ZipArchive support Error - არქივის შეკუმშვის პრობლემა XAMPP PHP 8.** ში

PHP / MYSQL / CSS / HTML 15-03-2023, 11:34 admin 36 0
კლასი ZipArchive პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ და არქივის შენახვის ერთერთი კლასია, მსგავსი შეცდომა შეიძლება აჩვენოს ყველა იმ შემთხვევაში როდესაც PHP ვერ იპოვის ამ კლასს და მუშაობისთვის სჭირდება.
განვიხილოთ ვერსია როდესაც კონკრეტულ პროგრამაში ვმუშაობთ ამ შემთხვევაში XAMPP, აქ ბოლო განახლებაში გამოიყენება PHP ვერსია 8.2 . ლოკალურ სერვერზე მუშაობისათვის, ძრავის ინსტალაციის ან პროგრამის გაწერის, ნებისმიერ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიყენებთ არქივს გვჭირდება მისი შეკუმშვა, შესაძლოა მივიღოთ შეცდომის შეტყობინება:
შეცდომის ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ან ვიზუალურად სხვა ტიპის მაგრამ აზრი ერთი იქნება ეს ნიშნავს რომ PHP ვერ პოულობს არქივის შეკუმშვის კლასს, და სულაც არ ნიშნავს რომ XAMPP- ს ეს კლასი არ გააჩნია, საჭიროა მისი გააქტიურება.
ამისათვის მიმართეთ განყოფილებას \xampp\php\php.ini
მოძებნეთ ხაზი:
;extension=zip
და გააქტიურეთ ; ის მოხსნით
extension=zip
შეინახეთ ფაილი, შემდეგ გადატვირთეთ Apache.
კარგ შემთხვევაში თქვენ აღარ მიიღებთ შეცდომის შეტყობინებას.



ოფიციალური მისამართი: https://ful.ge/index.php?newsid=22
გადმოწერის ლინკი: არ არის მითითებული
ტეგები: ZipArchive, support, Error, არქივი, შეკუმშვა, პრობლემა, XAMPP, PHP

ალბათ ბევრს გიმუშავიათ WinRAR-თან და არაერთი არქივი გაგიხსნიათ მისი საშუალებით. სწორედ ამის ბრალია რომ...
სრულად ნახვა 0
ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და...
სრულად ნახვა 0
შეცდომა რომელმაც შესაძლოა ძალიან ბევრი დრო და ენერგია წაგართვათ, რთულია როცა მართალი ხარ კოდირებები სწორია...
სრულად ნახვა 0
საოფისე პროგრამები ნებისმიერი კომპიუტერის მომხმარებლის აუცილებელი მოთხოვნაა თან გავითვალისწინოთ ციფრული...
სრულად ნახვა 0