ინტერნეტის შექმნის ისტორია

ინტერნეტის შექმნის ისტორია

შემეცნებითი / ინტერნეტი 23-03-2023, 15:46 Admin 247 0

როგორ შეიქმნა ინტერნეტი ? 

სავარაუდოდ ჩვენი დატვირთული ცხოვრების გარკვეულ მომენტში საკუთარ თავს დავუსვამდით კითხვას „როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება იმ ტექნოლოგიური მიღწევების გარეშე რაც დღეს არსებობს?“

ჩვეულებრივ ჩვენთვის რთულია ამ ტიპის მოსაზრებებზე ფიქრი რადგან ვცხოვრობთ სამყაროში სადაც თითქოს არაფერი არ არის გასაკვირი, თითქოს ყველაფერი რამაც შეიძლება ცხოვრება გაგვიმარტივოს გამოგონებულია ან განვითარების გზაზეა, თუმცა ყველაფერი თავიდანვე ასე არ იყო მოწყობილი და კაცობრიობას ამ შედეგის მისაღებად ისტორიის დიდი წიგნის დაწერა მოუწია.

ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ტექნოლოგია რომელსაც ახლა ვიყენებთ სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ არ არსებობდა, ყველა ის თანამედროვე მოწყობილობა რის გარეშეც დღეს ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია ოდასღაც მხოლოდ იდეის დონეზე იყო და ჩვენ ვართ სწორედ ის თაობა ვინც ტექნოლოგიური განვითარების რეკორდი მოხსნა სრულიად კაცობრიობის ისტორიაში.

მაგალითად წარმოვიდგინოთ ელექტროენერგიის გათიშვა, ენერგია რომლის გარეშეც არსებობა ძალიან გაგვიჭირდებოდა თუმცა თანამედროვე სამყაროს შეუძლია შემოგვთავაზოს ენერგიის მიღების ათეულობით ხერხი და პრობლემის გადაჭრის უამრავი გზა, ეს სწორედ ის განვითარების საფეხურია რომელიც ჩვენს წინა თაობას არ ჰქონდა.

სწორედ ერთ-ერთი რევოლუციური გამოგონება რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა ინტერნეტია, იმდენად ღრმად დაიდო საფუძველი თითქოს ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, შეცვალა ხედვა და გახდა ადამიანის სხეული ნაწილი. ჩვენ ვართ მომხმარებლების პირველი თაობა რომლებმაც ნახეს ინტერნეტის დაბადება, რადგან მისი არსებობა არც კი ვიცოდით ბავშვობაში.

ინტერნეტის  მთავარი დადებითი თვისება არის ინფორმაცია, მისი მიღება უსწრაფესად ცოდნის გაზიარება და ათვისების ის დონე რაც წინა თაობას ვერც კი წარმოედგინა. როცა თანამედროვე ბავშვებს ნებისმიერი კითხვა უჩნდებათ მათ აქვს Wikipedia რაც დამეთანხმებით ადრე ნამდვილად არ არსებობდა, აქვთ უამრავი ხელსაწყო ინფორმაციის მისაღებად ცოდნის გასამტიცებლად და ბევრად სწრაფად ახდენენ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ეს სამყარო როგორც უკვე ავღნიშნე ახალ დაბადებულია და ჯერ კიდევ ბორძიკით დადის ასე რომ კაცმა არ იცის ფეხზე მყარად გამართული რა შედეგს მოიტანს, მოდით სულ რაღაც 30 წლით უკან გადავიწიოთ და ვცადოთ საწყისი ეტაპების გარკვევა.

World Wide Web დაიბადა 1991 წელს და სულ რაღაც რამოდენიმე წელი დასჭირდა რომ გამხდარიყო უდიდესი გლობალური ქსელი, მათ შორის ისეთი როგორიც არის დღეს და ვიყენებთ ყოველდღიურობაში, როგორც ჩვენი შეუცვლელი ელემენტი სამუშაო გარემოსთვის, გართობის და დასვენების მხრივაც კი. ალბათ წარმოუდგენელია იმაზე ფიქრიც კი რა მოხდება თუ ერთ დღესაც ეს მძლავრი ინსტრუმენტი დავკარგეთ. გადავიდეთ კიდევ უფრო გვიან წარსულში:

როგორც უკვე ვთქვით World Wide Web (WWW) -ის დასაწყისად 1990 – 1993 წლები მოიხსენიება მაგრამ ეს სულც არ ნიშნავს რომ ადრე აქ არაფერი ხდებოდა თან Web - ი და ინტერნეტი აბსოლიტურად სხვადასხვა რამეა. ნამდვილი ისტორია  გაცილებით საინტერესო და პარადოქსულია იმ მხრივ რომ კაცობრიობის ყველაზე მძლავრი იარაღი შექმნილია ომის დროს, სწორედ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო ძლიერი კონკურენცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის და დიახ გინდ დაიჯერეთ გინდ არა ინტერნეტი არის სამხედრო პროექტი რომლის პირველ ნაბიჯებად 60 იანი წლები დასახელდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა ექსკლუზიურად სამხედრო ინფორმაციული ქსელის შექმნის მოთხოვნა რაც საშუალებას მისცემდა, რუსეთის შეტევის შემთხვევაში მიეღო ინფორმაცია ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, საპასუხო აგრესიის გამოსავლენად და ასე გაჩნდა ქსელი რომლის სახელიც გახლდათ ARPANET -ი.


სისტემა, რომელიც მხოლოდ ოთხი კომპიუტერისგან შედგებოდა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტში მდებარეობდა. ამ ინიციატივის წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, უკვე არსებობდა 40 კომპიუტერი, რომლებიც ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ამის შემდეგ ტექნოლოგიას განვითარება არასდროს შეუნელებია.


TCP პროტოკოლი:


ცოტა ხნის შემდეგ არსებულმა ქსელმა განვითარება მოითხოვა და შეიქმენა ე. წ  TCP პროტოკოლი.  

TCP(Transmission Control Protocol/გადაცემის მართვის პროტოკოლი) შეიქმნა 1973-1974 წლებში მკვლევარების ვინტ სერფის და რობერტ კანის მიერ და ძირითადად შედგება მრავალი კავშირისა და მონაცემთა ნაკადის სატრანსპორტო ქსელისგან, ანუ მათი უსაფრთხოდ გაგზავნისა და მიღებისგან.

ამ ტექნოლოგიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს რომ დღემდე გამოიყენება როგორც კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაზიარების ძირითადი მექანიზმი და მისი არქიტექტურა  მხარს უჭერს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას ინტერნეტში როგორებიცაა HTTP, SMT, SSH და FTP აპლიკაციების პროტოკოლები.

1985 წლისთვის ეს იყო ახალი ტექნოლოგია, რომელიც სრულად დამკვიდრდა კომპიუტერულ სამყაროში, თუმცა მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისთვის. მისი ბოლო ნაბიჯი იყო მსოფლიოს ყველა წერტილში მიღწევა რაც ძალიან მალე მოხდა.

1990 წელს ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრიში (CERN) ტიმ ბერნერსი ხელმძღვანელობდა კვლევებს, რომელიც მონაცემთა შენახვისა და მოძიების საშუალებას იძლევა. მისმა ნამუშევარმა შედეგი გამოიღო, 1991 წელს შეიქმნა "მსოფლიო ქსელი" (WWW) სამი ახალი ინსტრუმენტის გამოყენებით: HTML, TPP და პროგრამა, რომელსაც ეწოდება ბრაუზერი (Browser).

კომპიტერული ქსელის ამ პროგრამის წარმატებით შემოწმების შემდეგ იგი  ფართო საზოგადოებისთვის დაშვებული იქნა 1993 წელს ისტორიაში პირველი საძიები სისტემა Wandex -ის მეშვეობით. რომელიც ემსახურებოდა გვერდების ინდექსს, დახარისხებას და იდენტიფიცირებას.  ხოლო პირველი ბროუზერი გახლდათ NCSA Mosaic.

