იკონები ფონტში - fontawesome.com

იკონები ფონტში - fontawesome.com

პროგრამირება / PHP / MYSQL / CSS / HTML / ვებგვერდები 26-02-2023, 17:40 admin 43 0

 ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და უმჯობესდება, თუ ადრე ვებმასტერებს გვიწევდა ყველა იკონი PNG ფორმატში დაგვეხატა, დღეს უკვე იგივე ნახატის გამოტანა ფონტებითაც შეგვიძლია.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ შეგვიძლია მივიღოთ გამოსახულება ისე როგორც მაგალითად ემოჯია. აქ ორი შესაძლო ვარიანტი გვაქვს ვფლობეთ CSS, JAVA ენებს იმ დონეზე რომ კოდირებით დავხატოთ ფიგურები და ავტვირთოთ კოდირება ჩვენს სერვერზე ან გამოვიყენოთ სხვა სერვერზე განთავსებული სკრიპტი.

დღეს მეორე მაგალითი განვიხილოთ:

https://fontawesome.com/ არის ვებგვერდი რომელიც გვეხმარება ამ საკითხში, იკონების გამოყენება სხვა ბევრი დანიშნულებითაც შეგვიძლია მითუმეტეს თუ მის კოდირებაზე ჩვენს მაგივრად სხვამ იწვალა.

ასევე გაითვალისწინეთ ფონტში გაწერილ იკონები ბევრად მიმზიდველად გამოიყურება ვიდრე ფოტოებით აწყობილი ვებგვერდი, მაგალითად იზრდება ჩატვირთვის სიჩქარე არ გვაქვს იკონის მორგების პრობლემა თუ ვებგვერდი განკუთვნილია როგორც კომპიუტერის ასევე მობილურის მომხმარებლებისთვის და ა.შ

იკონის გადმოტანა https://fontawesome.com -იდან ჩვენს სერვერზე საკმაოდ მარტივია შევიდეთ ვებგვერდზე  მენიუში აირჩიეთ განყოფილება ICONS შემდეგ სასურველი კატეგორია, აქ უკვე სასურველი იკონი და ჩვენ მივიღებთ შესაბამის HTML კოდირებას.

მაგალითად კოდის ან ნებისმიერი ტექსტის წერის დროს რომელიც იწერება HTML-ში გვინდა გამოვსახოთ სიმბოლო      საიტზე შეგვიძლია ვიპოვოთ სიმბოლო და მისი HTML კოდი არის შემდეგი 

<i class="fa-sharp fa-solid fa-hand"></i>

ვაკოპირებთ კოდს სასურველ ადგილას და ჩვენ უკვე გვაქვს ფიგურა სხვა ზედმეტი ძალისხმებვის გარეშე.

ოფიციალური მისამართი: https://fontawesome.com/

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: იკონები, ფონტი, icons, font

მსგავსი სტატიები
რა არის არქივი  WinRAR 6.20  3264 bit

ალბათ ბევრს გიმუშავიათ WinRAR-თან და არაერთი არქივი გაგიხსნიათ მისი საშუალებით. სწორედ ამის ბრალია რომ...

სრულად ნახვა 0
იკონები ფონტში - fontawesome.com

ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და...

სრულად ნახვა 0
Youtube error An error occurred. Please try again later

შეცდომა რომელმაც შესაძლოა ძალიან ბევრი დრო და ენერგია წაგართვათ, რთულია როცა მართალი ხარ კოდირებები სწორია...

სრულად ნახვა 0
როგორ გამოვიყენოთ Microsoft Office 365 სრულიად უფასოდ

საოფისე პროგრამები ნებისმიერი კომპიუტერის მომხმარებლის აუცილებელი მოთხოვნაა თან გავითვალისწინოთ ციფრული...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
ბოლო კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში