Adobe Photoshop - სწრაფი ღილაკები

Adobe Photoshop - სწრაფი ღილაკები

Adobe Photoshop 13-02-2023, 03:15 Admin 48 0

 Adobe Photoshop -ის შესახებ ალბათ ყველას გაუგია, ნებისმიერ მომხმარებელს რომელიც გავლილი მაინც არის ფოტო რედაქტირებასთან ყური მაინც ექნება მოკრული მის შესაძლებლობებზე და ეს მართლაც ასეა. მართალია არსებობს უამრავი პროგრამა რომელიც არანაკლებ და უფრო მარტივადაც ამუშავებს ფოტოებს, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველა ეს რედაქტორი ერთად რომ შეკრიბო აუცილებლად უნდა დავუმატოთ გრაფიკული ცოდნა და ნამდვილად ძლიერ იარაღს მივიღებთ.


 პროგრამამ იმდენად გაითქვა სახელი რომ ნებისმიერი ტიპის ფოტოს დამუშავებს "ფოტოშოპს" აწერენ. აქ ორივე მხარე კმაყოფილია ვინც ფოტოს ნახავს მიღებული შედეგით, ხოლო ვინც დაამუშავებს თავისი შესაძლებლობით. მოკლედ რომ ვთქვათ გრაფიკოსებისთვის განუყრელი მეგობარია, დამწყებებისთვის საოცნებო. მის აურაცხელ ფუნქციონალში არის სტანდარტული მარტივი ბრძანებები როგორიცაა ფაილის გახსნა, დახურვა, შენახვა, გარკვეული ტიპის მოქმედებები, რაც გრაფიკოსებმა გამრავლების ტაბულასავით იციან და ამ ენაზეც მარტივად საუბრობენ, რადგან აქ სტანდარტული მომხმარებელიც არაფერს დააშავებს შემოგთავაზებ მარტივ ბრძანებებს რომლიც გაგიმარტივებთ პროგრამასთან მუშაობას და უფრო მოსახერხებელს გახდის მას თქვენთვის.


Ctrl+N - გახსნის ფანჯარას ახალი დოკუმენტის შესაქმნელად. 
Ctrl+O - გახსნის ფანჯარას სურათის ასარჩევად თქვენი კომპიუტერიდან.
Ctrl+S - გაიხსნება ფანჯარა აქტიური დოკუმენტის შესანახად.
Ctrl+W - აქტიური დოკუმენტი დაიხურება.
Alt+Ctrl+W - ყველა აქტიური დოკუმენტი დაიხურება.
Ctrl+Q - პროგრამიდან გასვლა.
Ctrl+P - გაიხსნება ფანჯარა ამ დოკუმენტის დასაბეჭდად.

Ctrl+J - შეიქმნება ამ დოკუმენტის ასლი.
Ctrl+A - მოინიშნება მთელი დოკუმენტი.
Ctrl+D - არჩეული მონიშვნა გაუქმდება.
Ctrl+Shift+D - ბოლოს გაუქმებული მონიშვნა ისევ დაბრუნდება.
Ctrl+C - მონიშნული ნაწილის კოპირება.
Ctrl+X - მონიშნული ნაწილის ამოჭრა.
Ctrl+V - მონიშნული ნაწილის ჩასმა (უკვე კოპირების გამოყენების შემთხვევაში).
Ctrl+Alt+Z - ბოლო მოქმედების გაუქმება.
Ctrl+Shift+Z - ბოლო გაუქმებული მოქმედების დაბრუნება.


Ctrl+Alt+I - გაიხსნება სურათის ზომის შეცვლის ფანჯარა.
Ctrl+U - გაიხსნება სურათისთვის ფონის შეცვლის ფანჯარა.
Ctrl+T - ტრანსპორმაციის თავისუფალი სტილი.
Ctrl+Shift+K - გაიხსნება ფერების ატვირთვის და მართვის განყოფილება.
Alt+Shift+Ctrl+M - გაიხსნება მენიუს ვიზუალური შეცვლის პარამეტრი.
Ctrl+Shift+N - გაიხსნება ფანჯარა ახალი ფენის შესაქმნელად.
Del - აქტიური ფენა წაიშლება .
Ctrl+Shift+E - ყველა ფენა გაერთიანდება ერთში.

Ctrl+E - აქტიური ფენა გაერთიანდება წინა ფენასთან.
Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, მაუსის დახმარებით შესაძლებელია ფოტოს გადიდება და დაპატარავება.
Ctrl+1 - სურათი გამოჩნდება რეალური ზომით.
Ctrl+0 - სურათი გაიშლება ეკრანზე მაქსიმალურად.
ღილაკი F შეცვლის ფოტოშოპის ვიზუალურ მხარეს შემდეგნაირად:
1. სტანდარტული ჩვენება
2. მხოლოდ მთავარი მენიუს ჩვენება.
3. სრული ეკრანის რეჟიმი.
Ctrl+R - ინსტრუმენტებს დაემატება სახაზავი, ხელმეორედ Ctrl+R დაჭერის შემთხვევაში სახაზავი გაქრება.
Shift+F5 - გაიხსნება აქტიური ფენის მართვა.


ამ დროისთვის საკმარისია, დასამახსოვრებლად გაქვთ დრო, მოგვიანებით კიდევ შემოგთავაზებთ


ოფიციალური მისამართი: https://ful.ge/index.php?newsid=13

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: Adobe, Photoshop, სწრაფი, ღილაკები

მსგავსი სტატიები
ZipArchive support Error - არქივის შეკუმშვის პრობლემა XAMPP PHP 8.** ში

კლასი ZipArchive პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ და არქივის შენახვის ერთერთი კლასია, მსგავსი...

სრულად ნახვა 0
იკონები ფონტში - fontawesome.com

ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და...

სრულად ნახვა 0
convertio.co - ფაილების კონვერტირება ონლაინ

ფაილების კონვერტირება ერთერთი აუცილებელი პროცედურაა თითქმის ნებისმიერ კომპიუტერულ საქმიანობაში, არ აქვს...

სრულად ნახვა 0
რა არის არქივი  WinRAR 6.20  3264 bit

ალბათ ბევრს გიმუშავიათ WinRAR-თან და არაერთი არქივი გაგიხსნიათ მისი საშუალებით. სწორედ ამის ბრალია რომ...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში