მომხმარებლის ბლოკირება, პაროლის არასწორად შეყვანის შემთხვევაში

მომხმარებლის ბლოკირება, პაროლის არასწორად შეყვანის შემთხვევაში

Windows 13-02-2023, 03:07 Admin 36 0

 Windows-ის სისტემაზე გვაქვს მომხმარებლის დაცვის პატარა მარტივი მექანიზმი, ბოლო წლებში ეს თითქმის ყველა დევაისზე გვხდება და აქ გასაკვირი არაფერია თუმცა ადრე ასე ნამდვილად არ იყო, ეს თავდაცვა ტექნოლოგიის განვითარების აუცილებელი მოთხოვნა გახდა და დღეს უკვე ნებისმიერი სისტემა გვთხოვს დაიცავით თავი თუნდაც თქვენი დისკომფორტის საფასურად და მაიკრასოფტმა ის უკვე სისტემის აუცილებელი მოთხოვნების სიას მიამატა (კარგი რა ბილ ამ პაროლის მოხსნა ისეთივე ადვილია როგორც თავად სისტემის გახსნა) .

 თავდაპირველად მოდი შევთანხმდეთ რომ ოპერაციული სისტემა Windows-ი ისევე როგორც ყველა სხვა შედგება კოდირებებისგან (კაი კაცო :) ) და ნებისმიერი მოქმედების შესრულება რასაც აპლიკაციები აკეთებენ თავადაც შეგვიძლია. ამ სამყაროში კლავიატურას მართლაც უსაზღვრო ძალა აქვს და ყველა თანაბრად საშიშია გააჩნია ვის ხელში მოხვდება მოკლედ თუ სწორ ბრძანებას შევიყვანთ ჩვენც გავცდებით კოსმოსს. ოპერაციულ სისტემას მართავს ის შავი ეკრანი რომლის დანახვაც სასიამოვნოც არის და საშიშიც ის იმალება Windows-ის ლამაზი ფანჯრების უკან და თვალს არც დაახამხამებს ისე მოსპობს ან პირიქით ზეცაში აიყვანს ჩვენს ნებისმიერ ვირტუალურ ნაშრომს. მასთან ხუმრობას ნამდვილად არ გირჩევთ და ყოველთვის იყავით ფრთხილად მის ბრძანებებთან.

  აქ ერთ პატარა უწყინარ ბრძანებას განვიხილავთ როგორიცაა მომხმარებლის დაბლოკვა თუ სისტემის გახსნის პაროლი რამოდენიმეჯერ არასწორად არის შეყვანი, შეგვიძლია დავბლოკოთ წვდომა მაგალითად 30 წუთით, ეს თქვენ ჰაკერების თავდასხმის გან ვერ დაგიცავთ, მაგრამ ჩვეულებრივი მომხარებლისთვის კომპიუტერი რაღაც დროით მიუწვდომელია და ეს შეგვიძლია გავატაროთ როგორც უსაფრთხოება.  

 ბრძანების შესაყვანად დაგჭირდებათ სწორედ ის იდუმალი შავი ფანჯარა რომლზეც ზემოთ ვისაუბრე,  გამოსაძახებლად ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში მდებარე სტარტის ღილაკს დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით ან  კლავიატურაზე  Windows+X ღილაკების კომბინაცია. იპოვეთ განყოფილება Command Prompt (Admin). Windows 10-ის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს Windows PowerShell ოღონდ ორივე შემთხვევაში ადმინისტრატორის უფლებით ანუ windows powershell (admin)

 შემდეგ, ზოგ შემთხვევაში პატარა ფანჯარას გამოიტანს ანუ დარწმუნებული ვართ თუ არა რომ ნამდვილად გვსურს მოქმედება, დაეთანხმეთ და გავაგრძელოთ. გაიხსნება ფანჯარა რომელსაც აქვს წვდომა მთელი კომპიუტერის სისტემაზე შეზღუდვების გარეშე, რაღა თქმა უნდა სწორი ბრძანებები აუცილებელია. პირველ რიგში გადავამოწმოთ ჩვენი ექაუნთის მდგომარეობა იქნებ ვინმე იყოს უკვე აქ, შეიყვანეთ ბრძანება:

net accounts

გამოვა შემდეგი ტიპის ფანჯარა:

აქ განყოფილება Lockout threshold: მონიშნულია Never რაც ნიშნავს არასდროს დაბლოკოს მომხმარებელი რამდენჯერაც არ უნდა ცადოს მან პაროლის არასწორად შეყვანა, თუ ისევ გსურთ ლიმიტის დაწესება შეიყვანეთ ბრძანება:

net accounts /lockoutthreshold:3

გამოვა შემდეგი ტიპის ფანჯარა:

 ბრძანება შესრულებულია, აი ასე მარტივად ზედმეტი კითხვების გარეშე, ამის შემდეგ როდესაც მომხმარებელი 3 ჯერ არასწორად შეიყვანს პაროლს ის ვეღარ შეძლებს მეტ ცდას გარკვეული დროის მანძილზე, ამ დროის შესაყვანად დაგჭირდებათ შემდეგი ბრძანება, მაგალითად ავიღოთ 30 წუთი

net accounts /lockoutduration:30

სისტემა ამაზეც თანახმაა შემდეგი შეტყობინებით:

 ჩვენ ასევე შეგვიძლია დავაწესოთ დრო რომლის განმავლობაშიც იმოქმედებს ეს შეზღუდვა, მაგალითად თუ ორჯერ შეყვანილია არასწორი პაროლი რაღაც დროის შემდეგ მესამეჯერ პაროლის არასწორად შეყვანა აღარ დაბლოკავს სისტემას და ათვლა დაიწყება თავიდან პირობითად იყოს ისევ 30 წუთი

net accounts /lockoutwindow:30

გამოვა შემდეგი ტიპის შეტყობინება:

 და მივიღებთ საბოლოო სახეს რომლიც ასე გამოიყურება

 სისტემაზე აყენია დამატებითი უსაფრთხოება, გაითვალისწინეთ მომხმარებელს არ ექნება არანაირი ინფორმაცია რომ არასწორად პაროლის შეყვანის შემთხვევაში დაბლოკავს კომპიუტერს, ასევე არ იქნება ინფორმაცია რა დროით მოხდა ბლოკირება. თუ ერთხელაც ამ ყველაფრის გაუქმება დაგჭირდებათ უბრალოდ შეიყვანეთ ბრძანება:

net accounts /lockoutthreshold:0

და ყველაფერი ისევ თავის ნორმას დაუბრუნდება, სხვა პარამეტრების შეცვლა აღარ არის საჭირო ბრძანება ავტომატურად გამორიცხავს მათ.

ოფიციალური მისამართი: https://ful.ge/index.php?newsid=12

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: მომხმარებელი, ბლოკირება, პაროლი, არასწორი შეყვანა, შემთხვევაში

მსგავსი სტატიები
ZipArchive support Error - არქივის შეკუმშვის პრობლემა XAMPP PHP 8.** ში

კლასი ZipArchive პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია გავიგოთ და არქივის შენახვის ერთერთი კლასია, მსგავსი...

სრულად ნახვა 0
იკონები ფონტში - fontawesome.com

ვებგვერდზე იკონების გამოყენება აუცილებელია, ეს პროცესი როგორც ყველა სხვა დროსთან ერთად იხვეწება და...

სრულად ნახვა 0
convertio.co - ფაილების კონვერტირება ონლაინ

ფაილების კონვერტირება ერთერთი აუცილებელი პროცედურაა თითქმის ნებისმიერ კომპიუტერულ საქმიანობაში, არ აქვს...

სრულად ნახვა 0
რა არის არქივი  WinRAR 6.20  3264 bit

ალბათ ბევრს გიმუშავიათ WinRAR-თან და არაერთი არქივი გაგიხსნიათ მისი საშუალებით. სწორედ ამის ბრალია რომ...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში