convertio.co - ფაილების კონვერტირება ონლაინ

convertio.co - ფაილების კონვერტირება ონლაინ

ვებგვერდები / მონტაჟი 3-03-2023, 01:46 Admin 37 0

  ფაილების კონვერტირება ერთერთი აუცილებელი პროცედურაა თითქმის ნებისმიერ კომპიუტერულ საქმიანობაში,  არ აქვს მნიშვნელობა გრაფიკასთან იმუშავებ, აუდიო ან ვიდეო მასალებზე თუ დოკუმენტებთან, ამ სამყაროში ყველა ფაილს აქვს თავისი გაფართოება. რითიც თავიდანვე განსაზღვრული აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ ვიცით როგორ მივუდგეთ მას.

  თუმცა არსებობს საჭიროება რომ მოხდეს მათი კონვერტირება ერთმანეთში საჭიროებისამებრ, მაგალითისთვის ფოტო არსებობს JPG ან PNG გაფართოებით, ორივე ფოტოა ორივე ერთნაირად გამოიყურება მაგრამ გრაფიკოსები დამეთანხმებიან რომ მათთან მუშაობა სხვადასხვა გზით ხდება და კარგი იქნება თუ თავიდანვე გვეცოდინება რა ტიპის ფაილი გვინდა გამოვიდეს საბოლო ვერსიად.

  მუსიკალურ ფაილების შემთხვევაში არსებობს MP3, MP4, ორი თითქმის იგივე მაგრამ განსხვავებული ფორმატები და ა.შ. ბევრი ძალინ ბევრი გაფართოების მქონე ფაილები არსებობს რომლებზეც მუშაობს სხვადასხვა დივაისები.

  და როდესაც რამდენიმე პროგრამაში ერთდროულად ვმუშაობთ, ან ერთი კონკრეტული პროგრამა ვიცი კარგად ვცდილობთ სხვა ფაილები მოვარგოთ ჩვენი ცოდნის შესაბამისად, ანუ დავაკონვერტიროთ, შევუცვალოთ გაფართოება. 

  ამის საჭიროება ვინდოუსის დაბადებისთანავე იყო და პრობლემა არც არასდროს იდგა, თვითონ სისტემას მოყვება ფარულ ფუნქციად (რომელსაც სჭირდება გააქტიურება) და შეგიძლია მარტივად შეუცვალო ნებისმიერ ფაილს ნებისმიერი გაფათოება ზედმეტი პროგრამების გარეშე, მაგრამ ეს იმდენად მარტივი და დამაბნეველია მომხმარებლისთვის შესაძლეო შემთხვევით დააზიანოთ ფაილები ამიტომ ამ ფუქნციის დამალვა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, მომხმარებელს ხელი არ ეშლება და ადმინისტრატორებმა ისედაც იციან.

  პროცესის გასამარტივებლად მასიურად დაიწყო კონვერტორი პროგრამების წარმოება, ალბათ უფრო 2000 იან წლებში ათასობით კონვერტორი არსებობდა რომელიც უზრუნველყოფდა ფაილების კონვერტირებას სხვადასხვა ფორმატებში, ყველა ერთიდაიმავეს აკეთებდა და არჩევანის საშუალებაც ნამდვილად გქონდა ხარისხის ვიზუალის მოკლედ ძალიან ბევრი იყო და უმეტესი მათგანი მშვენივარადაც მუშაობს დღემდე.

  მხოლოდ გაითვალისწინეთ დღეს უკვე გაფართოების ხარისხის ძალიან მაღალ დონეს მივაღწიეთ და კონვერტორით გადატანილი ფაილები მაინცდამაინც ხარისხიანი არ გამოდის თუ რაიმე ღირებულის შექმნა გვინდა ჯობია თავიდანვე იყოს ჩაწერილი შესაბამისი ფორმატით. საწყის ეტაპზე მასალებისთვის ან მცირე ზომის ფაილებთან სამუშაოდ მოსულა.