სწორედ ამ დამსუხერების გამო ტიმ ბერნერსი მოისაზრება Web-ის დამფუძნებლად, რაც შეიძლება ცოტა გაზვიადებულიც იყოს რადგან მისი შედეგი ეფუძნება ყველა იმ კვლევას რაც ჩატარებულა XX საუკუნეში. მან ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღო ის შედეგი თუმცა საბოლოო საქმეში ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის.

საბოლოოდ ინტერნეტი არ იყო მარტივი პროექტი და არც ერთ ღამეში შემოსულა ჩვენს  ცხოვრებაში, მას პირველი ნაბიჯებიდან დღემდე ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდა. სწორედ  ეს გვაძლევს პასუხისმგებლობას მივიღოთ კაცობრიობის ეს უდიდესი საჩუქარი რომელიც ადამიანურმა გონებამ მოგვცა. ჩვენზეა დამოკიდებული გამოვიყენებთ მას ჩვენი განვითარებისთვის ინფორმაციის, ცოდნის მისაღებად თუ უბრალო გასართობად და დროის გასატარებლად.

გაითვალისწინეთ:

ცოდნა და განათლება ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე დიდი კაპიტალირომელიც მის მფლობელს უშრეტად შეუძლია, რომ გამოიყენოსგანათლება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სავალ გზაზე ყველაზე საიმედო გასაღებია.
                               ილია ჭავჭავაძე

ქართული ინტერნეტი:

პირველი ქართული (ქართულ ენაზე შესრულებული) საიტი შეიქმნა 1996 წლის დასაწყისში. შექმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელმა ევროპაში რენო სირაძემ (ფინეთი) - ეს იყო „დედაენა“ (იხ.: გაუნიკოდებული ასლი)

პირველი ქართული ვებ საიტი რომელიც უნიკოდ კოდირებაზე იყო დაფუძნებული და ზოგადად მეორე ქართული ვებ საიტი გახდა შავლეგო დაარსებული 1996 წელს BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ.

ინტერნეტ ტექნოლოგიებისადმი და ინტერნეტში ქართული დამწერლობის გამოყენებისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ვებ საიტი გახდა „ქართული ვების ტიპოგრაფია“ დაარსებული 1997 წლის დასაწყისში BPG-InfoTech-ის (ბესარიონ გუგუშვილი, ფინეთი) მიერ - იყენებს უნიკოდ კოდირებასა და დინამიურ ფონტებს.

პირველი ქართული წარმოების უნიკოდ ფონტები ინტერნეტისა და ვებისათვის გახდნენ:

BPG-InfoTech-ის - (ბესარიონ გუგუშვილის) მიერ შექმნილი

BPG SanSer, BPG Classic - რენო სირაძის შექმნილი


ოფიციალური მისამართი: https://ful.ge/index.php?newsid=23

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: ინტერნეტი, შექმნა, ქართული, როგორ, ისტორია

მსგავსი სტატიები
ZipArchive support Error - არქივის შეკუმშვის პრობლემა XAMPP PHP 8.** ში

კლასი ZipArchive პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ და არქივის შენახვის ერთერთი კლასია, მსგავსი...

სრულად ნახვა 0
იკონები ფონტში - fontawesome.com

ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და...

სრულად ნახვა 0
convertio.co - ფაილების კონვერტირება ონლაინ

ფაილების კონვერტირება ერთერთი აუცილებელი პროცედურაა თითქმის ნებისმიერ კომპიუტერულ საქმიანობაში, არ აქვს...

სრულად ნახვა 0
რა არის არქივი  WinRAR 6.20  3264 bit

ალბათ ბევრს გიმუშავიათ WinRAR-თან და არაერთი არქივი გაგიხსნიათ მისი საშუალებით. სწორედ ამის ბრალია რომ...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში