.