  თანამედროვე ვები იძლევა პროგრამირების საშუალებას, ადმინისტრატორებს გვაძლევს უფლებას პროგრამები არამარტო საინსტალაციო პაკეტებად შევქმნათ არამედ ინტერნეტში პირდაპირ ვებ გვერდზე განვათავსოთ და მომხმარებელს ჰქონდეს პირდაპირი ონლაინ მხარდაჭერა შენს პროგრამაზე, ისე რომ ამის ინსტალაცია არც დასჭირდეს გამოიყენოს სწრაფად, და რაც მთავარია ხარვეზების გარეშე.

  სწორედ მსგავსი მოდელი მინდა გაჩვენოთ ეს არის ვებგვერდი https://convertio.co/ სადაც შეგვიძლია ფაილების კონვერტირება ონლაინ,  სწრაფად და ძალიან გასაგებ ენაზე.  საიტს აქვს რამდენიმე განსხვავებულ  ფაილებთან მუშაობის მხარდაჭერა მაგალითად შეუძლია იმუშაობს

1.    აუდიო ფაილებთან
2.    ვიდეო ფაილებთან
3.    ფოტო ფაილებთან
4.    საოფისე ფაილებთან
5.    არქივებთან

და  კიდევ სხვა ტიპის გაფართოებებთან რაც დღეს შეგვხვდება. ერთ-ერთი პლიუსიც ეს არის ონლაინ კონვერტორის როდესაც ხდება ფაილების დროსთან ერთად ცვლილება, მაგალითად ბევრი გაფართოება რომელიც ადრე პოპულარული იყო დღეს აღარ გამოიყენება და პირიქით შეიქმნა უამრავი ახალი სხვადასხვა გაფართოები, ონლაინ კონვერტორზე ეს ცვლილება მარტივად და ლაივში ხდება სისწრაფე კი დღეს მოთხოვნადია.

  რაც შეეხება შეზღუდვებს ეს ყველაფერი მარტივი და კაი როა გასაგებია მაგრამ არც მუქთაა, თუ გაფართოებებთან შეხება ხშირად გვიწევს და დიდი ზომის ფაილები გვაქვს ცოტა მეტის გადახდა მოგვიწევს ვებგვერდის გამოსაყენებლად. ამ ეტაპზე ვებგვერდის მომხმარება უფასოა თუ 100 მბ ამდე  ფაილებს ვაკონვერტირებთ უფრო მაღალი მოთხოვნებისთვის კი აქვთ შესაბამისი ფასები. ხარისხს თუ გავითვალისწინებთ ძვირია თქო მე არ ვიტყვი. თუ ხშირად არ ვიყენებთ კიდე 100 მბ ის ზომაა რომ მაგალითად დოკუმენტებთან სამუშაოდ მეტი არც არასდროს დაგვჭირდება.

ოფიციალური მისამართი: https://convertio.co/

სტატიის ავტორი:  wWw.Ful.ge

გადმოწერის ლინკი:  არ არის მითითებული

ტეგები: convertio.co, ფაილები, კონვერტირება, ონლაინ

მსგავსი სტატიები
FileZilla - FTP სერვერთან  კავშირის აღდგენა (The Server’s Certificate Is Unknown )

თანამედროვე ვებ სამყარო ითხოვს SSL სერთიფიკატს, რა თქმა უნდა არსებობს ფასიანი, უფასო, ნათხოვარი და სხვა...

სრულად ნახვა 0
როგორ გამოვიყენოთ Microsoft Office 365 სრულიად უფასოდ

საოფისე პროგრამები ნებისმიერი კომპიუტერის მომხმარებლის აუცილებელი მოთხოვნაა თან გავითვალისწინოთ ციფრული...

სრულად ნახვა 0
OpenCart 4.0.1.1 - 27.08.2022 ოფიციალური განახლება

თუ ინტერნეტ საიტი გაქვთ ან აპირებთ შექმნათ OpenCart -ის შესახებ ნამდვილად უნდა გქონდეთ ინფორმაცია, ძრავი...

სრულად ნახვა 0
გვერდის გადამისამართება (Redirect) HTML, PHP, JS

მარტივად და პირდაპირი გზით რომ განვიხილოთ გვერდის გადამისამართება გულისხმობს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას,...

სრულად ნახვა 0
დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ თქვენი ასაკი
გვიპოვე სოციალურ ქსელში